ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
17 მარტი 2016
1233
0
არ მომწონს -1 მომწონს

მარტო ძაღლს შეუძლია იყოს ასეთი ერთგული

მარტო ძაღლს შეუძლია იყოს ასეთი ერთგული
პატრონის სიკვდილი ნებისმიერი ძაღლის სიცოცხლეში უმძიმესი დღეა. თუმცა, ზოგიერთი ოთხფეხა მეგობარი ამ დანაკარგს განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდის. თუ პატრონი ძაღლისთვის მთელი სამყარო იყო, მისი დაკარგვის შემდეგ ოთხფეხამ არ იცის როგორ შეივსოს სიცარიელე და ცდილობს, რაც შეიძლება, ახლოს დარჩეს პატრონთან.

მსგავსი ისტორია გადახდა გერმანულ ნაგაზს სერბეთის ერთ-ერთ ქალაქში. პატრონის სიკვდილის შემდეგ ძაღლი მის საფლავზე დარჩა სადარაჯოდ.

სასაფლაოს თანამშრომლები ყვებიან, რომ ერთგული თანამგზავრი ყოველდღე მიდიოდა საფლავზე და მხოლოდ ცოტა ხნით ტოვებდა მას საჭმლის ძიების გამო. ცუდი ამინდების დადგომასთან ერთად კი ძაღლმა პატარა თავშესაფარიც კი მოიწყო საფლავის ქვის ქვეშ.

საფლავიდან ძაღლის გაყვანა არაერთხელ სცადეს, თუმცა ნაგაზი წინააღმდეგობას უწევდა და ისევ ბრუნდებოდა იმ ადგილას, სადაც მისი პატრონი განისვენებს. ამიტომ, სასაფლაოს თანამშრომლებმაც შეწყვიტეს ძაღლის საფლავიდან გაყვანის მცდელობები.

ნაგაზი სიყვარულისა და ერთგულების ერთგვარი სიმბოლო გახდა. ეს საოცარი ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რაოდენ ერთგული შეუძლება იყოს
ძაღლი პატრონთან მიმართებაში.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია