ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი
13 აგვისტო 2015
21293
1
არ მომწონს +2 მომწონს

თუ მოჩვენებების გეშინიათ, არ ნახოთ ეს 11 სურათი

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მეცნიერება მოჩვენებების არსებობას არ აღიარებს, ათასობით ადამიანი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ მოჩვენებები ჩვენი სამყაროს ნაწილია და რომ ისინი საკუთარი თვალით ნახეს.

მეორე მხრივ, მეცნიერები არ უარყოფენ პარანორმალური მოვლენების არსებობას. მათ, უბრალოდ არ შეუძლიათ ამის უარყოფა!

გთავაზობთ 11 სურათს, რომელზეც გარკვევით ჩანს მოჩვენებები, რომელთა საიდუმლო ჯერაც არ ამოხსნილა.

წლები გადის, თუმცა მეცნიერებს არ შეუძლიათ ახსნან ამ იდუმალებით მოცული გამოსახულებების არსებობა სურათებზე.

1. ლედი ბრაუნი რაინჰემ ჰოლში.

თუ მოჩვენებების გეშინიათ, არ ნახოთ ეს 11 სურათი

ალბათ, ყველაზე ცნობილი ფოტოა, რომელზეც მოჩვენებაა გამოსახული. ეს სურათი 1936 წელს გადაიღეს. მიიჩნევა, რომ ფოტოზე ლედი დოროტი ტაუნსენდია გამოსახული, რომელიც ამ საგამოფენო დარბაზის თავდაპირველი მფლობელი იყო. ფოტოგრაფი ამტკიცებდა, რომ ცოცხლად ნახა ის, რაც ფოტოზეა გამოსახული.

2. მოჩვენება საბავშვო მაღაზიაში.

თუ მოჩვენებების გეშინიათ, არ ნახოთ ეს 11 სურათი

ფიგურა უკანა ფონზე არაა ნამდვილი: არც ერთ ბავშვს, რომელიც "Toys R Us" მაღაზიაში იმყოფებოდა ის არ უნახავს.

3. ლორდ კამამბერის სული.

თუ მოჩვენებების გეშინიათ, არ ნახოთ ეს 11 სურათი

იდეაში, ეს ცარიელი სკამის სურათია. ხოლო, საიდან გაჩნდა მასზე სახის ბუნდოვანი გამოსახულება, არავინ იცის.

4. ბაბუას აჩრდილი.

თუ მოჩვენებების გეშინიათ, არ ნახოთ ეს 11 სურათი

ქალმა თავის 97 წლის დედას გადაუღო სურათი. სურათზე გარკვევით ჩანს მისი ქმრის სახე, რომელიც 1984 წელს გარდაიცვალა.

5. ფერმერის სული.

თუ მოჩვენებების გეშინიათ, არ ნახოთ ეს 11 სურათი

ფოტოგრაფი ნილ სენდბახი იღებდა ამ კლასიკურ ინგლისურ სახლს, სანამ არ შეამჩნია ეს ფიგურა ფონზე. ამ სახლის ახალი მფლობელები ამბობენ, რომ ხედავენ ამ მოჩვენებას რამდენიმე თვეში ერთხელ.

6. მეომრის სული.

თუ მოჩვენებების გეშინიათ, არ ნახოთ ეს 11 სურათი

ბრიტანეთის საჰაერო ძალების მფრინავების ამ სურათზე ერთ-ერთი სამხედროს არსებობა შეუძლებელია. ის ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიღუპა.

7. აჩრდილი უკანა სავარძელზე.

თუ მოჩვენებების გეშინიათ, არ ნახოთ ეს 11 სურათი

ამ მანქანის უკანა სავარძელზე ჩანს ქალი. წინა სავარძელზე კი გამოსახულია ქალბატონი სახელად მეიბლი, რომელიც თავისი შვილის, ელენის საფლავიდან ბრუნდებოდა. ფიგურა უკანა ფონზე ძალიან ჰგავს გარდაცვლილ ელენს.

8. უფეხო კოვბოი.

თუ მოჩვენებების გეშინიათ, არ ნახოთ ეს 11 სურათი

კოვბოი, უკანა ფონზე ბალახში - ნამდვილი არაა. თანაც, ჩრდილი ისე ეცემა, რომ ის უფეხო გვეჩვენება.

9. ჩვილის აჩრდილი.

თუ მოჩვენებების გეშინიათ, არ ნახოთ ეს 11 სურათი

ფოტოგრაფი, რომელმაც ეს ფოტო გადაიღო, თავისი შვილის საფლავზე იმყოფებოდა. ის ამტკიცებს, რომ ეს გოგონა სურათზე მოჩვენებაა, და ის საერთოდ არ ჰგავს მის შვილს.

10. ბავშვი რელსებზე.

თუ მოჩვენებების გეშინიათ, არ ნახოთ ეს 11 სურათი

ეს სურათი გადაღებულია სან-ანტონიოში საშინელი ავარიის ადგილზე, სადაც მატარებელმა ბავშვებს გადაუარა.

11. დახვეული კიბე.

თუ მოჩვენებების გეშინიათ, არ ნახოთ ეს 11 სურათი

სურათზე ხედავთ ქალს, რომელიც ამ კიბის სახელურს ეჭიდება. სურათი გადაღებულია დედოფლის სახლში, რომელიც ამჟამად ნაციონალური საზღვაო მუზეუმია გრინვიჩში, ინგლისი.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია