ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი

ვის უნდა გავყვე ცოლად?

შესაძლოა, ძველმოდურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც გვინდა გვჯეროდეს, რომ ქორწინება - კარგია თუ ცუდია - ცხოვრებაში უწმინდესი რამაა. და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ თუკი ერთხელ გადაწყვიტეთ გათხოვება, უნდა დაიჯეროთ, რომ ეს სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება.

გთავაზობთ 9 ნიშანს იმისა, რომ თქვენ სწორად აარჩიეთ ცხოვრების თანამგზავრი:

1. მის წინაშე თითის წვერებზე არ უნდა დადიოდეთ

არსებობს ცუდი და კარგი დღეები. იგი განსაკუთრებულს არაფერს ელოდება თქვენგან. მის თვალში უკვე განსაკუთრებული ხართ, თუნდაც იმიტომ, რომ არსებობთ მისთვის. მასთან შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც ხართ, ზედმეტი თავის მოწონების გარეშე.

2. თქვენი ბედნიერება - მისი ბედნიერებაა და პირიქით

თქვენ იცით, რომ ეს ადამიანი გექცევათ ისე კარგად, როგორც აქამდე არავინ მოგქცევიათ, მშობლებს თუ არ ჩავთვლით.


3. მასთან ერთად ყოფნა გსურთ, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი დღე გქონდათ

ხასიათი გაგიფუჭეს, თავს საშინლად გრძნობთ, მაგრამ დღის მეორე ნახევრის გატარება მაინც მასთან გსურთ. თუმცა, აქამდე სიმარტოვეს ამჯობინებდით.

ის კი მოთმინებით ისმენს თქვენს წუწუნს, თუნდაც დახმარება არ შეეძლოს.

4. თქვენ მას გრძნობთ. ფიზიკურად

ფიზიკურ, ემოციურ და ინტელექტუალურ დონეზე აბსოლუტური თავსებადობა გაქვთ. თქვენ შორის ქიმია იმდენად მძლავრია, რომ სხვა დანარჩენს ბლოკირებას უწევს. როდესაც ერთად ხართ, ირგვლივ ყველაფერი ქრება.

5. გსურთ საკუთარი გამოცდილების მასთან გაზიარება

როდესაც მომავალზე ფიქრობთ, გსურთ მასთან ამის გაზიარება. არ გაშინებთ იდეა, რომ მთელი ცხოვრების გატარება მოგიწევთ მასთან.
ამჩნევთ, რომ ამსოლუტურ კომფორტს მხოლოდ მასთან ყოფნისას გრძნობთ. როდესაც რაიმე სასაცილო ისტორია გადაგხდებათ, პირველ რიგში, გინდათ მას მოუყვეთ. ასევე, გაინტერესებთ, რა ხდება მის ცხოვრებაში.

6. მან რომანტიკოსად გაქციათ

არის მომენტები, როდესაც ფიქრობთ, რომ ირგვლივ ყველაფერი სიყვარულის მაგიით არის გაჟღენთილი. მოგწონთ ყველა რომანტიკული მომენტი თქვენს ურთიერთობაში: ვახშამი სანთლების თანხლებით, ჩახუტება, მოგზაურობა ერთად და ა.შ.

7. თქვენ მეტად გიყვართ, ვიდრე ბრაზდებით მასზე

კონფლიქტებს და ჩხუბს, რა თქმა უნდა, თავიდან ვერ აიცილებთ, მაგრამ უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. თავსებადობის კიდევ ერთი ტესტი: 2 საათზე მეტხანს შეგიძლიათ იყოთ გაბრაზებული ერთმანეთზე?

8. იგი არა მხოლოდ გისმენთ, მას ესმის თქვენი

მას არ სჭირდება მინიშნებები. ყოველთვის იცის, რა დაგჭირდებათ ამა თუ იმ სიტუაციაში. როდესაც რამის ახსნა გიჭირთ, გაითვალისწინეთ, რომ მას მაინც ყველაფერი ესმის.

9. იგი გიღებთ ისეთს, როგორიც ხართ

ხანდახან ხმაურიანი ხართ, არცთუ ისე კარგად გამოიყურებით, შეიძლება თქვენი ხუმრობა სასაცილო არ იყოს, მაგრამ მას ეს არ ადარდებს. თქვენი ხასიათის თავისებურებებთან ერთად თავს კომფორტულად გრძნობს. მეგობრებთან თქვენით ამაყობს. მან იცის თქვენზე ავიც და კარგიც და აფასებს ერთსაც და მეორესაც.



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია