ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
1 დეკემბერი 2015
3306
0
არ მომწონს 0 მომწონს

2015 წლის 10 საუკეთესო ფილმი

2015 წლის 10 საუკეთესო ფილმი

2015 წელი იწურება და გვიტოვებს კარგ, ხარისხიან ერთმანეთისგან განსხვავებულ ფილმებს. რომანტიკული ზღაპრებით დაწყებული სამეცნიერო ფანტასტიკებით დამთავრებული. გთავაზობთ, თვალი გადაავლოთ მიმდინარე წლის საუკეთესო ფილმებს.

მარსიანელი/ The Martian

2015 წლის 10 საუკეთესო ფილმი

რობინზონ კრუზოს უჩვეულო ინტერპრეტაცია კოსმოსში. ფილმის მთელი არსი მთავარი გმირის წითელ პლანეტაზე გადარჩენაა. მისი იუმორი და დადებითი განწყობილება გვაიძულებს შევხედოთ პრობლემებს სხვა რაკურსიდან.

შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა / Mad Max: Fury Road

2015 წლის 10 საუკეთესო ფილმი

ფილმის მიხედვით ჩვენი პლანეტა სრულ ქაოსშია ნავთობთან დაკავშირებული კრიზისის გამო. უსიცოცხლო მიწებზე ახლა სხვადასხვა ბანდები დადიან, რომლებიც ერთი წვეთი ნავთობის გამო ნებისმიერს მოკლავენ. თუ ფილმის წინა ნაწილები ნანახი არ გაქვთ, ამ ნაწილის ნახვაზე უარი ნამდვილად არ უნდა თქვათ. თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ მთავარი გმირის წარმოუდგენელი ენერგიით დაიმუხტოთ და დატკბეთ ღამის ნამიბიის ულამაზესი ხედებით.

გასეირნება / The Walk

2015 წლის 10 საუკეთესო ფილმი

ფილმი "ფორესტ გამპის" რეჟისორ რობერტ ზამეკისგან მოგვითხრობს ბაგირზე მოსიარულე ფილიპ პეტის შესახებ, რომელმაც საკუთარი თავის გამოწვევა გადაწყვიტა და მიზნად დაისახა ბაგირზე გავლა, რომელიც ცნობილი სავაჭრო ცენტრის კოშკებს შორისაა გავლებული. ფილმი ნამდვილად ღირს სანახავად, სულ მცირე, რეჟისორის გამო.

ევერესტი / Everest

2015 წლის 10 საუკეთესო ფილმი

ჯომოლუნგმაზე 1996 წლის ტრაგედიის რეკონსტრუქცია. რეალური გადაღება, შესანიშნავი სამსახიობო შესრულება და საკმაოდ წინასწარმეტყველებადი ფინალი, თუმცა მაინც განცდებითა და პლანეტის უმაღლესი წერტილის ულამაზესი ხედებით აღსავსე ფილმი.

სპექტრი: აგენტი 007 / Spectre

2015 წლის 10 საუკეთესო ფილმი

ეს ხომ თავად ჯეიმს ბონდია! აქ ორი აზრი არაა, ფილმი შეუდარებელი გამოვა. როგორც ბონდიანას თავგადასავლების ყველა წინა ნაწილში აქაც გექნებათ სიამოვნება იხილოთ უმაგრესი მანქანები, ულამაზესი ქალები (მონიკა ბელუჩი), საინტერესო შეტაკებები და რა თქმა უნდა, უკვდავი აგენტი 007.

ალისფერი პიკი / Crimson Peak

2015 წლის 10 საუკეთესო ფილმი

ფილმის თითოეული წამი – ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია, რომელსაც XIX საუკუნის ინგლისში გადავყავართ. საშინელი, მაგრამ ლამაზი ზღაპარი თავად "საშინელებების მამამ" სტივენ კინგმა შეაქო.

აგენტები ა.ნ.ქ.ლ.ი.-დან / The Man from UNCLE

2015 წლის 10 საუკეთესო ფილმი

გაი რიჩიმ ამჯერად საკუთარ თავსაც აჯობა. ასეთი დახვეწილი და სახალისო ფილმის არნახვა უპატიებელია. დევნა, უშიშარი ბიჭები, დახვეწილი ბრიტანული იუმორი – ყველაფერი ერთად.

შურისმაძიებლები: ალტრონის ერა / Avengers: Age of Ultron

2015 წლის 10 საუკეთესო ფილმი

ჩვენი ძველი მეგობრები ბრუნდებიან, რომ კვლავ გადაარჩინონ ადამიანების სამყარო. ამჯერად ბოროტების როლში გამოდის ხელოვნური ინტელექტი "ალტრონი". როგორც Marvel–ის სხვა ფილმები, ეს ფილმიც გამოირჩევა ხარისხიანი სპეცეფექტებით კინემატოგრაფიის სხვა შედევრებისგან.

კინგსმენი: საიდუმლო სამსახური / Kingsman: The Secret Service

2015 წლის 10 საუკეთესო ფილმი

კიდევ ერთი იუმორით აღსავსე ფილმი სპეცაგენტების შესახებ. ფილმი გვიმტკიცებს, რომ ცხოვრებამ შანსი შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოგცეს, ხოლო გამოვიყენებთ თუ არა მას – ეს ჩვენი არჩევანია.

ახალგაზრდობა / Youth

2015 წლის 10 საუკეთესო ფილმი

2015 წლის ერთ–ერთი ყველაზე გულწრფელი, ირონიული და ცხოვრებისეული ფილმი. საუკეთესო იუმორით გაჯერებული ფილმი აუცილებლად ღირს სანახავად, თუ აფასებთ ხარისხიან იუმორს. ფილმის მთავარი აზრი: ასაკი – მხოლოდ ციფრებია და არა სულის მდგომარეობა.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია