ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი
16 აგვისტო 2015
3987
0
არ მომწონს +1 მომწონს

შოკი! ბავშვი სისხლის გარეშე!

ბრიტანეთში დაიბადა ბავშვი საშინელი ავადყოფობით. მისი სიცოცხლისთვის იბრძოდა მედიკოსების მთელი გუნდი, რომლებმაც შეძლეს და გამოსტაცეს ახალშობილი სიკვდილის კლანჭებს. ახალშობილს დაუსვეს დიაგნოზი: Vasa Previa-ს იშვიათი სინდრომი.

შოკი! ბავშვი სისხლის გარეშე!

საშინელი დაავადება და დედის შოკი

ოლივერ მორგანი საშინელი დაავადებით დაიბადა. დაავადების არსი მდგომარეობს იმაში, რომ დედის საშვილოსნოში ფორმირდება დამატებითი სისხლძარღვი. კეტი მორგანს კი, ახალშობილის 26წლის დედას, ფეხმძიმობის 37-ე კვირაში ეს სისხლძარღვი გაუსკდა. მას დაეწყო სისხლდენა და საჭირო იყო სასწრაფო დახმარება. მედიკოსებს სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა სასწრაფო ოპერაციის. გააკეთეს საკეისრო კვეთა და... ამოიყვანეს ახალშობილი, რომელსაც ერთი წვეთი სისხლიც კი არ ჰქონდა. მხოლოდ მოჭრილი ჭიპლარიდან გამოდიოდა სისხლის დარჩენილი წვეთები.
დედა მტკივნეულად იხსენებს, რომ მისი ახალშობილი შვილი მკვდარივით იყო: კანი თეთრი, როგორც ცარცი და არც გული ფეთქავდა. ექიმებმა დაიწყეს ბავშვის რეანიმირება. 25 წუთის შემდეგ გულმა დაიწყო ფეთქვა.

ინტენსიური თერაპია სიცოცხლის დასაწყისში.

დაიწყო ეტაპობრივი მკურნალობა. ახალშობილი საჭიროებდა სისხლის სასწრაფო გადასხმას. პირველი პორცია ბავშვა ჭიპით მიიღო. სიცოცხლის შემდეგი 11 დღე ოლივერმა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა. იმისთვის, რომ ტვინთან და გულთან სისხლს უფრო სწრაფად მიეღწია მედიკოსებმა დააგდეს ბავშვის სხეულის ტემპერატურა. წინააღმედ შემთხვევაში ჟანგბადის უკმარისობით მიღებულ დაზიანებებს თავიდან ვერ აიცილებდნენ.

შოკი! ბავშვი სისხლის გარეშე!
შოკი! ბავშვი სისხლის გარეშე!

ოლივერის კიდევ ერთი ისტორია.

ამჟამად, ოლივერ მორგანი წლინახევრისაა. ის აბსოლუტურად ჯანმრთელი და ბედნიერია. მშობლები ამბობენ, რომ ეს ერთადერთი უბედურება არაა რაც გადაიტანეს. ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს მშობლებს უთხრეს, რომ მათ გოგონა ეყოლებოდათ. ოჯახის მეგობრებმა მათ მომავალ ქალიშვილს უამრავი ნივთი აჩუქა (ტანსაცმელი, სათამაშოები და ინტერიერის ნივთები), და უმეტესობა მათგანი ვარდისფერი ან წითელი ფერის იყო. „კარგია, რომ მაღაზიის ჩეკები არ გადავაგდე“ - ამბობს კეტი მორგანი.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია