ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი

ალენ დელონის ქალთა სია

მისი სახელი დაუკავშირდა მამაკაცური სილამაზის ეტალონს. ქალები მის ხსენებაზე თრთოდნენ.
მისი მაგნეტური ჩახუტებას ვერ უძლებდნენ თვით მსახიობები გადაღებებზე. ალენ დელონის
კარიერა ათამდე მნიშვნელოვან როლს იტევს, ისევე როგორც ვნებიან რომანებს. მოდით გადავხედოთ
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გულთამპყრობელის ხმამაღალ სასიყვარულო გამარჯვებებს.

რომი შნაიდერი


ალენ დელონის ქალთა სია

ალენ დელონის პირველი ბედნიერება და სითბოს მსხვერპლი გახდა ახალგაზრდა ავსტრიელი მსახიობი რომი შნაიდერი.
მათ ერთმანეთი გაიცნეს ფილმ "კრისტინა"ს გადაღებებზე 1958 წელს.
იმ დროისათვის რომი სახელგანთქმული მსახიობი იყო, ალენი ჯერ კიდევ უცნობი ახალბედა.
1 წლის შემდეგ ალენი და რომი დაინიშნენ, მაგრამ ხანგრძილივი ქორწინება არ ეწერათ. თითქმის 6 წელი
ისინი იყვნენ ვროპული კინოს ყველაზე ლამაზი წყვილი. პრესა მათ ურთიერთობას უწოდებდა
"საუკუნის სასიყვარულო ისტორიას". სამწუხაროდ, იდილია გრძელვადიანი არ აღმოჩნდა.
მათ აკავშირებდათ უზარმაზარი სიყვარული, მრავლისმომცველი ვნება.. რომი პატიობდა საქმროს
პატარ-პატარა ღალატს, მაგრამ ამან ვერ იხსნა ურთიერთობა. ის თავად დელონმა დაარღვია, რადგან
ვერ აიტანა საცოლის მორჩილება. თუმცა, ალენ დელონის საყვარელი ქალის სტატუსი, რომის მსგავსად
არცერთ მის საყვარელ ქალს არ დაუმსახურებია.

ალენ დელონის ქალთა სია

კლაუდია კარდინალე


ალენ დელონის ქალთა სია

იტალიელ ლამაზმანთან კლაუდია კარდინალესტან რომანი ალენ დელონმა ფილმ "ლეოპარდის"
გადაღებებიდან გააბა. ეს შეიძლება სერიოზულიც კი გამხდარიყო, კლაუდია რომ დანებებოდა ალენ დელონის შარმს.
მაგრამ ის მყარად იდგა. კულისებში საქმე სასაცილოდ წარიმართა. თავის თავში დარწმუნებული დელონი ფილმის
რეჟისორს ლუკინო ვისკონტის დაენიძლავა, რომ სწრაფად მოულბობდა გულს იტალიელ ქალბატონს.
სასიყვარულო სცენების გადაღებისას, რეჟისორი გასართობად კარდინალეს ზედმეტ კოცნებზე უთითებდა.
მაგრამ მან სწრაფადვე გამოიცნო კაცების ჩანაფიქრი და ალენმაც ეს თამაში უცებ წააგო.
გადაღებებმა მათ შორის ნაზი მეგობრობა გააჩინა. "ალენთან ურთიერთობის პირველი წლები არც ისე ადვილი იყო,
ის მუდმივად მახსენებდა როგორი მშვენიერი წყვილი შეიძლებოდა ვყოფილიყავით"-ამბობდა მსახიობი.

ალენ დელონის ქალთა სია

ალენ დელონის ქალთა სია

დალიდა

ალენი და დალიდა ერთმანეთს ბავშვობიდანვე იცნობდნენ. იმ დროიდან როდესაც უცნობები იყვნენ და
ერთმანეთის მეზობლად ჟან-მერმოზის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მაგრამ მსახიობმა იოლანდა ჯილიოტი-
ყოფილი მის ეგვიპტე და მომავალი დალიდა, მოგვიანებით 60-იან წლებში მოხიბლა. მაშინ დაიწყო
მათი რომანი. იმ პერიოდში ალენი რომიზე იყო დაიშნული. მომღერალი ურთიერთობის სერიოზულ
გაგრძელებას არც მოელოდა. რომისთან დაშორებიდან 2 წლის შემდეგ მან დალიდასთან დუეტი ჩაწერა,
ფრანგული Paroles Paroles, რომელიც მსოფლიო ჰიტად იქცა.

ალენ დელონის ქალთა სია

ბრიჯიტ ბარდო

ალენ დელონის ქალთა სია
1968 წლის ზაფხული. სენ-ტროპე. ორი მთავარი ფრანგი სექს-სიმბოლო ერთად -
ალენ დელონი და ბრიჯიტ ბარდო. საერთო ფოტომ, გადაღებულმა ლაზურნის სანაპიროზე,
პუბლიკის აუღწერელი აღფრთოვანება გამოიწვია. თითქმის ყველა ეკრანული რომანის ხორცშეხსმისა
და რეალობაში გადმოტანის მიუხედავად, ამჯერად ბარდო გაურბოდა ალენთან ურთიერთობას.
საბოლოოდ მსახიობებმა მაინც მეგობრული განწყობის შენარჩუნება გადაწყვიტეს. მაგრამ ტაბლოიდები
ამათი ურთიერთობის სხვა მხარეებს ააშკარავებდნენ.

ალენ დელონის ქალთა სია

მირეი დარკი


ალენ დელონის ქალთა სია

ალენ დელონის ბიოგრაფიაში ყველაზე ხანგრძლივ ურთიერთობას მირეი დარკი ერქვა.
მათმა ქორწინებამ 13 წელს გასტანა. მსახიობების გაცნობა ფილმ "ჯეფ"-ის გადაღებებზე შედგა.
თავდაპირველად ქალი მისი დამხმარე, საქმიანი პარტნიორი გახდა, შემდეგ საუკეთესო მეგობარი
და საყვარელი. მათ ერთად იმონაწილევეს კიდევ 5 ფილმში. მათი კავშირი საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა.
როდესაც რომი შნაიდერს ვაჟი დაეღუპა და ალენი მისი დეპრესიიდან გამოყვანას ცდილობდა, მირეი
ასევე მონაწილეობდა რომის გამხნევებაში და მის გვერდში იდგა ცხოვრების ამ უსაშინლეს მომენტში.
ამ პერიოდიდან ალენმა და მირეიმ შეინარჩუნეს ყველაზე თბილი ურთიერთობა.

ალენ დელონის ქალთა სია

როზალი ვან ბრემენი


ალენ დელონის ქალთა სია

ალენ დელონის რომანი მოდელ როზალი ვან ბრემენთან, ყველაგან გასაოცრად 1987 წელს ქორწინებაში
გადაიზარდა. მან მსახიობს კიდევ ორი შვილი აჩუქა: ქალიშვილი ანა და ვაჟი ალან-ფაბიენი.
10 წლის შემდეგ დელონი კვლავ შეუერთდა მარტოხელა კაცთა რიცხვს. დადიოდა ჭორები, რომ როზალიმ
თვად მიატოვა ქმარი და მის ფინანსურ კოლეგას გაჰყვა.


ალენ დელონის ქალთა სია




თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია