ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
9 ოქტომბერი 2015
3896
0
არ მომწონს 0 მომწონს

გაიგეთ თქვენი წარმომავლობის შესახებ ფეხის თითების მიხედვით

გაინტერესებთ ვინ იყვნენ თქვენი შორეული წინაპრები? აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია ამის გაგება ფეხის თითების ანალიზის საშუალებით. როგორც ცნობილია, მოსახლეობის მსოფლიო მიგრაციის შედეგად უამრავი ნაცია ერთმანეთს შეერია.

უამრავი გამოკვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პირდაპირი მანიშნებლები ჩვენი წარმომავლობის შესახებ ჩვენივე ფეხის თითებია.

ყურადღებით დააკვირდით თქვენს ფეხებს და იპოვეთ შესაბამისი ვარიანტი სურათზე:

გაიგეთ თქვენი წარმომავლობის შესახებ ფეხის თითების მიხედვით

1. თქვენ ეგვიპტელი ხართ. თითები კლების მიხედვითაა განლაგებული. ეგვიპტური ტერფის მქონე ადამიანებს მიაწერენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა: რბილი და ემოციური, რომანტიკული და მიმნდობი.

2. თქვენ რომაელი ხართ. ყველა თითი თითქმის ერთი სიგრძისაა. ცერა თითი პრაქტიკულად მეორე თითის ტოლია, დანარჩენი თითების სიგრძე კი ოდნავ იკლებს. რომაული ტერფის მფლობელებს მიაწერენ გულმოდგინებასა და დაჟინებულობას. სწორედ ამ თვისებების საშუალებით ისინი წარმატებას აღწევენ.

3. თქვენ ბერძენი ხართ. რიგით მეორე თითი ცერა და მესამე თითზე გრძელია. ბერძნული ტიპის ტერფის მფლობელებს მიაწერენ თავნებობასა და ამბიციურობას, დამოუკიდებლობასა და მიზანდასახულობას. არსებობს მოსაზრება, რომ ოჯახში ისაა უფროსი (ცოლი ან ქმარი), ვისაც მეორე თითი ცერაზე გრძელი აქვს.

4. თქვენ გერმანელი ხართ. ამ შემთხვევაში ცერა თითი ყველაზე დიდია, დანარჩენებს კი ერთნაირი სიგრძე აქვთ. ასეთ ადამიანებს ახასიათებთ წესრიგისკენ და სტაბილურობისკენ სწრაფვა. გერმანული ტერფის მქონეებმა იციან რა უნდათ ცხოვრებაში და დაჟინებით ცდილობენ მის მიღწევას.

5. თქვენ კელტი ხართ. ყველაზე დიდი თითია რიგით მეორე თითი. კელტური სისხლი, რომელიც თქვენში ჩქეფს, ხშირად გიბიძგებთ გაუაზრებელი ქმედებებისკენ. ძირითადი მახასიათებლებია - იმპულსურობა და სიჯიუტე. ასე აქვთ დიდი ნებისყოფა.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია