ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი

კურტ კობეინის მკვლელობაში ბრალდებული ცოლი


კურტ კობეინის მკვლელობაში ბრალდებული ცოლი

1994 წლის 4 აპრილს გარდაიცვალა ჯგუფ ნირვანას(Nirvana) სოლისტი კურტ კობეინი 27 წლის ასაკში. ყველაზე ცნობილი ვერსია კურტის სიკვდილის შესახებ არის ის რომ 4 აპრილს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კობეინმა თავი იარაღით თავში გასროლით მოიკლა,მაგრამ არსებობს შედარებით უცნობი ფაქტები მისი სიკვდილის შესახებ. მაგალითად ის რომ კობეინი სწორედ თავისმა ცოლმა კორტნი ლავმა მოკლა.


1994 წლის დასაწყისში კურტის დამოკიდებულება ნირვანას სხვა წევრების და ცოლის მიმართ საგრძნობლად გაუარესდა. კობეინი ზედმეტად დამოკიდებული იყო ნარკოტიკებზე(კონკრეტულად ჰეროინზე) და მიუხედავად იმისა რომ მან ჩაიტარა მკურნალობა მაინც ვერ შეძლო მათგან განთავისუფლება.
1994 წლის მარტში კობეინი იმყოფებოდა ტურნეზე ჯგუფთან ერთად მაგრამ მას ჭირდა საშინელი ბრონქიტი.
1994 წელს კურტი გაემგზავრა სამკურნალოდ რომში სადაც მომდევნო დღეს მას მეუღლე-კორტნი ლავიც ეწვია. მან დაინახა მისი მეუღლე უგონო მდგომარეობაში რის შემდეგაც კურტი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. ის გონს შემდეგ დღეს მოვიდა. ექიმებმა დაასკვნეს რომ კობეინმა გონება დაკარგა როგიპნოლის(Flunitrazepam) გადაჭარბებული დოზით მიღების გამო შამპანიურთან ერთად. კობეინმა განაცხადა რომ ეს იყო შემთხვევითი ზედმეტი დოზით მიღება მაგრამ ექსპერტები ამასაც განიხილავენ როგოც თვით მკვლელობის მცდელობას.


კურტ კობეინის მკვლელობაში ბრალდებული ცოლი


1994 წლის 30 მარტს ის იქნა გადაყვანილი "ეკსოუდის" კლინიკაში. ამ დროს ის იქცეოდა ჩვეულებრივად, იყო კარგ განწყობაზე, თამაშობდა თავის ქალიშვილ ფრენსისთან ერთად(ეს იყო კურტის და მისი პატარა ქალიშვილის ბოლო შეხვედრა) ამიტომაც კლინიკის თანამშრომლებს არ ჰქონიათ ეჭვი რომ კურტს კვლავ დაეწყებოდა დეპრესიული შეტევები. იმავე დღეს კურტი გავიდა გარეთ ვითომ მოსაწევად მაგრამ ის აღარ დაბრუნებულა. მან გამოიყენა თავისი საკრედიტო ბარათი რომ აეღო ბილეთი სიეტლამდე. თვითმფრინავში მას შეხვდა დაფ მაკკაგანი ცნობილი ჯგუფის Guns N Roses-ის წევრი. მიუხედავად იმისა რომ კურტს არ უყვარდა ეს ჯგუფი მას საკმაოდ გაუხარდა დაფთან შეხვედრა. კობეინმა დაფს გაუმხილა რომ მან რეაბილიტაცია დატოვა. კურტი იყო ძალიან კონტაქტური, მან და დაფმა გაიხსენეს საერთო ნაცნობები მაგრამ როგორც დაფმა თქვა მას ინსტიკტი კარნახობდა რომ ყველაფერი რიგზე არ იყო.

1994 წლის 8 აპრილს, ელექტრიკოსი სახელად გერი სმიტი მივიდა კურტის ბინაში 8 საათსა და 30 წუთზე უსაფრთხოების სისტემის დასაყენებლად. მან დაინახა ვოლვოს მარკი ავტომობილი ავტოფარეხში და მიხვდა რომ სახლში ვიღაც იყო. ის ავიდა კიბეზე და შუშის მიღმა დაინახა ვიღაცის ტანი. მან თავიდან იფიქრა რომ ამ კურტს ეძინა მაგრამ შემდეგ შეამჩნია სისხლი. 8 საათსა და 45 წუთზე სმიტმა დარეკა პოლიციაში და რადიოსადგურში. სიკვდილის წინ კურტმა დატოვა წერილი. ამ ვერსიის თანახმად კურტმა თავი ცივი იარაღით მოიკლა.


არსებობს სხვა ვერსიას იმის შესახებ რომ კურტი თავისმა ცოლვა კორტნი ლავმა მოკლა.
ინტერვიუ კორტნის მამისგან:

კორტნის მამა ჰენკ ჰარისონი ამბობს, რომ 1994 წელს მისი ქალიშვილი იყო პასუხისმგებელი კურტის სიკვდილზე.
"რა თქმა უნდა მას ეს შეეძლო" ამბობს ჰარისონი "შეიძლება მე ვერ დავამტკიცო, ის რომ სწორედ მან გამოკრა ჩახმახს ხელი, მაგრამ მე შემიძლია დავამტკიცო ის, რომ სწორედ მას მიუძღვის ბრალი მის სიკვდილში და ის, რომ კორტნი ამ ინციდენტის თანამონაწილეა".

ზოგიერთი დეტექტივი ამბობს რომ თითის ანაბეჭდები მის იარაღზე არ არის კურტის, ასევე წერილი რომელიც მან დატოვა არ არის მისი ხელნაწერი, არამედ წერილი დაწერილია სრულიად სხვა ადამიანის მიერ და იარაღიც სულ სხვამ ისროლა.

კურტ კობეინის მკვლელობაში ბრალდებული ცოლი









ჯერჯერობით დეტექტივებს აქვთ მხოლოდ 4 სამხილი იმისა რომ კურტი ცოლმა მოკლა, მაგრამ ეს შემთხვევა ჯერ ისევ სახელდება, როგორც თვითმკვლელობა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ.

გადაღებულია დეტექტიური ფილმი Kurt & Courtney (იმის შესახებ რომ კურტი ცოლმა მოკლა)



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია