ვარსკვლავური უიღბლოები: 12 ცნობილი მსახიობი, რომელთაც დღემდე არ აქვთ "ოსკარი"
ზამთრის უკანასკნელ დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ლეონარდო დიკაპრიომ, როგორც იქნა, აიღო თავისი პირველი "ოსკარი"! ახლა მსახიობს შეუძლია შვებით ამოისუნთქოს და დაივიწყოს მუდმივი ხუმრობები მისი მისამართით.
მიუხედავად ამისა, ლეო ერთადერთი პოპულარული მსახიობი არაა, ვისაც კარგა ხნის მანძილზე არ ღირსებია ცნობილი ქანდაკება. ჩვენ გთავაზობთ გადახედოთ კიდევ 12 ასეთ ვარსკვლავს, რომელთაც ამერიკული კინოაკადემიის ჟიურის წევრები ჯიუტად არიდებენ ყურადღებას.
ბრედ პიტი
თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობს დღემდე არ შეუძლია დაიკვეხნოს "ოსკარის" ჯილდოთი სამსახიობო ოსტატობისთვის. ის სამჯერ იყო წარდგენილი "ოსკარის" ნომინააციაზე, თუმცა მწვერვალს ვერც ერთხელ ვერ მიაღწია. 2014 წელს ის მაინც გახდა კინოს სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი. თუმცა, მაინც არა სამსახიობო ნიჭისთვის, არამედ ფილმის "მონობის 12 წელი" პროდუსირებისთვის.

ჯონი დეპი
ცნობილი კაპიტან ჯეკ ბეღურას როლის შემსრულებელი, რომელმაც კიდევ არაერთ პერსონაჟს შთაბერა სული, ჯონიც ამ ქანდაკების გარეშეა დარჩენილი. სამჯერ იყო ჯონი დეპი "ოსკარიდან" ერთი ხელის გაწვდენაზე, თუმცა სამივეჯერ წარუმატებლობა განიცადა.

უილ სმიტი
ჩვენ უილ სმიტი უამრავ განსხვავებულ როლში გვინახავს. მას ერთნაირად წარმატებულად შეუძლია ითამაშოს თრილერში, კომედიასა და დრამატულ ფილმში. მიუხედავად ამისა, კინოაკადემიამ ვერ დააფასა მისი მცდელობები. ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, უილ სმიტმა ორგანიზატორებს რასიზმში დასდო ბრალი. მას ბოიკოტის გამოცხადებაც კი უნდოდა უკანასკნელი ცერემონიისთვის, ვინაიდან ნომინანტების სიაში არცერთი შავკანიანი მსახიობი არ იყო.

ჯიმ ქერი
ჰოლივუდსა და მის ფარგლებს მიღმა ყველაზე ცნობილი კომედიური ჟანრის მსახიობი ჯიმ ქერი ერთხელაც კი არ ყოფილა წარდგენილი კინოს სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე. სამწუხაროდ, ის თავისივე ჟანრის ტყვედ იქცა. ჟიური კომედიურ ჟანრს მაღალი დონის ხელოვნებად არ მიიჩნევს. სერიოზული როლების თამაშისას კი, ჯიმ ქერის ფანები უკმაყოფილოები დარჩნენ.

რობერტ დაუნი უმცროსი
რობერტს ორჯერ ჰქონდა შანსი სასურველი ჯილდოს მიღების. ჯერ კიდევ 1993 წელს იყო წარდგენილი "ოსკარზე" როლისთვის ფილმში "ჩაპლინი", 16 წლის შემდეგ კი შეეძლო მიეღო ჯილდო როლისთვის ფილმში "ტროპიკული ქარიშხალი". მიუხედავად ამისა, ორივე ჯერზე ჟიურის წევრები, მათი აზრით, უფრო ღირსეულ კანდიდატებს არჩევდნენ.

ტომ კრუზი
რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ტომ კრუზიც ამ "უიღბლოების" სიაშია. ის სამჯერ იყო მიზანთან ახლოს: 1990-ში, 1997-ში და 2000-ში, თუმცა ვერც ერთხელ ვერ მიაღწია მიზანს.

სტივ ბუშემი
ქარიზმატული მსახიობი სტივ ბუშენი დაგვამახსოვრდა თავისი როლებით ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "ცოფიანი ძაღლები", "საჰაერო ციხე" და "დიდი ლებოვსკი". მიუხედავად ამისა, კინოკრიტიკოსებმა ერთხელაც კი არ წარადგინეს სტივი "ოსკარზე", რაც ძალიან უცნაურია...

ჰელენა ბონემ კარტერი
ჰელენი ორჯერ იყო "ოსკარის" პრეტენდენტი. 1998 წელს მან მიიქცია ჟიურის ყურადღება ნამუშევრით ფილმში "მტრედის ფრთები", 13 წლის შემდეგ კი შეეძლო მიეღო ჯილდო მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში "მეფის სიტყვა".

ჰარი ოლდმანი
ჰარი ოლდმანმა ასიამოვნა მაყურებელი როლებით ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "ლეონი", "დრაკულა", "მეხუთე ელემენტი" და უამრავი სხვა. თუმცა, კინოკრიტიკოსები, თითქოს, ვერც კი ამჩნევენ მის დამსახურებებს. მხოლოდ 2001 წელს მოხვდა ოლდმანი პრეტენდენტების სიაში როლისთვის ფილმში "მოშორდი, ჯაშუშო!".

ედვარდ ნორტონი
ედვარდნორტონი ორჯერ იყო წარდგენილი ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე, თუმცა ერთხელაც ვერ გახდა ლაურეატი. 1997 წელს მის შეეძლო მიეღო ჯილდო ფილმისთვის "პირველყოფილი შიში", ორი წლის შემდეგ კი ფილმისთვის - "ამერიკული ისტორია X". თუმცა მისი ხელი "ოსკარს" არ შეხებია.

რეიფ ფაინსი
არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ რეიფ ფაინსი ბრწყინვალე მსახიობია. ის ორჯერ იყო ნომინირებული "ოსკარზე". 1993 წელს მას შეეძლო მიეღო "ოსკარი" როლისთვის ფილმში "შინდლერის სია", 3 წლის შემდეგ კი - "ინგლისელი პაციენტისთვის". ვიმედოვნებტ, რომ ბოლოს და ბოლოს რეიფი მიიღებს დამსახურებულ ჯილდოს.
წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს
ასევე ნახეთ:

ოსკარის 88-ე დაჯილდოება
სხვა... / შემეცნებითი / სახალისო / საკითხავი / ფაქტები / ხელოვნება / ვიდეო

15 მსახიობი ქალი, რომელსაც ეკრანზე შიშველი დებიუტი ჰქონდა
ფილმები / სურათები

10 მსახიობი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა როლის გამო. ეს ყველას არ
ტოპ 10 / სხვა...

20 მსახიობი რომელსაც ფილმში ვერ იცნობთ.
შემეცნებითი / სურათები

ცნობილი ადამანების სურათები რომლებიც არ გინახავთ დღემდე
სახალისო / სურათები