ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები



კო ლიპი პატარა კუნძულია ანდამანის ზღვაში, სამხრეთ-დასავლეთ ტაილანდში, სატუნის პროვინციაში, მალაიზიის საზღვართან ახლოს, რომელიც ცნობილია რადენიმე სხვადასხვა სახელით: Koh Lipey, Koh Lipeh ან Ko Lipe. კუნძულს აქვს სამი ნაპირი: Sunset Beach, Sunrise Beach და Pattaya Beach. კო ლიპზე თქვენ შეგიძლიათ ისამოვნოთ წყალქვეშა ყვინთვით და ნახოთ ანდამანის ზღვის მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა, ვინაიდან აქ მსოფლიში გავრცელებული ტროპიკული თევზების 25% ბინადრობს. ანდამანის ზღვის გამჭვირვალე, სუფთა წყალი სწორედ რომ შესანიშნავია დაივინგისთვის.

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

ერთ-ერთი ყველაზე ძველი კუნძული დედამიწაზე, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთში მდებარეობს, ვულკანური ამოფრქვევის შემდეგ ხმელეთის ფორმირების შედეგია. ფიჯის ეკონომიკა ძალიან განვითარებულია, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის კუნძულზე დროის საუკეთესოდ გასატარებლად. გასაოცარ ბუნებას, გლამურულ რესტორნებსა და კომფორტულ სასტუმროებს აღტაცებაში მოჰყავთ მნახველები.

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

მნემბას კუნძული მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, ტანზანიაში. თუ თქვენ გიყვართ თევზებთან და დელფინებთან გართობა, მნემბას კუნძული იმედს არ გაგიცრუებთ. კუნძული პოპულრულია წყალქვეშა ყვინთვით, ვინაიდან აქ შეხვდებით კუების მრავალ სახეობას. თუმცა ფასები საკმაოდ მაღალია. ერთი ღამის გაატრება დაახლოებით 1500 დოლამადე დაგიჯდებათ.

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

ტაიტი — მთაგორიანი კუნძულია წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, საფრანგეთის პოლინეზიაში, რომელიც ვულკანური წარმოშობისაა და შემოსაზღვრულია მარჯნის რიფებით. მოსახლეობა შეადგენს 178,133 ადამიანს, რაც მთლიანად საფრანგეთის პოლინეზიის მოსახლეობის 68.6%. უმშრალესი თვეა აგვისტო.
საშუალო წლიური ტემპერატურაა 21 °C - 31 °C. მერყეობს.იგი საფრანგეთის პოლინეზიის უდიდესი და უმაღლესი კუნძულია. დედაქალაქი კი პაპეეტეა , რომელიც ცნობილია ბევრი პატარა ნაკადულის სიმარვლით.

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

კებუს კუნძულები მდებარეობს ფილიპინებში, კებუს პროვინციაში, რომელიც შედგება 167 პატარა კუნძულისაგან. აქ გზა გაყვანილია პირდაპირ წყალში, რომელიც კომფორტულ ბუნგალოებთან და გასაოცარ რესტორნებთან მიდის. თუ გიყვართ ცურვა, წყალქვეშ ყვინთვა და ბუნებაში ფეხით მოგზაურობა , შეიძლება ითქვას, რომ კებუს კუნძულები აგაღფრთოვანებთ.

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

ბაჰამის კუნძულები მდებარეობს კუბისა და კუნძულ ჰაიტის (დომინიკელთა რესპუბლიკა და ჰაიტი) ჩრდილოეთით ატლანტის ოკეანეში. შედგება 700-ზე მეტი დიდი და მომცრო კუნძულისგან. ქვეყნის დედაქალაქია კუნძულ ნიუ-პროვიდენსზე მდებარე ნასაუ.

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

სეიშელის კუნძულები მდებარეობს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, მადაგსკართან ახლოს. სეიშელის კუნძულები ტროპიკული მცენარეულობის სამშობლოა. ქვეყნის შემადგენლობაში შედის 100-მდე კუნძული, მათგან მხოლოდ 33-ია დასახლებული. ბევრია მცირე მარჯნისა და გრანიტის კუნძული. სეიშელი არის ლიდერი ტურიზმის მხრივ მსოფლიოში. საბოლოო ჯამში, ამ მდგრადი განვითარების უცვლელი და სტაბილური საფუძველი ბუნებრივი გარემოა, რომელიც იზიდავს ფინანსურად ძლიერ ტურისტებს. სეიშელის გრანიტის კუნძულები 75-მდე ენდემური მცენარის სამშობლოა. სეიშელის პალმა, რომელიც ყველაზე ცნობილია, ხარობს მხოლოდ ორ კუნძულზე, პრასლინსა და კურიუსზე. მას ხშირად მისი ნაყოფის ფორმის გამო მეტსახელად „სიყვარულის კაკალს“ ეძახიან. მედუზის ხე, რომელიც ერთ-ერთი ენდემია, ხარობს მხოლოდ კუნძულ მაეს შემოგარენში. ყოველწლიურად სეიშელის კუნძულები 150 000მდე ტურისტს მასპინძლობს.

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

კუნძული ბორა ბორა ფრანგული პოლინეზიის ლივორდის ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც, თავის მხრივ, საფრანგეთის ტერიტორიას წარმოადგენს წყნარ ოკეანეში. ბორა-ბორა მცირე ზომის კუნძულია, რომლის გარშემოც გამაოგნებელი ლაგუნა და ბარიერული რიფია განლაგებული. კუნძულის ცენტრში კი ანტიკური ხანის ვულკანული წარმოშობის ორი კლდე - პაია და ოტემანუა მდებარეობს. ბორა ბორა ერთი-ერთი ყევლაზე პოპულარული კუნძულია და მას ხშირად სტუმრობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან რიანა, კიმ კარდაშიანი, ირინა შეიკი და მრავალი სხვა. ბორა ბორას ყოველწლიურად 120, 000-160,000 ვიზიტორი სტუმრობს. თუ კუნძულზე მოხვდებით, ამინდი სასიამოვნო დასვენებაში ხელს ვერ შეგიშლით, რადგან ბორა ბორაზე და მის ახლომდებარე კუნძულებზე მუდამ მზეა. აქ მხოლოდ ორი სეზონია: ზაფხული, რომელიც ნოემბრიდან მარტამდე გრძელდება და ზამთარი, რომელიც აპრილიდან ოქტომბრამდე გასტანს ხოლმე. ზაფხულში ჰაერის საშუალო
ტემპერატურა 46 გრადუსია, ხოლო ზამთარში 43 გრადუსი.

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები

ბალი — ინდონეზიის ერთ-ერთი კუნძული. მდებარეობს მცირე ზონდის კუნძულების ჯგუფში, კუძულ იავასა და ლომბოკს შორის. ბალი მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულია თავის ტურისტული ღირსშესანიშნაობებით, მაღალგანვითარებული ხელოვნებით, სკულპტურებით, მუსიკით და ა.შ. ბალის ცენტრალური მთიანეთის მწვერვალების საშუალო სიმაღლე დაახლოებით 2,000 მეტრია, მათ შორის უმაღლესი ცნობილია როგორც "დედა მთა", რომელიც ამავე დროს აქტიური ვულკანია. კუნძული შემოსაზღვრულია მარჯნის რიფებით. ბალის სამხრეთ პლაჟებზე თეთრი ქვიშაა, ხოლო ჩრდილოეთით და დასავლეთით - შავი. კუნძულის ტურისტული ინდუსტრია თითქმის მთლიანად ფოკუსირდება მის სამხრეთ ნაწილში. ტურისტების თავშეყრის მთავარი ადგილია ქალაქი კუტა, თავის შესანიშნავი პლაჟებით და სხვა მრავალი ღირსშესანიშნაობებით.

საუკეთესო ტროპიკული კუნძულები[img]http://einteres.ge/uploads/posts/2016-

03/1456941677_2013111522173820767.jpg[/img]



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია