ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი

ოსკარის სამალავი ადგილები

ოსკარის სამალავი ადგილები

მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა, ოსკარის დაჯილდოება, რომელიც ყოველი წლის ზამთარში
იმართება და მთელი წლის მიმოხილვას აკეთებს კინო-ინდუსტრიაში, ყოველი მსახიობისა თუ რეჟისორისათვის
საპატიო ცერემონიალია, რომელსაც ყველა მათგანი გულის ფანცქალით ელოდება. ნეტავ სად ინახავენ
ის ბედნიერი ვარსკვლავები ოსკარს, რომლებმაც ეს ოქროს ფიტული დაიმსახურეს.


ჰილარი სუონკი.


"ოსკარები ინახება ჩემს საძინებელ ოთახში-დიდ თაროზე წიგნებთან ერთად".

ჰილარის 2 ქანდაკება აქვს -- 1999 წელს ქალის საუკეთესო როლისათვის Boys Don't Cry
და 2004 წელს Million Dollar Baby.

ოსკარის სამალავი ადგილები

ტომ ჰენქსი.

"სად არიან ეხლა ისინი? ჩემს თაროზე, სადაც საგვარეულო ნადავლია განთავსებული, ფეხბურთის
ჯილდოებთან ერთად. პრიზი მსოფლიოში საუკეთესო დედისათვის ასევე იქ დევს."

ჰენქსს 2 ოსკარი აქვს საუკეთესო მამაკაცის როლისათვის: "ფილადელფია" და "ფორესტ გამპი".

ოსკარის სამალავი ადგილები

ჯუდი ფოსტერი.

"ადრე მე მათ აბაზანაში ვინახავდი. ისინი ახლოს იყვნენ ონკანთან, მაგრამ როდესაც ჟანგვა დაიწყეს,
მე ისინი პრიზებისთვის განკუთვნილ სეიფში გადავიტანე."

ჯუდიმ 2 ოსკარი დაიმსახურა საუკეთესო ქალის როლისათვის ფილმებში: The Accused და
The Silence of the Lambs.

ოსკარის სამალავი ადგილები

ქეით ბლანშეტი.

"ჩვეულებრივ ის დგას კაბინეტში. ხანდახან მე ვაადგილებ მას, არც ისე ხშირად ვხედავ მას,
ცხოვრება გრძელდება".

ბლანშეტმა ოსკარი 2004 წელს მიიღო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის ფილმში:"ავიატორი".

ოსკარის სამალავი ადგილები

ჯენიფერი ჰადსონი.

"ადრე ის ჩემს ცარიელ, ახალ სახლში იდგა, რადგან მე არ მქონდა დრო პირობების გაუმჯობესებისათვის.
მაგრამ გასული წლის შობას, როგორც იქნა ვუყიდე დასადგამი. იქიდან საიდანაც მე ვარ წარმოშობით, არავის
არასდროს უნახავს ოსკარი. ამიტომაც, მე ნებას ვრთავ ხალხს გადაიღონ მასთან სურათი, მაგრამ არავითარ
შემტხვევაში არ უნდა შეეხონ მას. მაპატიეთ მაგრამ ოსკარის ხელის ხლება აკრძალულია! ის ჩემი ღირსებაა
და მე უნდა დავიცვა იგი."

მან 2006 წელს მიიღო ოსკარი მეორეხარისხოვანი როლისათვის ფილმში: "Dreamgirls".

ოსკარის სამალავი ადგილები

რობინ უილიამსი.


"ის დგას ჩემს სახლში კალიფორნიაში, გილდიის ჯილდოებს შორის, ისინი მას ორივე მხარეს აკრავს,
ამიტომაც დაცულია!"

ოსკარი მეორეხარისხოვანი როლისათვის Good Will Hunting.

ოსკარის სამალავი ადგილები

ემა ტომპსონი.


"მე მათ აბაზანაში ვინახავ, რადგან სხვა ადგილას ძალიან უცნაურად გამოიყურებიან. ისინი არიან
დიდებულნი, ოქროსი, ბრწყინვალე. ისინი კი იქ წყნარად არიან, როგორც სხვა ნივთები გარშემო."

საუკეთესო როლისათვის ფილმში Howard's End.

ოსკარის სამალავი ადგილები



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია