ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი

როგორ უნდა გავხდეთ ცნობადები ძალიან მოკლე პერიოდში?!

1) წადით მონასტერში და გზაში რამდენიმე ტიტლიკანა ფოტო დადეთ.. შემდეგ კი მეტისმეტად მორწმუნეს იმიჯი მოირგეთ.

როგორ უნდა გავხდეთ ცნობადები ძალიან მოკლე პერიოდში?!

2) თუ გოგონა ხართ – გამოფინეთ საჯაროდ შიშველი მკერდი, ან კამერის წინ გაიხადეთ, თუ ბიჭი – შიშველ საჯდომს გადაუღეთ ფოტო და დაბუსტეთ ფეისბუქზე. მალევე მიგიწვევთ ბატონი ჯაჯანიძე.

3)დაწერეთ ლექსი და მერე ჩაწერეთ აგრესიული მანერით კამერის სელფი მოუდით. რაც მთავარია – უნდა ყვიროდეთ წაკითხვისას.




4) მამრებმა მიეცით ინტერვიუ, რომ ქალი არასდროს გაგიბედავთ მოკლე კაბის ჩაცმას, მტვერიც სულ გადაწმენდილი ექნება,გოგონებმა კი მონური მორჩილება აღუთქვით მომავალ ქმრებს საქვეყნოდ.

როგორ უნდა გავხდეთ ცნობადები ძალიან მოკლე პერიოდში?!

5) დაწექით ნახევარ თბილისთან და მოულოდნელად შეიცვალეთ, ჩადრი ჩამოიფარეთ სახეზე, თავზე შარავანდედი გამოისახეთ

6)„გახდით“ ტრანსგენდერი, მერე მოულოდნელად ჩაიცვით ჩოხა და დაგმეთ ლგბტ თემი,

7) სხეულზე ჯვრები დაიხატეთ, მერე ცოტა იფართხალეთ და განაცხადეთ, რომ ეს ყველაფერი გამოგესახათ,

8)დაიჭირეთ ბიბლია და აკრიტიკეთ მცნებები, პატრიარსაც თუ აგინებთ – პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებთ.

9) გახდით სასულიერო პირი, იარეთ ფიტნესში ანაფორით, დალიეთ, გაერთეთ, საჯაროდ „აყარეთ ნაშობა“.

10) ვინმე ცნობად ადამიანს „დაუსაყვარელდით“, ოჯახი დაუნგრიეთ,



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია