ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი

ბრუს ლის იდუმალი სიკვდილი

ცრუმორწმუნე ჩინელები სათაურებში ყოვეთვის ერიდებიან სიტყვა "სიკვდილს", რადგან მათი აზრით, ამ სიტყვას კარგი არაფერი მოაქვს. ბრუს ლი თვლიდა, რომ იგი ყველა ცრურწმენაზე მაღლა უნდა მდგარიყო. ამიტომაც მორიგ ფილმს " სიკვდილის თამაში" დაარქვა. ცრუმორწმუნე ჩინელების შიში გამართლდა. გადასაღებ მოედანზე ბრუს ლიმ ეცრად გონება დაკარგა. გონზე მოსულმა მსახიობმა გადაღებები შეწყვიტა და გამოსაკვლევად ლოს ანჯელესში წავიდა. ექიმებმა საგანგაშო ვერაფერი ნახეს, მხოლოდ თავის ქალაში სითხის მოცულობა ნორმაზე ოდნავ მეტი იყო. დამამშვიდებელი პრეპარატები გამოუწერეს და საავადმყოფოდან გაწერეს.
ჰონგ-კონგში ჩასვლისას ბრუს ლიმ დასვენებაზე უარი თქვა და ფილმზე მუშაობა გააგრძელა. როდესაც ის და მისი პროდიუსერიშავ ვერსიაზე მუშაობდნენ, მსახიობმა თავი შეუძლოდ იგრძნო. თავის ტკივილის წამალი მიიღო და დასაძინებლად ლოგინზე წამოწვა. ბრუს ლის აღარ გაუღვიძია. როგორც ექიმები აცხადებენ, მსახიობი ტვინში სისხლის გაჟონვამ იმსხვერპლა.
ბრუს ლის სიკვიდილის შემდეგ 35 წელი გავიდა, მაგრამ დღემდე დადის ლეგენდები კუნ ფუს ოსტატის გარდაცვალების შესახხებ. ადამიანების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ იგი ცოცხალია და ამჟამად მონასტერში ცხოვრობს. მავანს მიაჩნია, რომ იგი ჩინური მაფიის მსხვერპლი გახდა, კერძოდ, ახალგაზრდობაში მომხდარი ჩხუბის გამო შური იძიეს და ბრუს ლი მოწამლეს. არის კიდევ ერთო ვერსია - ჩინელმა ბერებმა ის დაწყევლეს იმის გამო, რომ აღმოსავლური ორთაბრძოლის ბევრ საიდუმლოს ახადა ფარდა. როგორც უნდა იყოს, ბრუს ლი ერთადერთი აზიელი მსახიობია, რომელსაც მსოფლიოს ყველა წერტილში იცნობენ და მასზე ლაპარაკობენ.



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია