ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი

კივი - საინტერესო ჩიტი

თავდაპირველად, ახალ ზელანდიაში, არ იყვნენ არც ძუძუმწოვრები და არც გველები, თუმცა იყო ძალიან ბევრი ჩიტი: დაახლოებით 250 სახეობა.

მათგან გამორჩეულია ჩიტი კივი, მეორენაირად მას აფტერიქსს(უფრთო) ეძახიან. ეს არის მოყავისფრო, წიწილის ზომის ჩიტი, გრძელი და ვიწრო ნისკარტით.

კივი - საინტერესო ჩიტი

აფტერიქსი ბერძნულად უფრთოს ნიშნავს, მაგრამ კივის აქვს პატარა ფრთები, ბუმბულებში დამალული. კივი მათ არ იყენებს ფრენისთვის, რადგან ის საერთოდ ვერ დაფრინავს. სამაგიეროდ მას შეუძლია საკმაოდ სწრაფად სირბილი.

ნისკარტის ბოლოში კივის ნესტოები აქვს. ის ნისკარტს იყენებს ისევე, როგორც ბრმა ადამიანი ჯოხს: სიარულის დროს მიწაზე ატარებს (მატლების ძიებაში).

თავის ზომასთან შედარებით, კივი ყველაზე დიდ კვერცხს დებს: სიგრძეში 13სმ და სიგანეში - 7სმ.



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია