ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი
12 იანვარი 2016
2722
0
არ მომწონს +5 მომწონს

ამოირჩიეთ 2 ხე, რომელსაც თქვენს ბაღში დარგავდით და გაიგეთ შედეგი

პიროვნების ტესტი, რომელიც თქვენი სულის საიდუმლო მხარეებს დაგანახებთ.

წარმოიდგინეთ, რომ ხართ მებაღე და გიყვართ ხეების გამრავლება. ბაღში რაიმე ახლის დარგვა გინდათ და უნდა ამოირჩიოთ ხე.
ამოირჩიეთ 2 ხე, რომელსაც თქვენს ბაღში დარგავდით და გაიგეთ შედეგი
ამოირჩიეთ? მშვენიერია! ახლა ხეების ასორტიმენტს ცოტა ხნით დავანებოთ თავი.
თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ცოტაც გაიაროთ მაღაზიაში და შეარჩიოთ მეორე ხეც თქვენი ლამაზი ბაღისთვის. ახლა 9-ის ნაცვლად დარჩენილი 8 ხიდან უნდა ამოირჩიოთ. თქვენ ყურადღებით უყურებთ ხეებს, ფიქრობთ, სად დარგავთ მათ და საბოლოოდ, აი ისიც! თქვენ ირჩევთ მეორე ხეს თქვენი ბაღისთვის.

ახლა უკვე შეგვიძლია გითხრათ თქვენი პიროვნების მახასიათებლები და დაფარული მხარეებიც.

ჯერ გაეცანით პირველად ამორჩეული ხის აღწერას. ეს აღწერილობა გიჩვენებთ თქვენს დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ. მეორე აღწერილობა დაგანახებთ თქვენი სულის დაფარულ მხარეებს, რომელთა შესახებ თქვენ, დიდი ალბათობით, არაფერი იცით, მაგრამ რომლებსაც სხვა ადამიანები ხედავენ თქვენში.

1. მხიარული. თავისუფალი. უდარდელი
თქვენ დღევანდელი დღით ცხოვრობთ და ტკბებით ყოველი წუთით. არ გიყვართ, როცა გარემოებები გზღუდავენ და გავიწროებენ. გიყვართ სიურპრიზები.

2. დამოუკიდებელი. ინდივიდუალური. პირდაპირი
თქვენ სხვებს არ უყურებთ, ყოველთვის თქვენი გზით მიდიხართ. მკაფიოდ ხედავთ იმას, რაც გინდათ. ცხოვრობთ საკუთარი სეხედულებებით და არასდროს მიდიხართ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ. გაქვთ მხატვრული შესაძლებლობები.

3. მელანქოლიური. მგრძნობიარე. მშვიდი
გიყვართ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა. არ გიყვართ უაზრო ლაპარაკი, ჭორაობა. გიყვართ საკუთარი და სხვა ადამიანების საქციელის ანალიზი. ისწრაფვით შინაგანი ჰარმონიისკენ.

4. რბილი. კეთილი. ჰარმონიული
საკმაოდ მატერიალურად მოაზროვნე პიროვნება ხართ, ამიტომ ადამიანები ისწრაფვიან თქვენკენ. მათ შეუძლიათ თქვენი იმედი ჰქონდეთ. აფასებთ პირდაპირობას და უბრალოებას. არ მისდევთ მოდას - მთავარია, თავს კომფორტულად გრძნობდეთ.

5. საკუთარ ძალებში დარწმუნებული პრაგმატული პიროვნება
ფიქრობთ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეიძლება გქონდეთ. ფხიზლად უყურებთ ყოველდღიურ რუტინას, არ ვარდებით პანიკაში დიდი მოცულობის სამუშაოს პირობებშიც კი. გიყვართ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა. არ გიყვართ იღბლის იმედად ყოფნა. იცით, რომ საჭიროა დაუღალავი შრომა, თუ წარმატების მიღწევა გინდათ.

6. გონიერი. ფრთხილი. მშვიდობისმყოფელი
თქვენთან მარტივია ურთიერთობა, მაგრამ ადამიანებს ძალიან ახლოს არ უშვებთ. გიყვართ ხმაურიანი კომპანიები, მაგრამ ასევე ბევრ დროს ატარებთ მარტოობაში. ხართ დამოუკიდებელი. მარტოსული არ ხართ, მაგრამ გიყვართ პირადი სივრცის ქონა.

7. სწრაფი. საკუთარ თავში დარწმუნებული. ანალიტიკოსი
თქვენი სხარტი გონება გეხმარებათ ნებისმიერი ინფორმაციის სწრაფად ათვისებაში. ცდილობთ გარშემო მხოლოდ საინტერესო ადამიანები გყავდეთ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ კულტურას. არ გაინტერესებთ მასობრივი მოდა და გამომუშავებული გაქვთ თქვენი საკუთარი სტილი.

8. ემოციური. მერყევი. რომანტიული
თქვენ ცხოვრობთ გრძნობებით. ხართ მეოცნებე. არ გაინტერესებთ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ და რაციონალურად უყურებენ სამყაროს. გიყვართ ღრუბლებში ფრენა და საკუთარი სამყაროს შექმნა თქვენს თავში.

9. აქტიური. კომუნიკაბელური. დინამიური
გიყვართ ინიციატივის გამოჩენა ნებისმიერ საქმიანობაში. უფრო ხშირად კოლექტივში ლიდერის პოზიცია გიკავიათ. რისკებს საკუთარ თავზე იღებთ და გამოირჩევით უშიშარობით. გაურკვევლობა გაღელვებთ, მაგრამ ეს არის თქვენი წარმატების მამოძრავებელი ძალა.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია