ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი

10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე

ერთხელ ერთმა ბრიტანელმა მკვლევარმა თქვა, რომ ადამიანს შეუძლია 150 წელი იცოცხლოს. თუმცა, ასეთი ასაკითაც კი ჩვენ მაინც ვერ შევდივართ ყველაზე დღეგრძელ ორგანიზმთა სიაში, რადგან ზოგიერთ ორგანიზმს შეუძლია რამდენიმე ასეული და ათასეული წელიც კი იცოცხლოს. ადამიანები ასეთ შედეგებს, ალბათ, ვერასოდეს მივაღწევთ, მიუხედავად ამისა, თავად ფაქტი ჩვენ პლანეტაზე ასეთი მრავალწლოვანი ქმნილებების არსებობისა ძალზედ შთამბეჭდავია.

1. 188 წელი
ყველა რეპტილიას შორის დღეგრძელობის თვალსაზრისით რეკორდსმენია სხივოსანი კუ. ერთ-ერთი ასეთი კუ კუნძულ ტონგად ბელადს ჰყავდა. მას ტუი მალილა ერქვა და იცოცხლა არც მეტი, არც ნაკლები 188 წელი.
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე
კუების ეს სახეობა მხოლოდ მადაგასკარზე ბინადრობს და დღეის მონაცემებით გადაშენების პირასაა.
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე
2. 211 წელი
ძუძუმწოვართა შორისაც არის რეკორდსმენი - გრენლანდიური ვეშაპი, რომლის ასაკი შეიძლება, 200 წელიწადს გადასცდეს.
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე
თავიდან მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ამ ვეშაპების სიცოცხლის ხანგრძლივობა 70 წელი იყო, თუმცა, როდესაც მათ სხეულში მეცხრამეტე საუკუნის ჰარპუნების ნაწილები აღმოაჩინეს, თავიანთი მოსაზრება შეცვალეს. ახალი თეორიის მტკიცებულებად ამინომჟავების გამოკვლევა იქცა, რომელიც ცხოველის თვალებსა და კბილებშია.
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე
3. 507 წელი
Arctica islandica - ასე ეწოდება მოლუსკს, რომელიც მართალია, გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი ნიჟარა, თუმცა უკავია დამსახურებული ადგილი დღეგრძელობის თვალსაზრისით ორგანიზმებს შორის, რომლებიც არ ქმნიან კოლონიებს. ბიოლოგებმა დათვალეს რკალების რაოდენობა მოლუსკების გარსზე და აღმოაჩინეს, რომ მათი ასაკი 300 წელს სჭარბობს. მათ შორის უხუცესმა კი, რომელსაც მინომი დაარქვეს, 507 წლამდე იცოცხლა.
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე
4. 2 400 წელი
სოკომ Armillaria solidipes-მა მეცნიერებში ფურორი გამოიწვია. რამდენიმე წლის წინ მიწის ქვეშ იპოვეს სოკოების კოლონია, რომელსაც ხუთი კვადრატული კილომეტრის ფართობი ეჭირა. მათი ასაკი 2 400 წელი იყო.
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე
5. 5 062 წელი
უამრავი უძველესი ცივილიზაციის თანატოლი, რომელიც არაერთი ეპოქის ცვლილების მოწმე გამხდარა, არის მთათაშორისი მარადი ფიჭვი. ეს მცირეოდენი წიწვოვანი ხე მაინცდამაინც მიმზიდველი გარეგნობით ვერ გამოირჩევა, მისი ტოტებიც უცნაურადაა დაგმანული. დიდად მნიშვნელოვან როლსაც არ ასრულებს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, შეუძლია აღასწლეულები ცხოვრება.
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე
ამ ხეებს შორის ყველაზე ასაკოვანს მაფუსაილს უწოდებენ, მისი ასაკი 5 062 წელია.
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე
6. 11 000 წელი
ამ ბუჩქოვანმა მცენარემ სამკურნალო ფოთლებით, რომელსაც სამკბილოვანი ლარეა ეწოდება, თავისუფლად გადაასწრო ფიჭვს ასაკით. 1970 წელს ბუჩქი, რომლის ფესვთა სისტემა თითქმის მუდმივია, ფრენკ ვასეკომ აღმოაჩინა მოჰავეს უდაბნოში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტოტები რამდენიმე ასეულ წელს ცოცხლობს, მთლიანად ორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობა 11 000 წელს შეადგენს.
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე
7. 34 000 წელი
ოფიციალური ვერსიის თანახმად, შტამი ბაქტერიის ასაკი - 34 000 წელია.
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე
თუმცა, 90-იან წლებში რამდენიმე მეცნიერი იუწყებოდა, რომ გააცოცხლეს ბაქტერიები, რომლებიც ქარვაში გაქვავებული ფუტკრებისგან ამოიღეს, მათი ასაკი კი 40 მილიონი წელი იყო. 2000-იან წლებში კი იმავეს იუწყებოდნენ სხვა მეცნიერები მარილის კრისტალიდან ამოღებული ბაქტერიების შესახებ, რომლის ასაკი კიდევ უფრო მეტი - 250 მილიონი წელიწადი იყო.
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე
მაგრამ, ვინაიდან ეს მონაცემები ჯერ კიდევ გადაუმოწმებელია, ვენდოთ ოფიციალურ ვერსიას.

8. 80 000 წელი
კლონები - ყველაზე საიმედო მეთოდია უკვდავების მოსაპოვებლად. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არსებობს Populus tremuloides-ს ჯიშის ალვის ხე 80 000 წლის მანძილზე.
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე
კოლონია აგრძელებს ახალ-ახალი "შვილების" გამრავლებას, მას საკუთარი სახელიც კი აქვს - პანდო.
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე
9. 200 000 წელი
ბალახ პოსიდონიას, რომელიც კოლონიის სახით იზრდება ხმელთაშუა ზღვაში, შეუძლია 200 000 წელიწადი იცოცხლოს. თუმცა, ამ წყალმცენარის არსებობას ემუქრება გლობალური დათბობა და ადგილობრივი სანაპიროების განაშენიანება.
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე
10. უკვდავება
მედუზა Turritopsis dohrnii-ს მკვლევრები პირობითად უკვდავებს უწოდებენ. მათი საიდუმლო არის ის, რომ როდესაც სიკვდილის საფრთხეს გრძნობენ, ისინი ბრუნდებიან განვითარების საწყის ეტაპზე, ანუ გარდაიქმნებიან პოლიპად და ავითარებენ კლონებს. ეს პროცესი შეიძლება დაუსრულებლად ვითარდებოდეს.
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია