ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი
7 აგვისტო 2015
12860
0
არ მომწონს +1 მომწონს

ცნობილი პოლიტიკოსების ტოპ 10 რკინის ცხენი

ცნობილი პოლიტიკოსების ტოპ 10 რკინის ცხენი
პოლიტიკოსებს, როგორც წესი, ჰყავთ პირადი მძღოლები და დიდი შავი სედანები რომლებიც რამდენიმე ფენა ბრონით არის დაფარული. თუმცა, როდესაც მათი ცვლა მთავრდება, ისინი სხდებიან სხვა, არანაკლებ საინტერესო ეგზემპლარებზე.
რეპორტიორებმა მოიძიეს ისტორიები და გააკეთეს ათი ცნობილი პოლიტიკოსის მანქანების სია.
დედოფალი ელისაბედ II
მიუხედავად იმისა, რომ დედოფალ ელისაბედს ოფიციალურად არ აქვს მართვის მოწმობა, მას როგორც გამონაკლისს აძლევენ მანქანის მართვის უფლებას. მეორე მსოფლიო ომის დროს, დედოფალი ჩაერთო ქალთა თავდაცვის ნაწილში და გაიარა წვრთნა, როგორც მექანიკოსმა - სანიტარული დახმარების ავტომობილის მძღოლმა ანუ თეორიულად მას შეუძლია დაკავდეს ტექნიკის შეკეთებით.
დიდი ხნის განმავლობაში მასზე მიმაგრებული იყო Land Rover Defender 90, თუმცა წარმოდგენილ ფოტოზე ის მართავს საკმაოდ თანამედროვე Range Rover-ს, ამასთან მართვა არც ისე კარგად გამოზდის.
ცნობილი პოლიტიკოსების ტოპ 10 რკინის ცხენი

რონალდ რეიგანი
რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე ფლირტაობა გოგონებთან, მომავალ მსახიობთან? - მხოლოდ ფლირტაობა, მომავალ პრეზიდენტთან. ესეც და ისიც გაიგო ამერიკის შეერთებული შტატების მე -40 პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა.
პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს ჰყავდა მანქანა-ამფიბია Amphicar, ბილ კლინტონს - ლურჯი კაბრიოლეტ Mustang 1967წლის, რომელიც, დახვეწილობის დონით არ შეედრება რეიგანის Jeep CJ-8 Scrambler-ს.
ცნობილი პოლიტიკოსების ტოპ 10 რკინის ცხენი

ადოლფ ჰიტლერი
შემოსავლები წიგნიდან "Mein Kampf"(ჩემი ცხოვრება) გახდა ადოლფ ჰიტლერის მდიდრული ცხოვრების საწინდარი. ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას ფულის გარეშე, ჰიტლერმა მიწერა Mercedes-Benz დილერს მიუნხენში სესხის გაცემის თაობაზე მანქანის Mercedes-Benz 11/40-ის ყიდვისთვის, რომელიც იყო მისი ოცნების მანქანა.
დილერმა ეს თხოვნა უარყო, მაგრამ მალევე ჰიტლერმა შესძლო თავისთვის უფლება მიეცა ჰყოლოდა "მერსედესების" მთელი ფლოტი. სწორედ ერთ-ერთი მათგანი, აჩუქა ნეპალის მეფეს. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ნეპალში იმ დროს ასეთი სილამაზისთვის აბსოლუტურად არ იყო გზები, ამიტომ მანქანა ჩამოვიდა დედაქალაქში ათობით მამაკაცის ზურგით, მაგრამ, როგორც ამბობენ, ნაჩუქარ "მერსედესს" კბილი არ გაესინჯებაო.
ცნობილი პოლიტიკოსების ტოპ 10 რკინის ცხენი

ჯორჯ ბუშ უმცროსი
და ისევ ამერიკის პრეზიდენტი. როგორც შეეფერება ნებისმიერ ტეხასის მცხოვრებს, ჯორჯ ბუში უპირატესობას ანიჭებს დიდ პიკაპებს. თუმცა, ის ამით დადის ძირითადად მისი რანჩოს ტერიტორიაზე. იმის იქით დაცვა არ ატარებს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტს უყვარს ფორდი. ყველაზე ნათელი მაგალითი- F-150 King Ranch SuperCrew 4×4, 2009წლის.
ცნობილი პოლიტიკოსების ტოპ 10 რკინის ცხენი

შარლ დე გოლი
საფრანგეთის ლიდერებს/ხელმძღვანელებს უყვართ Citroen. ისტორიაში პირველ DS მართავდა შარლ დე გოლი. ამ მანქანამ ფაქტობრივად იხსნა მისი სიცოცხლე.
1962 წელს, დე გოლის კორტეჟს გაუხსნეს ცეცხლი პარიზის გარეუბნებში. მძღოლმა სწრაფად შეცვლა მიმართულება და დატოვა სროლის სექტორი: 150 სროლიდან პრეზიდენტის მანქანას, მოხვდა სულ ექვსი ტყვია. არავინ დაშავებულა DS-ში.
ცნობილი პოლიტიკოსების ტოპ 10 რკინის ცხენი

არნოლდ შვარცნეგერი
მისი პირველი Hummer H1 ყოფილმა კალიფორნიის გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეგერმა შეიძინა 1992 წელს, როდესაც ბაზარზე გამოჩნდა სამოქალაქო ვერსიები. წონა 2.9 ტონა და სიგანე 2 მეტრი შესანიშნავად შეეფერებოდა ცნობილი მსახიობის იმიჯს.
რა თქმა უნდა, არნოლდს ჰყავდა ათობით სხვა მანქანაც, მაგრამ Hummer-ი მას იმდენად მოეწონა, რომ შემდგომში "ტერმინატორის" ავტოფარეხში უნახავთ 7 სხვადასხვა Hummer-ი დაახლოებით 800 ათასი დოლარის ღირებულების.
ცნობილი პოლიტიკოსების ტოპ 10 რკინის ცხენი

ვლადიმერ პუტინი
ჩვენი სია არასრული იქნებოდა ვლადიმერ პუტინის "ნივა"-ის გარეშე,. ეს არ არის ჩვეულებრივი "ნივა" არამედ "ნივა“ კონფიგურაცით "Jungle",დამზადებულია სპეციალური შეკვეთით. კაპოტქვეშ - 1.9-ლიტრიანი ძრავი, სიმძლავრე 140 ცხენის ძალა. წინა დასაკიდი Chevrolet Niva-ის.
გარდა ამისა, "Jungle" განსხვავდება მძლავრი უკანა ხიდით, აირშევსებადობით ამორტიზატორებით, გაძლიერებული პოლუსებით, ჯალამბარით.
ცნობილი პოლიტიკოსების ტოპ 10 რკინის ცხენი

მუამარ კადაფი
მუამარ კადაფის ბუნკერში ამბოხებულებმა იპოვეს უჩვეულო Fiat 500. როგორ ფიქრობთ, რატომ აწვებია ამ ფოტოზე მას? იმიტომ, რომ ის არის ელექტრო! ეს არის სრულიად უნიკალური Fiat 500 130,000 აშშ დოლარის ღირებულების, გარდაიქმნილი ელექტრომანქანად Castagna-ს ატელიეში.
თუმცაღა, საბენზინო მაგისტრალები არსებობს. ისინი საჭიროა კონდიცირების მუშაობისთვის, ესოდენ აუცილებელი უდაბნოში გასამგზავრებლად. ავტომობილი დაკვეთილ იქნა 2009 წელს. დასატენი პორტი დამალულია აფრიკის კონტინენტის სპეციალური ლოგოტიპის მიღმა და შეტანილია მასში ლიბია. პროექტში ინტეგრირებულია მრავალი ლითიუმ-იონის ბატარეები, რომელებიც საშუალებას აძლევს Fiat 500 გაიაროს დაახლოებით 250 კმ. ამბობენ, რომ მანქანა იმდენად ინოვაციურია, რომ ის შეიძლება დაიტენოს მხოლოდ 10 წუთში.
ცნობილი პოლიტიკოსების ტოპ 10 რკინის ცხენი

გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი
2012 წელს, თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა რალიზე თვალის შევლებისას, მოულოდნელად გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება, და აღფროვანებული ქვეშევრდოების თვალწინ აღმოჩნდა გარბენის გამარჯვებული, ადვილად დაძლეული თითქოს და პროფესიული მრბოლელები.
რბოლის ტრკეზე აშხაბადში ბერდიმუჰამედოვი მივიდა ჰიპერმანქანა Bugatti Veyron-ით, შეღებილი ეროვნული დროშის ფერებით. ღონისძიების დასრულების შემდეგ Veyron გადაცემულ იქნა ტურიზმისა და სპორტის კომიტეტისთვის. ჩვენ გვეგონა, რომ ეს მხოლოდ ზღაპრებში ხდება.
ცნობილი პოლიტიკოსების ტოპ 10 რკინის ცხენი

ნელსონ მანდელა
ნელსონ მანდელა იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აქტივისტი შავკანიანი ადამიანების უფლებისთვის ბრძოლაში, რის გამოც 27 წლით მიუსაჯეს პატიმრობა.აპარტეიდის რეჟიმის დაცემის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის ქვედანაყოფის ხელმძღვანელი დაიმლერ კრაისლერი დაბრუნდა თავის სამშობლოში და მუშებს შთააგონა დაემზადებინათ Mercedes-ი მანდელასთვის. ხასხასა წითელ 500SE-ს ჰქონდა ამოგრავირებული აფრიკის დროშა და პერსონალური სანომრე ნიშანი მანდელას ინიციალებით. დონეზე ზრუნვა იმდენად მაღალი იყო, რომ ეს მართლაც რომ საუკეთესო Mercedes-ი იყო, რომელიც კი ოდესმე ჩამოსულა კონვეირიდან. აი თქვენ მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პატივისცემის ტრანსფორმირება რაღაც ფიზიკურში. და თუ "ფიზიკური" - Mercedes S-Class W126, ეს ორმაგად სასიამოვნოა.
ცნობილი პოლიტიკოსების ტოპ 10 რკინის ცხენი



წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია