ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი
1 აგვისტო 2015
1933
0
არ მომწონს 0 მომწონს

მაგიური ბაზარი - აკოდესევა, ტოგო.

მაგიური ბაზარი - აკოდესევა, ტოგო.

ასეთ ბაზარზე ყველა როდი წავა, რადგან აქ არა მხოლოდ რამდენიმე ბუტიკია არასტანდარტული სუვენირებით, არამედ აქ რაღაც უფრო მისტიკურია და, ნაწილობრივ, ჟრუანტელის გამომწვევი... მაგიდებზე აწყვია გამომშრალი ბალახი, ხოჭოები, ჭიები... და მათ გვერდზე - გამომშრალი ცხოველები. ანტილოპათა თავები, ლეობარდის თათები, მაიმუნის კუდები, ბიზონის რქები, ნიანგის კბილები, ძვლები, ყველანაირი ფრინველის ნისკარტები... ეს ყველაფერი თავს იყრის ერთ ადგილსა - აკოდესევას ბაზარზე, რომელიც ტოგოს დედაქალაქ ლომეშია. ვუდუს მაგიური ბაზარი.

ვერ მოასწრებ აქ შემოსვლას, რომ დაგხვდებიან გამყიდველები, რომლებსაც უნდათ მოგყიდონ ბედნიერების ამულეტები, სხვადასხვა ფხვნილი იმ გამომშრალი ცხოველებისგან მიღებული.

მაგიური ბაზარი - აკოდესევა, ტოგო.

მაგიური ბაზარი - აკოდესევა, ტოგო.

სინამდვილეში, აფრიკაში ახლაც სჯერავთ მაგიისა და განსაკუთრებით ვუდუსი. ეს აქ რაღაც კიდევ ერთი რელიგიის სახეა. ვუდუს რიტუალების დახმარებით, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სასიკვდილო დაავადებების მორჩენა, გაახალგაზრდავება, სიყვარულის პოვნაა შესაძლებელი... მაგრამ ყველაფერი ასე კარგად არაა... უმეტესობა ამ ნივთებისა არ გამოიყენება ისეთი მიზნებისთვის, რაც ერთი შეხედვით ჩანს. ჩვეულებრივ ტურისტები ყიდულობენ და მიაქვთ ეს სუვენირები სახლში, და არც კი ეჭვობენ, რომ ამ სუვენირების დახმარებით მათ გადაეცემათ გამყიდველის სიღარიბე ან მისი რომელიმე ნათესავის დაავადება.

მაგიური ბაზარი - აკოდესევა, ტოგო.

მაგიური ბაზარი - აკოდესევა, ტოგო.

აკოდესევას ბაზარზე ვუდუს მაგების გარდა დადიან კიდევ დაკარგული ტურისტები ან ექსტრიმის მოყვარული მოგზაურები. ადგილობრივები ამჯობინებენ ზედმეტჯერ არ მივიდნენ ამ ადგილას საჭიროების გარეშე.

მაგიური ბაზარი - აკოდესევა, ტოგო.

მაგიური ბაზარი - აკოდესევა, ტოგო.

დღისით აქაურობა შედარებით წყნარია, მაგრამ საღამოს დადგომასთან ერთად ბაზარი იწყებს სხვა ცხოვრებით ცხოვრებას - შამანები თავს მოიყრიან აქ ინგრედიენტების საყიდლად. ასევე საღამოთი მოაქვთ საქონელი, რომელზეც გამყიდველები ხშირად კამათობენ. ასევე მოაქვთ აქ საქონლის სახით არა მხოლოდ „მზა“ სუვენირები... არც ისე იშვიათად შესაძლოა აქ ნახოთ, ბუკვალურად, როგორ გლეჯენ გამყიდველები აქ მოტანილ მოკლულ ცხოველებს, მათი დარჩენილი ნაწილები კი ასევე საქონელია, რომელიც კარგ მდგომარეობაში უნდა მოიყვანონ, რადგან აფრიკის ამ ბაზარზე ცხოველის ხორცსა და სისხლზე დაბალი მოთხოვნაა.

მაგიური ბაზარი - აკოდესევა, ტოგო.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია