ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი

მოტოფრისტაილი - ყველაზე ახალგაზრდა ორბორბლიანი სპორტი

გასული საუკუნის 90- იანი წლების დასაწყისში პროფესიონალ ათლეტებს შორის გამძლეობის ტესტი ჩატარდა. მონაწილეთა შორის იყვნენ მორბენალები, მორაგბეები, ფეხვურთელები ..... და მოტოკროსელები... ტესტებმა გამოავლინეს, რომ განსაკუთრებულ სტრესულ ზეწოლას მოტოკროსის მრბოლელები განიცდიან და სწორედ მათ აქვთ ფიზიკური მომზადების ყველაზე მაღალი დონე.
მოტოკროსი ხელების, მხრების, ფეხების სერიოზულ ფიზიკურ განვითარებასა და ზოგადად გამძლეობას მოითხოვს. სპორტსმენმა მოტოციკლზე კონტროლი, მაშინაც კი უნდა შეინარჩუნოს, როდესაც "რკინის ცხენს" მაქსიმალური სისწრაფე აქვს აკრეფილი და ამასთანავე, 90-1000კილოგრამიანი "რკინის ცხენის" ხელში აყვანაც უნდა შეეძლოს. არადა, ეს კონსტრუქცია არცთუ ადვილი დასამორჩილებელია. ამბობენ, რომ კარგ მოტოციკლეტისტს პულსი 200-მდე ასდის, ხოლო ჟნაგბადის მიღება წუთში 4-5 ლიტრამდე აღწევს.
თუმცა, კიდევ უფრო მეტი გამოცდაა სპორტის შედარებით ახალი მიმდინარეობა- ფრისტაილ მოტოკროსი (FMX), იგივე მოტოფრისტაილი. მისი არსი ისაა, რომ მოტოციკლეტისმა ნახტომთან ერთად რაიმე რთული ილეთი უნდა შეასრულოს ...
ფრისტაილი სტილის. ილეთის სირთულისა და მაყურებლის რეაქციით ფასდება. გამარჯვებულს ჟიურის წევრები აცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ილეთების სახელწოდებებს თავად მისი შემქმნელები იგონებენ. მაგალითად, სიცოცხლითვის საშიში ერთ-ერთ ილეთის სახელწოდება hurt attack-ი მოტომრბოლელმა კერი ჰარტმა თავად გამოიგონე " სიკვდილის კოცნა კი მაიკ ჯონსის "შვილობილია" ....
აღსანიშნავია, რომ მოტოფრისტაილი სულ 15 წლისაა. მის დამაარსებლადამერიკელი ტრევის პასტრანა ითვლება. იმ დროს მსგავსი ჯერ არ არსებობდ. ტრევისმა კი სხვადასხვა ილეთის შექმნა და ათვისება დაიწყო - მაგალითად, მოტოციკლეტით ხტომისას იგი საჭიდან ხელებს იღებდა. პირველი შოუპროგრამა 1996 წელს გაიმართა !

საქართველოში მოტოსპორტის განვითარება დაიწყო1956 წლიდან, როცა სსრკ ცენტრალური ავტო-მოტოკლუბი ფიმ-ის რიგებში გაწევრიანდა. XX საუკუნის 70-იან წლებში რუსთავის მახლობლად აშენდა რესპუბლიკური სპორტულ-ტექნიკური კომპლექსი (რსტკ), რომელიც მოტოკროსის ტრასას და მოტობოლის სტადიონსაც მოიცავდა. საქართველოს სპორტსმენები საკავშირო შეჯიბრებში რეგულარულად საპრიზო ადგილებზე გადიოდნენ, მაგრამ სსრკ-ის დაშლისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო რსტკ-ის კომპლექსი თანდათან გაპარტახდა. საქართველოში მოტოსპორტი ფაქტობრივად აღარ არსებობს.



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია