ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი

საიდუმლო ამოხსნილია: მოძრავი ქვები სიკვდილის ველზე

30-დან 300 კილოგრამამდე ქვები თავისით გადაადგილდებიან დამშრალი ტბის ზედაპირზე სიკვდილის ველზე (აშშ, კალიფონრია), თითქოს სულიერი არსებები არიანო. როგორ აკეთებენ ამას? ეს ამოცანა მეცნიერებს დღესაც არ აძლევს მოსვენებას. მის ამოხსნას სხვადასხვა სფეროს საუკეთესო მოაზროვნეები ცდილობდნენ და აი, რა მოსაზრებამდე მივიდნენ:

საიდუმლო ამოხსნილია: მოძრავი ქვები სიკვდილის ველზე

მაგნიტური ველი


საიდუმლო ამოხსნილია: მოძრავი ქვები სიკვდილის ველზე

ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური ვერსია, რომელიც ამ „ცოცხალი“ ქვების გადაადგილების ახსნას ცდილობს მდგომარეობს შემდეგში: ამ ქვების შიგნით არის მაგნიტური ნაწილაკები, რომლებიც დედამიწის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებენ, რაც იწვევეს კიდეც მათ მოძრაობას. მთავარი ლოგიკური წინააღმდეგობა ამ ვერსიისა არის მონოლიტების ქაოტური მოძრაობა, მაშინ როდესაც მაგნიტური ველს ყოველთვის ზუსტად მიმართული ხაზები აქვს.

ქარი


საიდუმლო ამოხსნილია: მოძრავი ქვები სიკვდილის ველზე

ეს ვერსიაც საკმაოდ დამაჯერებელია, ვინაიდან მის საფუძვლად ადამიანებისთვის გასაგები ძალა - ქარი დევს. მოძრავი ქვების საიდუმლო ამ ვერსიის თანახმად, მდგომარეობს იმაში, რომ ცივი ღამეების დროს დამშრალი ტბის ფსკერი იფარება გაყინული სველი კონდენსატით, რაც ნამდვილად არაერთხელ დაფიქსირებულა. შემდეგ კი, ქარის დიდი ნაკადის გამო, ქვები ამ ზედაპირზე სრიალს იწყებენ, როგორც შაიბა ჰოკეის მოედანზე. ყველაფერი გასაგები იქნებოდა, ამ რეგიონში ქარები დიდი იშვიათობა რომ არ ყოფილიყო. და კიდევ, სხვადასხვა ქვა ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს. ქარი კი, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვეულებრივ ერთი მიმართულებით უბერავს.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი


საიდუმლო ამოხსნილია: მოძრავი ქვები სიკვდილის ველზე

ალბათ, კიდევ ერთხელ დავცინებდით უფოლოგებს ფოლგის ჩაფხუტებში, რომლებიც ყველაფერს უცხოპლანეტელებს მიაწერენ და ელოდებიან როდის დაიპყრობენ ისინი დედამიწავს, თუ ამ ვერსიასა სწორედ ისინი შემოგვთავაზებდნენ. მაგრამ, ამ შემთხვევაში ისინი არაფერ შუაში არიან. ამოუცნობ მფრინავ ობიექტთან ამ ქვების პირდაპირ კავშირზე საუბრობენ ადგილობრივი ინდიელები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ამ მიწაზე ცხოვრობენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ჯრ კიდევ მათი წინაპრები აკვირდებოდნენ ქვების გადაადგილებას ღამ-ღამობით, რომელიც ცაში ცეცხლების სინქრონული იყო. თითქოს, ცეცხლი მოფრინავს სიკვდილის ველზე და „ცეკვავს“. და მათ „ცეკვას“ ზუსტად იმეორებენ ქვები.

მისტიკა


საიდუმლო ამოხსნილია: მოძრავი ქვები სიკვდილის ველზე

ინდილები ამო-ს თეორიას არ დაჯერდნენ და იმასაც ამტკიცებენ, რომ ეს ქვები - უბრალო ქვები არაა, ისინი ნამდვილი ცოცხალი არსებები არიან. სწორედ ამ ტომებიდან წამოვიდა ლეგენდა ქვის გოლემების შესახებ - არსებები, რომლებიც ქვებისგან შედგებიან. ინდიელები ამტკიცებენ, რომ მოძრავი ქვები სწორედ ქვის გოლემების ნარჩენებია, რომლებმაც შეინარჩუნეს სიცოცხლისუნარიონობა ცეცხლოვანი ბურთების ზემოქმედების ქვეშ.

საიდუმლო


საიდუმლო ამოხსნილია: მოძრავი ქვები სიკვდილის ველზე

ასე თუ ისე, თითოეულ ამ თეორიას აქვს არსებობის უფლება, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. რამდენადაც თანამედროვე მეცნიერება ვერ ხსნის ქვების მოძრაობის მიზეზს, ალბათ ღირს ყური დავუგდოთ წინაპრების ცოდნას ?!...

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია