ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი

გენური ინჟინერიის საშინელებები: შინაური ცხოველების 7 ყველაზე საშინელი ჯიში

გენური ინჟინერიის საშინელებები: შინაური ცხოველების 7 ყველაზე საშინელი ჯიში

უკვე დიდი ხანია შინაურ ცხოველებს მხოლოდ სარგებლიანობის გამო არ ინახავენ. ბევრი ცხოველი სილამაზის და შესახედაობის გამო მოვიშინაურეთ. გარდა ამისა, სელექციონერებს უამრავი ეფექტური ჯიში გამოჰყავთ, რომ უფრო გაალამაზონ ჩვენი ცხოვრება. თუმცა, ზოგჯერ ისინი ზღვარს გადადიან და ახალი ჰიბრიდები უფრო ზიზღს იწვევენ, ვიდრე სიმპათიას.

Einteres.ge გთავაზობთ ცხოველების 7 განსხვავებულ ჯიშს, რომელთა გარეგნობაც, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო გამოვიდა.

ბუდაპეშტური მოკლენისკარტა ტურმანი

გენური ინჟინერიის საშინელებები: შინაური ცხოველების 7 ყველაზე საშინელი ჯიში

მტრედების ეს ჯიში თევზ-ტელესკოპს ან ამფიბიას უფრო მოგვაგონებს. განსაკუთრებით საშინელი შესახედია ახალდაბადებული ბარტყი. თუმცა, ამ ჩიტებმა სახელი გაითქვეს კარგი ფრენის გამო და დიდად ფასობენ სპეციალისტებს შორის.

კატა ლიკოი

გენური ინჟინერიის საშინელებები: შინაური ცხოველების 7 ყველაზე საშინელი ჯიში

მათთვის, ვისაც უყვარს კატები და ამავე დროს გიჟდება ფილმებზე ვამპირების შესახებ, გამოიყვანეს კატების სპეციალური ჯიში კატა-მაქცია. ამ ჯიშს უწოდებენ ლიკოის (Lykoi) და გარეგნულად ისინი ევოლუციური ჯაჭვის განვითარების იმ საფეხურს მოგვაგონებს, რომლის დროსაც კატები ღამურებისგან წარმოიშვნენ. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობიდან გამომდინარე ლიკოი შეიძლება ავადმყოფი ან სუსტი მოგვეჩვენოს, ეს ძალიან ჯანმრთელი ჯიშია. აღსანიშნავია, რომ შთამომავლობის მიღება ასეთი „დრაკულებისგან“ შეუძლებელია, რადგან ეს ჯიში ჯერ ახალია და გენეტიკურად არამდგრადი.

დამასკოური ცხვრები

გენური ინჟინერიის საშინელებები: შინაური ცხოველების 7 ყველაზე საშინელი ჯიში

ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ ეს თხა ძლიერ დაზიანდა ავარიის შედეგად. თუმცა, ეს უბრალოდ სპეციალურად გამოყვანილი ჯიშია, რომელსაც, ასევე შამის უწოდებენ. არიან ადამიანები, ვისაც ეს თხები საოცრად ლამაზი ჰგონია. თუმცა, „სილამაზე“ მსხვერპლს მოითხოვს და თხებიც არ არიან გამონაკლისი. გარეგნობის გამო ისინი მოუხერხებლად ჭამენ, ველურ ბუნებაში კი ისინი ვერც კი გადარჩებოდნენ ჩონჩხის აგებულების გამო.

იტალიური ჰიბერები

გენური ინჟინერიის საშინელებები: შინაური ცხოველების 7 ყველაზე საშინელი ჯიში

ეს ჯიში კანარის ჩიტის და პტეროდაქტილის უკანონო შვილს უფრო გავს. მოხრილი ჩიტუნა „გაპარსული“ ფეხებით არასასიამოვნო შესახედია. თუმცა ამ მგალობლებსაც ჰყავთ თავიანთი თაყვანისმცემელი.

ჩინური ყურეჩამოყრილი ღორი მეიშანი

გენური ინჟინერიის საშინელებები: შინაური ცხოველების 7 ყველაზე საშინელი ჯიში

მეიშანი - შარპეია ღორებს შორის. თუმცა, ძაღლებისგან განსხვავებით, ისინი მიმზიდველად არ გამოიყურებიან. ამ ჯიშს მისი ცხიმიანი ხორცის გამო არ ამრავლებენ. თუმცა, ზოგიერთ ფერმერს ისინი უჩვეულო შესახედაობის გამო ჰყავს.

მამონტისები ვირი პუატუ

გენური ინჟინერიის საშინელებები: შინაური ცხოველების 7 ყველაზე საშინელი ჯიში

ვირების ეს ერთ-ერთი უძველესი ჯიში თავისი გრძელი ბეწვით გამოირჩევა, რომელიც დროთა განმავლობაში დრედებად ექცევა. წარსულში ეს ჯიში არაჩვეულებრივი ძალის გამო ფასობდა, თუმცა ტრაქტორების გამოჩენასთან ერთად მათ მხოლოდ დეკორაციული ფუნქციაღა შემორჩათ.

ზღვის გოჭები - სკინი

გენური ინჟინერიის საშინელებები: შინაური ცხოველების 7 ყველაზე საშინელი ჯიში

ზღვის გოჭების უამრავი სახეობა არსებობს. მათ შორის ყველაზე არაესთეტიური შესახედაობის, ალბათ სკინია.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია