ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი

დევიდ ბოუვი – საუკუნის მოვლენა

დევიდ ბოუვი – საუკუნის მოვლენა

1. დავიდ ბოუვი იყო არაორდინალური, ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანი, ინგლისელი არა ინგლისური ტემპერამენტით. განსხვავებული ფერის თვალები, ანდროგენული სტილი, გლამ როკი, პლანეტის ერთერთი გავლენიანი მუსიკოსის ტიტული ასევე 2004 წლის ჟურნალ როლინგ სტოუნსის მიერ ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 39 ადგილის მფლობელი - ესაა მისი მცირე დახასიათება.

2. ის მთელი თაობის მომღერლების შთაგონების წყარო იყო. მობიმ ერთხელ განაცხადა რომ არა დევიდ ბოუვი ის ვერ შედგებოდა როგორც პოპ მუსიკოსი, მან მისცა ყველაზე დიდი შთაგონება. მუსიკოსი Brandon Flowers აღნიშნავს, სწორედ დევიდ ბოუვის სიმღერამ 'Hunky Dory' განაპირობა მისი არჩევანი როცა ის 20 წლის იყო და პირველად მოისმინა ეს კომპოზიცია, ხოლო ლეიდი გაგასთვის ისაა მისი მასწავლებელი ეპატაჟსა და სასცენო წარმოდგენაში: "I look at Bowie as an icon in art. It's not just about the music. It's about the performance, the attitude, the look. And that is where I live as an artist. "

3.ფსევდონიმი ბოუვი აღებული აქვს საბრძოლო დანების სახელისგან, რომელსაც ერთერთი ტეხასელი ომის გმირი ატარებდა . მისი ნამდვილი სახელია დევიდ რობერტ ჯონსი.

4. ბუნებრივად დევიდის თვალები არ იყო სხვადასხვა ფერის. ეს სკოლის პერიოდში მომხდარი ჩხუბის მემკვიდრეობაა. სკოლაში დევიდსაც და ერთ ბიჭსაც ერთი და იმავე გოგონა მოსწონდათ რის გამოც მოწინააღმდეგემ დევიდის შეშინება გადაწყიტა და ჩხუბის დროს კალმის წვერი თვალში მოხვდა. სანაცვლოდ დევიდს შერჩა სხვადახვა ფერის თვალები რომელმაც სამომავლოდ მის გარეგნობას მეტი ქარიზმა შესძინა.
მიუხედავად ამისა დევიდი და „ მოწინააღმდეგე“ ცხოვრების ბოლომდე მეგობროდნენ.

დევიდ ბოუვი – საუკუნის მოვლენა

5. დევიდს ამ თვალში ნამდვილად არ უმართლებდა. 2004 წელს ოსლოში გამოსვლის დროს ხალხის ბრბოდან ნასროლი ტკბილი კამფეტი სწორედ ამ დაზაიანებულ თვალში მოხვდა მიუხედავად ამ ინცინდენტისა მან ბოლომდე დაასრულა კონცერტი და შემდეგ ასისტენტის დახმარებით ამოუღეს საძულველი კამფეტი თვალიდან.

6. ჯანმრთელობის მხრივ დევიდი ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა: 2004 წელს რთული გულის შეტევა დაემართა რის გამოც 15 კონცერტის გადადება მოუწია. ეს კი „ტკბილი“ ახალგაზრდობის კვალი გახლდათ. 1974 წელს ტურის Diamond Dogs განმავლობაში დევიდი იწონიდა 43 კგ და 178 სანტიმეტრს. ამ დროს ის იყო კოკაინ დამოკიდებულების უმაღლეს ზღვარზე იყო. წლების განმავლობაში კოკაინ და ჰეროინ დამოკიდებულების გამო საავადმყოფოშიც ბევრჯერ მოხვდა დოზის გადაჭარბების გამო. კოკაინ დამოკიდებულებას იმით ამართლებდა რომ კარიერის დასაწყისში თავდაუზაოგავი მუშაობის გამო ვერ ახერხებდა დასვენებას და ძილს კოკაინი კი რელაქსაციაში ეხმარებოდა.

7. მისი კარიერის მანძილზე დევიდს გაყიდულია აქვს 136 მილიონი ფირფიტა და დისკი რაც ყველაზე დიდი ციფრია მუსიკალურ ისტორიაში გაყიდული ჩანაწერებისა. შედარებისთვის ეს ბევრჯერ აღემატება ბითლზების ყველა გაყიდულ ფირფიტას. მისი სავიზიტო სიმღერა space oddity დან რამდენიმე ტაქტი დევიდის გარდაცვალების შემდეგ ესპანეთში ერთერთ საკათედრო ტაძარშიც დაუკრეს გამომშვიდობების ნიშნად.

8. თაყვანისმცმელები ხშირად მოიხსენიებდნენ დევიდს როგორც დევიდ ზიგს. ეს მისი მეორე სასცენო გმირია, როგორც აღნიშნავდა მისი ალტერ ეგო. კარიერის დასაწყისში დევიდი სწორედ ამგვარ სახელს ატარებდა. ზიგი სტარდასტი -1970 წელს შექმნილი მისი ანდროგენული პერსონაჟია, ზიგის არსებობით დევიდმა ძალიან ბევრი თამამი ექსპერიმენტი განახორციელა როგორც მუსიკის ასვე მოდის სფეროში. სწორედ ამიტომ მისი სახელი საკმაოდ დიდხანს დარჩა თაყვანისმცემლების მეხსიერებაში.

9. კარიერაში იყო უცნაური ექპერიმენტები, დევიდს ძალიან უყვარდა სიახლეები და არასდროს არ იხევდა უკამ მათ განსახორციელებლად. ერთერთი ასეთი იყო 60 წლებში შექმნილი ჯგუფი The Hype, რომელიც სცენაზე სუპერგმირების კოსტიუმით გამოდიოდა. თაყვანისმცემლები მუდმივას უსტვენდნენ მუსიკოსებს, რის გამოც ისინი ვერ ახერხებდნენ ბოლომდე წარედგინათ მათი სიმღერები. თავის კარიერის მანძილზე 10-მდე ჯგუფის წევრი იყო მაგრამ საბოლოოდ შედგა, როგორც სოლო პერფომერი.

10. ბოუვის ძალიან უყვარდა ეპატაჟური გამოსვლები სცენაზე, შეიძლება ითქვას რომ ის ამგვარი გამოსვლების ინოვატორია, ერთერთი ყველაზე ეპატაჟური გამოსხვლა იყო როცა ის საკუთარ გიტარასთან დაკავდა ორალური სექსით.




თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია