ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
24 მარტი 2016
1521
0
არ მომწონს -1 მომწონს

ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომლებმაც კარიერა ყველაზე ქვედა საფეხურიდან დაიწყეს

გადასაღებ მოედანზე მოხვედრისთანავე ყველა ვარსკვლავი ვერ ხდება. უამრავ ადამიანს გადაღებებს შორის უწევს შრომა ოფიციანტად, გამყიდველად ან მათი უფრო წარმატებული კოლეგების მოსამსახურედ. ჩვენ გთავაზობთ ცნობილ სახეებს, რომლებიც კარიერას დამხმარეების და მოსამსახურეების პოზიციიდან იწყებდნენ, სანამ თავად არ გახდებოდნენ ვარსკვლავები.

კიმ კარდაშიანი
ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომლებმაც კარიერა ყველაზე ქვედა საფეხურიდან დაიწყეს
პერის ჰილტონის სტილისტი.

ჯენიფერ ლოპესი
ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომლებმაც კარიერა ყველაზე ქვედა საფეხურიდან დაიწყეს
ჯანეტ ჯექსონის ასისტენტი.
სწავლის დამთავრების შემდეგ ჯენიფერი იურიდიულ კანტორაში მოეწყო სამუშაოდ. საღამოობით კი ღამის კლუბებში მღეროდა. მის კარიერაში პირველი წარმატება იყო ჯგუფ New Kids on the Block-ის მოცეკვავის ადგილი. ამის შემდეგ, ჯენიფერ ლოპესი უამრავი შემსრულებლისთვის ცეკვავდა, მათ შორის, ჯანეტ ჯექსონისა და მარკ ენტონისთვის.

ჯენიფერ ენისტონი
ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომლებმაც კარიერა ყველაზე ქვედა საფეხურიდან დაიწყეს
11 წლის ასაკში ჯენიფერმა სკოლის დრამატულ წრეზე დაიწყო სიარული. თავისი პროფესიული სწავლება 1987 წელს ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლა LaGuardia-ში განაგრძო. ამავე პერიოდში ჯენიფერი კურიერად მუშაობდა და დაკავებული იყო სატელეფონო მარკეტინგით.

რენე ზელვეგერი
ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომლებმაც კარიერა ყველაზე ქვედა საფეხურიდან დაიწყეს
ოფიციანტი.
რენეს არაერთხელ უცდია ჰოლივუდის დაპყრობა, მაგრამ უშედეგოდ. მას ყოველთვის ეპიზოდური როლები ხვდებოდა და იმ გროშებზე, რასაც ამ როლებისთვის უხდიდნენ, ცხოვრება შეუძლებელი იყო. ამიტომ, ადგილობრივ სასადილოში რენე ოფიციანტად მუშაობდა. ის დღემდე იხსენებს, როგორ ეძინებოდა ხოლმე დაღლილობისგან ავტობუსში და სცდებოდა თავის გაჩერებას, რის გამოც, სახლში ფეხით უწევდა მისვლა.

უმა თურმანი
ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომლებმაც კარიერა ყველაზე ქვედა საფეხურიდან დაიწყეს
ჭურჭლის მრეცხავი.
უმას კარიერა მაშინვე არ აწყობილა. ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ უმა ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა და ცდილობა ფოტომოდელი გამხდარიყო. ის მხოლოდ ეპიზოდური როლის შესრულების შემდეგ შენიშნეს ტერი გილიამის ფილმში "ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი".

რასელ ქროუ
ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომლებმაც კარიერა ყველაზე ქვედა საფეხურიდან დაიწყეს
ოფიციანტი.
5 წლის ასაქში რასელმა ეპიზოდური როლი შეასრულა ავსტრალიურ ტელესერიალში "Spyforce", რომლის პროდუსერი მისი დედის ნათლია იყო. როდესაც რასელი 14 წლის იყო, მისი ოჯახი კვლავ ახალ ზელანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელები იყვნენ და ამით ირჩენდნენ თავს. ქროულმა სკოლა მიატვა, რომ ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა.

ევანჯელინა ლილი
ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომლებმაც კარიერა ყველაზე ქვედა საფეხურიდან დაიწყეს
სტიუარდესა.
14 წლის ასაკში ლილი უკვე სხვადასხვა ორგანიზაციაში საქმიანობდა მოხალისედ; 18 წლის ასაკში ფილიპინის ჯუნგლებში გაემგზავრა მისიონერულ ჯგუფთან ერთად და ცხოვრობდა პატარა ქოხში. შემდგომში კი კომპანია "Royal Aviation-ის" გამცილებლად მუშაობდა.

ნიკოლ კიდმანი
ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომლებმაც კარიერა ყველაზე ქვედა საფეხურიდან დაიწყეს
მასაჟისტი.
4 წლის ასაკიდან ნიკოლი ბალეტით იყო დაკავებული. ამ გატაცებამ ის ავსტრალიის მოზარდთა თეატრში მიიყვანა, შემდეგ კი ფილიპ სტრიტის თეატრში, სადაც თავის ვოკალსაც ხვეწდა და სწავლობდა თეატრის ისტორიას. მას სემდეგ, რაც ნიკოლის დედას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მას სკოლის მიტოვება მოუწია, რომ ოჯახის საქმეებით დაკავებულიყო, სანამ დედა ქიმიოთერაპიას იტარებდა. ნიკოლი მასაჟის კურსებზე შევიდა, ეს იყო ერთადერთი, რისთვისაც ფული ჰყოფნიდათ. საბედნიეროდ, ნიკოლის დედა მალევე გამოჯანმრთელდა და გოგონამ კვლავ განაგრძო კარიერული სვლა.

რეიჩელ მაკადამსი
ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომლებმაც კარიერა ყველაზე ქვედა საფეხურიდან დაიწყეს
მოლარე მაკდონალდსში.
სანამ რეიჩელს დიდი ეკრანებისთვის გადაიღებდნენ, სამი წლის განმავლობაში ის მაკდონალდსში მუშაობდა. თავად მსახიობი ამბობს: "არ ვიცი, რატომ არ მაგდებდნენ. მეოცნებე და უქნარა ვიყავი. ალბათ, ჩემი სასიამოვნო ხმის გამო არ მაგდებდნენ".

ალ პაჩინო
ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომლებმაც კარიერა ყველაზე ქვედა საფეხურიდან დაიწყეს
ალფრედისთვის სწავლა უინტერესო იყო, ამიტომაც ყველა გამოცდაში ჩაიჭრა, ინგლისურის გარდა. 17 წლის ასაკში ის სკოლიდან გარიცხეს. დედა უკმაყოფილო იყო ასეთი შედეგებით, მათ იჩხუბეს და ალფრედი სახლიდან წავიდა. ის დაბალანაზღაურებად ადგილებზე მუშაობდა, მათ შორის, იყო მეკორიდორე, ოფიციანტი, დამლაგებელი, ფოსტალიონი და ყველაფერი ეს იმისთვის, რომ გაეგრძელებინა სამსახიობო განათლება.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია