ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი

ოსკარის 88-ე დაჯილდოება

საზოგადოება მოუთმენლად ელოდა რა შედეგით დასრულდებოდა დაჯილდოება, აიღებდა თუ არა სანატრელ ოსკარს ლეონარდო დიკაპრიო. აწ უკვე ოსკაროსანი მსახიობი კვლავ ყურადღების ცენტრშია, მის გამარჯვებასთან დაკავშირებით მრავალი ფოტო, ციტატა თუ ანიმაციური-ფოტო ჩნდება სოციალურ ქსელში.

გამორჩეული იყო ლეიდი გაგას გამოსვლაც, რომელიც სექსუალური ძალადობის მხსვერპლებს მიეძღვნათ. გაგა პირველად იყო წარდგენილი ოსკარის ნომინაციაზე სიმღერით “Til It Happens to You”.



წლევანდელ დაჯილდოებაზე "ოსკარი" აიღეს :

საუკეთესო ფილმი - Spotlight
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი - Leonardo DiCaprio, The Revenant
საუკეთესო ქალი მსახიობი - Brie Larson, Room
საუკეთესო რეჟისორი - Alejandro G. Iñárritu, The Revenant
საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის - “Writing’s on the Wall,” Spectre
საუკეთესო მუსიკა შექმნილი ფილმისთვის - Ennio Morricone, The Hateful Eight
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი - Son of Saul
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - Stutterer
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - Amy
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმეტური ფილმი - A Girl in the River: The Price of Forgiveness
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვანი როლისთვის - Mark Rylance, Bridge of Spies
საუკეთესო ანიმაცია - Inside Out
საუკეთესო მოკლემატრაჟიანი ანიმაცია - Bear Story
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები - Ex Machina
საუკეთესო მუსიკალური მიქსი - Mad Max: Fury Road
საუკეთესო მუსიკალური მონტაჟი - Mad Max: Fury Road
საუკეთესო ვიდეო მონტაჟი - Margaret Sixel, Mad Max: Fury Road
საუკეთესო კინემატოგრაფია - Emmanuel Lubezki, The Revenant
საუკეთესო გრიმი & ვარცხნილობა - Mad Max: Fury Road
საუკეთესო ნამუშევრის დიზაინი - Mad Max: Fury Road
საუკეთესო კოსტუმების დიზაინი - Mad Max: Fury Road
საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვანი როლისთვის - Alicia Vikander, The Danish Girl
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - The Big Short
საუკეთესო ორიგინალი სცენარი - Spotlight


დიდი გამოხმაურება მოჰყვა ლეონარდო დიკაპრიოს სამადლობელ სიტყვას, რომელშიც მან ლაკონიურად ჩამოაყალიბა აზრი და აუდიტორია თავისი მშვიდი და აზრიანი გამოსვლით მოხიბლა. გავრცელდა ვიდეოები და გიფები ლეონარდოსა და ქეით ვინსლეტის მეგობრობის შესახებ, რომლებიც არაერთ წელს ითვლის. ქეითის ბედნიერმა და აღრფთოვანებულმა სახემ გულგრილი ვერავინ დატოვა. ლეონარდოს გამოსვლის ბოლო ფრაზა სოციალური ქსელის აქტუალური ციტატა გახდა, მისი გამოსვლის მნახველთა რიცხვი კი დღითიდღე რეკორდულ მაჩვენებელზეა.



იხილეთ ლუქები წითელი ხალიჩიდან :






თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია