ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
23 თებერვალი 2016
1748
0
არ მომწონს -2 მომწონს

ყველა დროის ყველაზე გავლენიანი საყვარლები


დასავლეთ ევროპამ ყველა დროის გავლენიანი, დასამახსოვრებელი და ყველაზე ვერაგი ქალისაყვარლების რეიტინგი შეადგინა. მართალია, სია საკმაოდ მრავალფეროვანი და ვრცელია, თუმცა არა მოსაწყენი. ყველა მათგანს კი გზნება და არაორდინალურობა აერთიანებთ. თითოეული მათგანის ბედი მართლაც განუმეორებელია. ამასთანავე, მათ თავიანთი ქმრები თუ საყვარლები გარკვეულწილად მაინც გააუბედურეს. თავად განსაჯეთ ....

მეათე ადგილი - ვალერია მესალინი

ყველა დროის ყველაზე გავლენიანი საყვარლები

მეათე ადგილი ვალერია მესალინიმ დაიკავა და ამასთანავე, ყველაზე გარყვნილი საყვარლის ტიტულიც მიიღო.მიუხედავად თავისი მაღალი სოციალური სტატუსისა ( მესალინა იმპერატორ კლავდიუსის ცოლი იყო), ვალერია ძველ რომში უხამსობისა და გარყვნილების სიმბოლო გახლდათ. მესალინა ცხოვრობდა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, თანამედროვეები აღნიშნავდნენ, რომ ის უფრო აღვირახსნილი იყო, ვიდრე თავად ნერონი. მესალინა ხშირად მიდიოდა ერთ-ერთ საროსკიპოში და მხოლოდ იქ მუშაობით იკლავდა ვნებას. ყველაფერი ეს ხდებოდა სიყვარულით დაბრმავებული ქმრის თვალწინ, რომელიც ვერაფერს ამჩნევდა. ბოლოს მესალინამ ზედმეტი მოინდომა: მან გადაწყვიტა სამეფო ტახტზე თავისი ახალი საყვარელი გაიუს სილიუსი აეყვანა. შეთქმულება მარცხით დასრულდა და მესალინამ 28 წლის ასაკში სიცოცხლე ეშაფოტზე დაასრულა. ამ დროს ის უკვე დაავადებული იყო სიფილისით, ასე რომ ეშაფოტმა ის მხოლოდ და მხოლოდ იხსნა სამარცხვინო და ტანჯვით აღსავსე სიკვდილისაგან.

მეცხრე ადგილი - მერილინ მონრო


ყველა დროის ყველაზე გავლენიანი საყვარლები

ყველაზე საშიშ საყვარლად და მეცხრე ადგილის მფლობელად მერილინ მონრო დასახელდა. მონროსა და პრეზიდენტ კენედის ურთიერთობა დღემდე ბურუსით არის მოცული. თუმცა იმას, რომ მათ რაღაც ურთიერთობა ჰქონდათ , თავად ფედერალური ბიუროს თანამშრომლებიც ადასტურებდნენ, რაც ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს დღემდე არ მოსწონს.... ცხოვრებაში მონრო მართლაც გამომწვევად იქცეოდა და პრეზიდენტის რეპუტაციაც მნიშვნელოვნად შელახა. ასე რომ , მისი სიკვდილის შესახებ სიმართლეს ფარდა ალბათ კიდევ დიდხანს არ აეხდება...

მერვე ადგილი - ინესა არმანდი

ყველა დროის ყველაზე გავლენიანი საყვარლები

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალი რევოლუციური ამბების ეპიცენტრში ტრიალებდა, მის როლზე ისტორიკოსები რატომღაც დუმან. საქმე იმაშია, რომ არმანდი თავად ვლადიმერ ლენინის საყვარელი იყო. ინესა ლენინს მისი ცოლის-ნადეჟდა კრუპსკაიას თვალწინ, პარიზში გაეცნო. მათ შორის ისე ახლო ურთიერთობა დამყარდა, რომ თავად კრუპსკაია გადავიდა მეორე პლანზე. ცოლი იძულებული იყო მოეთმინა ლენინისა და არმანდის სასიყვარულო ურთიერთობა რევოლუციის სასიკეთოდ. თავად არმანდი მთელი ცხოვრების მანძილზე ერთგული იყო ორი რამის-ლენინის და რევოლუციის. ქალი ქოლერით გარდაიცვალა 1920 წელს. ის საყვარელ ადამიანთან ახლოს-კრემლის კედელთან დაასაფლავეს.

მეშვიდე ადგილი - სილვია კრისტელი

ყველა დროის ყველაზე გავლენიანი საყვარლები

ყველაზე ოფიციალური საყვარლის ტიტული და მეშვიდე ადგილი მსახიობმს სილვია კრისტელმა დაიკავა, რომელიც სერიალ " ემანუელას" შემდეგ გახდა პოპულარული. ეს ქალბატონი საფრანგეთის ერთ-ერთი პრეზიდენტის, კერძოდ კი ვალერი ჟისტარ დესტენის საყვარელი იყო. სხვათა შორის, პრეზიდენტი არასდროს უარყოფდა თავის ურთიერთობებს მსახიობ ქალთან. უფრო მეტიც, ოფიციალურ მიღებებზე ქალბატონი კრისტელი ხშირად მასპინძლის როლს თამაშობდა. თუმცა ამჟამად ეს წარმატებული მადამი ყველაფერს უარყოფს. " ეს მხოლოდ ჭორებია. სექსუალურობის განსახიერებად ყოველთვის ფრანსუა მიტერანი მიმაჩნდა"

მეექვსე ადგილი - ანა პენჟო

ყველა დროის ყველაზე გავლენიანი საყვარლები

მეექვსე ადგილი ყველაზე უბედურ საყვარელს, ანა პენჟოს უკავია.საფრანგეთის პრეზიდენტის ჟაკ შირაკის საყვარელი, რომელმაც მისგან ქალიშვილიც გააჩინა(სურათზე:დედა-შვილი შირაკის დაკრძალვაზე.)ჟაკ შირაკმა არა მარტო მიატოვა ისინი, არამედ მისი ქალიშვილი უბინაოდაც დატოვა.

მეხუთე ადგილი - ბლანშ დაპულჟე

ყველა დროის ყველაზე გავლენიანი საყვარლები

მეხუთე ადგილზრ კი ყველაზე ბედნიერი საყვარელი, მწერალი ბლანშ დაპულჟე გავიდა.ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ბობ ჰოუკის საყვარელი.მწერალის და პოლიტიკოსის რომანი დიდხანს და ბედნიერად გაგრძელდა.

მეოთხე ადგილი - კლეოპატრა

ყველა დროის ყველაზე გავლენიანი საყვარლები

ყველაზე ცნობილ საყვარლად კლეოპატრა აღიარეს და მას მეოთხე ადგილი არგუნეს.ლეოპატრა ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან და გონებაგამჭრიახ ქალად ითვლება ისტორიაში. ის იყო აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პიროვნება ძველ რომში. ამ ქალის გამო უძლიერესი სახელმწიფოები ერთმანეთს ეომებოდნენ. დედოფალთან გატარებული ერთი ღამე ყოველ მის მორიგ მონა-საყვარელს სიცოცხლის ფასად უჯდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა მამაკაცი მზად იყო სიცოცხლე დაეთმო ამ ლამაზმანთან გატარებული თუნდაც ერთი ღამისათვის (სხვათაშორის, ამბობენ, რომ ის ლამაზი სულაც არ გახლდათ). ყველა მონა ოცნებობდა, მოეხიბლა დედოფალი ვნებითა და ალერსით და მეორე დილით ეგვიპტის იმპერატორად გაღვიძებოდა, მაგრამ ეს ასე არ ხდებოდა. კლეოპატრა განაგრძობდა საყვარლების სიკვდილით დასჯას. ცნობილია, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელიც საოცრად იყო დახელოვნებული ორალური სექსის ხელოვნებაში. იქნებ სწორედ ამით მოაჯადოვა მან ანტონიუსი? ვინ იცის...კეისრისათვის კლეოპატრა მორცხვი და ჭკვიანი ქალი იყო, ხოლო ანტონიუსისთვის ვნებიანი და პატივმოყვარე საყვარელი. წყვილმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მათ გადაწყვიტეს რომის იმპერიას დაპირისპირებოდნენ. სწორედ ამან შეიწირა მათი სიცოცხლე.

მესამე ადგილი - მონიკა ლევინსკი

ყველა დროის ყველაზე გავლენიანი საყვარლები

მესამე ადგილი ყველაზე შორსმჭვრეტელმა მონიკა ლევინსკიმ დაიკავა.პრეზიდენტ ბილ კლინტონის ყველაზე სკანდალური და ხმაურიანი საყვარელი, მისი სახელი ნებისმიერმა ამერიკელმა იცის.

მეორე ადგილი - ტაისი ათინელი

ყველა დროის ყველაზე გავლენიანი საყვარლები

ეს ჰეტერა ცნობილი გახდა იმით, რომ თავად ალექსანდრე მაკედონელი მოხიბლა. მიუხედავად იმისა, რომ ის მეძავი იყო, სახელგანთქმული სწორედ თავისი უკარება ხასიათის გამო გახდა. დიდი მხედართმთავრის ყურადღება კი ტაისიმ იმით მიიპყრო, რომ მას არ დანებდა არანაირი ძვირფასეულობის და ფულის სანაცვლოდ. ქალმა განუცხადა იმპერატორს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დანებდებოდა, თუ ალექსანდრე შეძლებდა მისი გულის დაპყრობას. საბოლოო ჯამში, ტაისი ათინელმა მაინც შეძლო დედოფალი გამხდარიყო: ის ცოლად გაყვა ეგვიპტის მეფეს პტოლემეოს I-ს.

პირველი ადგილი - შეჰრაზადა

ყველა დროის ყველაზე გავლენიანი საყვარლები
ამ ქალმა შეძლო ისტორიაში შესულიყო თავისი სიბრძნისა და ჭკუის წყალობით. რა თქმა უნდა, ის სულთანთან მარტო ზღაპრების მოყოლით როდი იყო დაკავებული. სულთანთან გატარებული მორიგი სასიყვარულო ღამის შემდეგ შეჰრაზადა იწყებდა საინტერესო ამბის მოყოლას და მას ყველაზე საინტერესო ადგილას წყვეტდა. ასე დაიბადა წიგნი "ათასერთი ღამე". სწორედ ეს დრო დასჭირდა შეჰრაზადას, რომ სულთნისათვის საღი აზრი დაებრუნებინა, რათა მას შეეწყვიტა ქალწულების მოკვლა. თუ რა შეემთხვა ამის შემდეგ სულთნის საყვარელ ცოლს-ცნობილი არაა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ის რაღაც უცნობი ინფექციით გარდაიცვალა.



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია