ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
25 ნოემბერი 2015
13498
0
არ მომწონს +4 მომწონს

მამაკაცმა ურალში ნახევარი ტონის სიმძიმის ტახი მოკლა

36 წლის მონადირემ ჩელიაბინსკიდან სვერდლოვსკის ოლქში ტყეში ნახევარი ტონა წონის გიგანტური ტახი მოკლა. ეს შემთხვევა პარასკევს 13 ნოემბერს მოხდა.

მამაკაცმა ურალში ნახევარი ტონის სიმძიმის ტახი მოკლა


"პირველი გასროლით ცხოველის ტყავი დავაზიანე, მაგრამ მან შეძლო ტყეში გაქცევა. მეც მის საძებნად გავეშურე. დიდი ხანი მის კვალს ვერ ვპოულობდით, მაგრამ შემდეგ სისხლის წვეთი შევამჩნიეთ. როდესაც ის ვიპოვეთ, ჯერ კიდევ ცოცხალი თოვლზე იწვა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვესროლეთ, მაგრამ ამის შემდეგ ცხოველი თავს დაგვესხა. ჩვენ მოვახერხეთ ხის უკან დამალვა და გადამწყვეტი სროლა განვახორციელეთ, რის შემდეგაც ის მიწაზე დაეცა"- ყვება მონადირე.

მამაკაცმა ურალში ნახევარი ტონის სიმძიმის ტახი მოკლა

ცხოველის ზუსტი წონის დადგენა ვერ მოხერხდა. მონადირეებმა ვერ იპოვეს შესაბამისი სასწორი. ტახის მანქანაში ჩადებაც კი ვერ მოახერხეს, ამიტომ საჭირო გახდა ცხოველის სხეულის მანქანაზე ტროსით მიბმა და ასე ტრანსპორტირება.

ტახზე ნადირობა ხდებოდა კოშკიდან, რომელიც საკვებ ტერიტორიაზე იყო განლაგებული. სპეციალისტების თქმით, ეს მსგავს ცხოველებზე ნადირობის ყველაზე ეფექტური მეთოდია: ერთი მხრივ, ხდება ცხოველის მიზიდვა, მეორე მხრივ, კი მონადირეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

მამაკაცმა ურალში ნახევარი ტონის სიმძიმის ტახი მოკლა

გარეული ტახი შინაური ღორისგან შედარებით მოკლე და მსხვილი სხეულით გამოირჩევა, აქვს ბასრი ეშვები. სხეულის სიგრძე - 185 სანტიმეტრს აღწევს, სიმაღლე - ნახევარ მეტრამდე. ზრდასრული ტახის წონა საშუალოდ 250 - 350 კილოგრამია.

ამ ტახის წონა კი 500 კილოგრამია.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია