ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი
21 თებერვალი 2016
879
0
არ მომწონს -1 მომწონს

სელფის გადაღების სურვილით შეპყრობილმა ტურისტებმა პლაჟზე პატარა დელფინი მოკლეს

ერთი ფოტო ათას სიტყვად შეიძლება ღირდეს, თუმცა ეს ფოტო სიცოცხლის ფასი დაჯდა.

გასულ კვირას არგენტინის სანაპიროზე ფრანცისკანას ჯიშის პატარა დელფინი იქნა მოკლული მის გარშემო თავმოყრილი ტურისტების გაუფრთხილებელი ქმედებების შედეგად. პატარა ძუძუმწოვარი სხვა დელფინთან ერთად ამოიყვანეს წყლიდან, რომ ადამიანებს მასთან სურათის გადაღება შესძლებოდათ.

ფოტოები, რომლებიც შემთხვევის ადგილზეა გადაღებული ასახავს, როგორ არის პატარა დელფინი გარშემორტყმული დამსვენებლების ხროვით, მცხუნვარე მზისგან დაუცველად.
სელფის გადაღების სურვილით შეპყრობილმა ტურისტებმა პლაჟზე პატარა დელფინი მოკლეს
"დელფინებს არ შეუძლიათ ხმელეთზე დიდხანს ყოფნა"- აკეთებს კომენტარს გარემოს დაცვის სპეციალისტი არგენტინის ველური ბუნების ფონდიდან. "მათ ძალიან სქელი კანი აქვთ ცხიმოვანი საფარველით, რომლის საშუალებითაც ისინი სითბოს ინარჩუნებენ, ასე რომ ხმელეთზე მათ უცებ ემართებათ გაუწყლოება, შედეგად კი დგება სიკვდილი".

ორგანიზაცია ადასტურებს, რომ დაიღუპა მინიმუმ ერთი დელფინი.
სელფის გადაღების სურვილით შეპყრობილმა ტურისტებმა პლაჟზე პატარა დელფინი მოკლეს
სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ ფრანცისკანა ძალიან იშვიათი ჯიშია და მხოლოდ სამხრეთ ამერიკის წყლებში გვხვდება. მიმდინარე მდგომარეობით, მათი რიცხვი, დაახლოებით, 30 ათასია.

სელფის გადაღების სურვილით შეპყრობილმა ტურისტებმა პლაჟზე პატარა დელფინი მოკლეს
როდესაც დელფინი მოკვდა, მის მიმართ ინტერესიც ჩაცხრა. რა თქმა უნდა, ვის გაუხარდება ფოტოს გადაღება გვამთან.
სელფის გადაღების სურვილით შეპყრობილმა ტურისტებმა პლაჟზე პატარა დელფინი მოკლეს

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია