ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი

ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს ეპოქა

მათ შექმნეს ოქროს ოპოქა მთელს ისტორიაში - ეს არის ჩვენი დროის კომერციული
მუსიკის აღზევების ერა. სადაც საუბარი იყო ბრწყინვალე მუსიკაზე და შემსრულებლებზე.
დარწმუნებული ვარ ყოველი თქვენგანი თუ არა ნახევარზე მეტი მაინც მათ ანიჭებთ უპირატესობას
ვინც ჩვენ.. დიახ ჩვენ ამ თაობას ნამდვილი , მუსიკა დაგვიტოვეს ..

the beatles

მეოცე საუკუნის 40იან წლებში ინგლისის ერთ-ერთ პატარა ქალაქ ლივერპულში ოთხი ბიჭი დაიბადა. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ , რომ განგება ერთმანეთს შეახვედრებდა, მთელს მსოფლიოს მოატარებდა სიმღერით, მათი მუსიკა
კი წლების მერე კლასიკად იქცეოდა. ყველაფერი კი ლივერპულიდან დაიწყო. ჯონ ლენონი,
პოლ მაკრატნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი. სწორედ მათი დამსახურებაა და წვლილი
დღევანდელ მუსიკაში. მათ შექმნეს ეპოქა რომელიც დაივწყებას არასდოეს მიეცემა.

ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს ეპოქა

Queen


ბრიტანული ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 1971 წელს. ფრედი მერკური , ბრაიან მეი , ჯონ დიკონი და როჯერ ტეილორი
- ჯგუფის წარმომდაგენელები. ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა ერთმანეთი ჯგუფით Smile
გაიცნეს . ფრედი მერკური ამ ჯგუფის დიდი მოყვარული იყო და შესთავაზა მათ უფრო ფართო სცენაზე
გასვლა. 1970-იან წლებში კოლექტივი გადაერთო უფრო მეტად რადიოეთერზე ორიენტირებულ
სიმღერებზე, რამაც მათ დიდი კომერციული წარმატება მოუტანა.

ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს ეპოქა

968 წელს ბრაიან მეიმ, ლონდონის იმპერიული კოლეჯის სტუდენტმა და ბას-გიტარისტმა ტიმ
სტეფელმა გადაწყვიტეს, მუსიკალური ჯგუფი ჩამოეყალიბებინათ. ტიმ სტეფელი დაუმეგობრდა
ფაროჰ ბულსარას, რომელსაც ყველა ’ფრედის’ ეძახდა. ბულსარამ იცოდა, რომ მასსა და ჯგუფს
ერთნაირი გემოვნება ჰქონდათ და Smile-ის მუსიკოსებთან მეგობრობდა. 1970 წლის ბოლოს
სტეფელმა დატოვა კოლექტივი და Humpy Bong-ს შეუერთდა. დარჩენილ წევრებს შეუერთდა
ფრედი, შეცვალა ჯგუფის სახელი „Queen-ზე“ და განაგრძო მათთან მუშაობა.

led zeppelin

ჯგუფი დაარსდა 1968 წლის სექტემბერში. ჯგუფის წევრები იყვნენ ჯიმი პეიჯი,
რობერტ პლანტი, ჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯონსი. ლედ ზეპელინის ფესვები პირველ
რიგში, მოდის ბრიტანული ბლუზით შთაგონებული ჯგუფიდან The Yardbirds.
ჯიმი პეიჯი შეუერთდა ამ ჯგუფს 1966 წელს, ბას გიტარისტის ამპლუაში , რადგანაც
მისი წინა ბას გიტარისტი პოლ სემუელ სმიტი წავიდა ჯგუფიდან. რამდენიმე ხნის
შემდგე პეიჯი სოლო გიტარაზე გადაერთო და სოლო-პარტიებს ასრულებდა ჯეფ ბეკთან ერთად.

ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს ეპოქა

1969 წლის 12 იანვარს, მათი პირველი ტურის დასრულებისშემდეგ.ჯგუფის
ეპოქალური სადებიუტო ალბომი გამოიცა მასში ერთმანეთს კარგად ერწყმის ბლუზი,
ფოლკური მოტივები და აღმოსავლური ჰანგები. დისკი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა
მსუბუქი მეტალის ჩამოყალიბებისათვის. მიუხედავად ამისა, პლანტი ამტკიცებდა,
რომ ჯგუფი არ უნდა განიხილონ მსუბუქი მეტალის შემსრულებლად, რადგანაც
მათი მუსიკის მესამედი აკუსტიკური იყო.

pink floyd

პირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: რიჩარდ რაიტი
სიდ ბარეტი როჯერ უოტერსი და ნიკ მეისონი,ჯგუფი დაარსდა 1965 წელს, ხოლო გვიან
1960-იანებში პოპულარული გახდა ლონდონის ანდერგრაუნდში გამოსვლებით.
რომელმაც მსოფლიო წარმატებას მიაღწია ფსიქოდელიურ და პროგრესულ მუსიკაში.

ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს ეპოქა

საშინელი ტრაგედია იყო ჯგუფისთვის ბარეტის წასვლა, მიზეზი მისი გაუარესებული გონებრივი
მდგომარეობა იყო. თანაც ის ხომ სიმღერების მთავარი ავტორლი გახლდათ. წასვლის შემდეგ,
ძირითადი და კონცეფციების ავტორი როჯერ უოტერსი გახდა, ხოლო გიტარისტი და მეორე
ვოკალისტი - დევიდ გილმორი. ამ შემადგენლობით პინკ ფლოიდმა მსოფლიო წარმატებას მიაღწია
, ძირითადად ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals
და როკ-ოპერის მსგავსი The Wall-ით.

The rolling stones

ჯგუფი 1962 წლის აპრილში ჩამოყალიბდა.სადაც თავდაპირველი წევრები იყვნენ: მიკ ჯეგერი,
იენ სტიუარტი , ბილ უაიმენი ჩარლი უოტსი, კით რიჩარდსი და ბრაიან ჯონსი. მართალია
მათი მუსიკა მოიცავდა როგორც რიტმ-ენდ-ბლუზისა ბლუზის ქავერ-ვერსიებს,
მაგრამ როკ-ენ-როლი მათ შემოქმედებაში თავიდანვე დომინირებადი იყო.

ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს ეპოქა

ჯონსი ჯგუფის ლიდერი იყო, მაგრამ ჯეგერმა და რიჩარდსმა შემოქმედებითი ძალები გააერთიანეს.
ისინი იყვნენ ჯგუფის სიმღერების ავტორები და ერთგვარი ლიდერების სახესაც ატარებდნენ.
თითქოს 1969 წელის დიდი "გადანაცვლრბის" პერიოდი იყო ჯგუფში , რადგან ჯონსმა გიტარისადმი
ინტერესი დაკარგა მოგვიანებით მან დატოვა კოლექტივი და მის მაგივრად როლინგ სტოუნზში მიკ
ტეილორი მოვიდა. რამოდმენიმე დღეში ჯონსი დაიხრჩო. ტეილორი ჯგუფიდან 1974
წელს წავიდა. მას რონი ვუდი ჩაენაცვლა. უაიმენმა როლინგ სტოუნზი 1993 წელს დატოვა.

Nirvana

1985 წელს კობეინმა და ნოვოსელიჩმა ერთმანეთი გაიცნეს. ორივე ჯგუფის The Melvins
თაყვანისმცემელი იყო. ამან გარკვეული გავლენა იქონია მათ მუსიკაზე. თავდაპირველად,
ჯგუფის შექმნის მცდელობა კრახით დასრულდა , შემდეგ კი მათ შეუერთდა აარონ ბერკჰარდი
სწორედ ეს იყო მომავალი ნირვანას პირველი ვერსია.

ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს ეპოქა

ნირვანა იყო ამერიკული როკ ჯგუფი, დაარსდა ვაშინგტონი. 1991 წელს, სინგლის
„Smells Like Teen Spirit“-ის წყალობით, ალბომიდან Nevermind, ჯგუფმა მეინსტრიმში
შეაღწია და ყველაფერთან ერთად, პოპულარული გახადა ალტერნატიული როკის
ერთ-ერთი ქვეჟანრი — გრანჟი. 1990-იანი წლების აშშ-ს რადიოსადგურებსა
და მუსიკალურ ტელევიზიებში ალტერნატიული როკი დომინანტ ჟანრად იქცა.

Deep purple

არსებობის მანძილზე ჯგუფმა რამდენიმე შემადგენლობა შეიცვალა და რვაწლიანი
შემოქმედებითი პაუზაც იქონია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით 1975 წელს
Deep Purple ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე ხმაურიან ჯგუფად. კოლექტივი ითვლება
ჰევი მეტალისა და ჰარდ როკის ერთ-ერთ პიონერად, თუმცა თვლიან, რომ მისი მუსიკა
რომელიმე ჟანრს არ მიეკუთვნება. გადაცემაში „ჰარდ როკის უდიდესი შემსრულებლები“ჯგუფმა
22-ე ადგილი დაიკავა.

ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს ეპოქა

Deep Purple - ჯგუფის სახელის იდეა რიჩი ბლექმორს ეკუთვნოდა 1968 წლის ტურნე აშშ-ში ჯგუფისთვის
წარმატებული გამოდგა. სიმღერა Hush სადებიუტო ალბომიდან Shades of Deep Purple Deep Purple-ის
პირველ ჰიტად მიჩნევა. ინგლისში ეს ალბომი ჰარვესთ რექორდსმა გამოუშვა, ამერიკაში კი - ტეტრაგრამატონმა.
სამი ალბომის გამოშვების და ამერიკაში ხანგრძლივი ტურნეს შემდეგ როდ ევანსი და ნიკ სიმპერი უცერემონიოდ
გაძევეს, მათ ნაცვლად კი ვოკალისტი იენ გილანი და ბას-გიტარისტი როჯერ გლოვერი მიღეს.
როგორც ხედავთ ასე ჩამოყალიბდა ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემადგენლობა.




თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია