ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი

გინდა გამოჩნდე უფრო მაღალი ვიდრე ხარ?!

გინდა გამოჩნდე უფრო მაღალი ვიდრე ხარ?!

გოგონები იზრდებიან 17-19 წლის ასაკამდე, ზრდის პიკი 11-12 წლის ასაკშია - წელიწადში 8,5 სმ-ს იმატებენ. ვაჟები იზრდებიან 19-21 წლის ასაკამდე, ზრდის პიკი 12-13 წლის ასაკშია - წელიწადში 9,5 სმ-ს იმატებენ.

მაგრამ როდესაც ორგანიზმს უკვე ზრდა დასრულებული აქვს ერთადერთი გამოსავალია: თავი გამოვაჩინოთ უფრო მაღალი.

გინდა გამოჩნდე უფრო მაღალი ვიდრე ხარ?!

როგორ გამოვჩნდეთ უფრო მაღალი / პრაქტიკული რჩევები:

• ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი - ეს თქვენი აღნაგობაა. მოხრილი ზურგი ვერანაირად ვერ დაგეხმარებათ იმაში, რომ ვიზუალურად გაიზარდოთ. გასწორდით და თავი მაღლა დაიჭირეთ, უფრო მაღალი გამოჩნდებით.
• მოგწონთ ზოლიანი ტანსაცმელი? - შეეცადეთ ჩაიცვათ ისეთი, რომელსაც ვერტიკალური ზოლები აქვს, ისინი უფრო აგრძელებენ ფიგურას და მაღალს, ლამაზს აჩენენ თქვენს აღნაგობას. ნებისმიერი სწორხაზოვანი, ვერტიკალურ ნაკეციანი, ვერტიკალურ ნაკერიანი სამოსი დააგრძელებს თქვენს.
• ზემოთ ავარცხნილი თმები რამდენიმე სანტიმეტრს მოგიმატებთ, თუმცა საერთოდ ეცადეთ მოკლე ვარცხნილობა ატაროთ. გრძელი თმები კისერს და მხრებს დაგიფარავთ და უფრო დაბალი გამოჩნდებით.
• მოერიდეთ ბრიჯებს და შორტებს ამოკეცილი ტოტებით.
• შეეცადეთ თქვენი ლუქი იყოს მონოტონური, ანუ ერთ ფერში გადაწყვეტილი, თუმცა გააკეთეთ აქცენტი წვრილი მკაფიო ფერის ქამრით ან რაიმე აქსესუარით ზედა ტანზე. ვიზუალურად გამოყოფილი არეები ქმნის გრძივ ილუზიას.

გინდა გამოჩნდე უფრო მაღალი ვიდრე ხარ?!

მოერიდეთ მსხვილ პრინტიან სამოსს, უმჯობესია შეარჩიოთ წვრილად მოხატული სამოსი ნეიტრალურ ტონალობებში.
• შეარჩიეთ კრემისფერი ტონალობის ფეხსაცმელი. თუ ის თითან ჭრილით იქნება ე.წ. open-toe ხომ საუკეთესო ვარიანტია. ასეთი ფეხსაცმელი საოცარ ეფექტს იძლევა!
როგორ გამოვჩნდეთ უფრო მაღალი
• მოერიდეთ ფეხსაცმელს კოჭთან ზორტებითა და თასმებით.
• შეარჩიეთ A-სილუეტის მაღალწელიანი ქვედაბოლოები
• მოერიდეთ თავისუფალი "ფართხუნა" სამოსს
• შეარჩიეთ წვრილი, წაგრძელებული ყელსაბამები, გრძელი შარფები და ა.შ...
• შეარჩიეთ ზედატანები დეკოლტეთი - V ჭრილით. მოერიდეთ მაისურებს დახურული ყელით.
• მოერიდეთ დიდი ზომის ჩანთებს

გინდა გამოჩნდე უფრო მაღალი ვიდრე ხარ?!


ეს კი იმ თინეიჯერებს, რომლებსაც სიმაღლეში გაზრდა უნდათ.
ეს რეცეპტი დაგეხმარებათ რომ ორ კვირაში სანტიმეტრ ნახევარი მოიმატოთ.
2 კგ ჭარხალი
2 კგ სტაფილო
კილო ნახევარი ბროწეული
1 კგ ლიმონი
ზევით მოყვანილ ინგრედიენტებს ვწურავთ საწურში... ისე რომ სუფთა წვენი დარჩეს. ე.წ. ორჯამიანში ვასხავთ მთელ მასას.
ამას ვუმატებთ: 1 კგ ნატურალურ თაფლს (ყველაზე კარგია თუ თაფლი მთისაა).
წვენს ვუმატებთ თაფლს, და ვუცდით სანამ თაფლი მთლიანად არ გადნება. შემდეგ ვიღებთ მასას, მშრალ ქილებში ვანაწილებთ და ვდგავთ მაცივარში.
მიღების წესები: აუცილებელია დილა-საღამოს მივიღოთ ჭიქის 1/4. დილით უკეთესია თუ უზმოზე დალევთ.წამლის მიღება გრძელდება 1 თვის განმავლობაში.

გინდა გამოჩნდე უფრო მაღალი ვიდრე ხარ?!



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


ასევე ნახეთ:
კომენტარები:
რეგისტრაცია