ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
17 ივლისი 2015
2573
0
არ მომწონს +1 მომწონს

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები ფეხბურთის ისტორიაში

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები ფეხბურთის ისტორიაში
ყველაზე ცხელ პერიოდად ფეხბურთის სამყაროში ტრანსფერების კუთხით ზაფხული მიიჩნევა. სწორედ ამ პერიოდში ევროპული კლუბები მზად არიან უზარმაზარი თანხები გაიღონ გამორჩეული ფეხბურთელის შესაძენად, რომლის საშუალებითაც მიაღწევენ უმაღლეს მწვერვალებს. აღნიშნულ სტატიაში წარმოდგენილია ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები, რომლებიც 21-ე საუკუნეში განხორციელდა.

1. გარეტ ბეილი
ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები ფეხბურთის ისტორიაში

რეიტინგს ხსნის უელსელი ტავდამსხმელი, რომელიც ტოტენჰემიდან(ინგლისი) მოვიდა რეალში(ესპანეთი) 2013 წელს. გუნდის მეთაურებმა უეცრად გადაწყვიტეს რომ მათ ეს ფეხმარდი ფეხბურთელი ძალიან ჭირდებათ, რომელიც სხვა ვარსკვლავების დონის ჯერ კიდევ არ არის. ბეილში რეალს მოუწია 100000000 ევროს გადახდა, რაც დასაწყისში საეჭვო რიცხვსწარმოადგენდა. შემდეგ იყო საუბარი რომ ტრანსფერი მხოლოდ 91000000 ევრო დაჯდა. თუმცა სეზონის განმავლობაში ბეილმა დაამტკიცა რომ ის საუკეთესოა. თავდამსხმელმა მონაწილეობა მიიღო 146 მატჩში და 42 გოლი გაიტანა მოწინააღმდეგის კარში. დღეს ბეილი კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად იცავს სამეფო გუნდის ღირსებას თავდასხმაში.
2.კრიშტიანუ რონალდუ
ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები ფეხბურთის ისტორიაში

ფეხბურთის ისტორიაში დაფიქსირდა ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ტრანსფერად, როდესაც პორტუგალიელი თავდამსხმელი მანჩესტერ იუნაიტეტიდან რეალში გადავიდა 2009 წელს. რონალდუში რეალმა 94000000 ევრო გადაიხადა. ეს დანახარჟი მან დიდი ხანია გამოისყიდა. უკვე ორჯერ გახდა რონალდუ ოქროს ბურთის მფლობელი(2013, 2014). მადრიდულ კლუბთან ერთად პორტუგალიელმა შეძლო 200 ზე მეტი ბურთის გატანა და ეს ციფრი კიდევ იზრდება. გასაკვირი არაა რომ ინტერესი სხვა ევროპული კლუბებისა მის მიმართ იზრდება, თუმცა რეალის პრეზიდენტი აცხადებს რომ გუნდის "მარგალიტს" არ გაყიდის 200000000 ევროზე ნაკლებად, ეს ციფრი კვი ყველაზე მდიდარ ადამიანებსაც კი აშინებს.
3. ნეიმარი
ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები ფეხბურთის ისტორიაში

ბრაზილიელი ფეხბურთელი 2013 წელს სანტოსიდან ბარსელონაში გადავიდა. მასში კატალონიურმა გუნდმა 83500000 ევრო გადაიხადა.თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი სკანდალის მიზეზი გახდა. ამ სკანდალში მონაწილეობდა ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოც. საწყის ეტაპზე შეთანხმება 57000000 ევროს წარმოადგენდა. თუმცა 2014 წელს დაიდო ახალი ფაქტები, რის მიხედვითაც აღმოჩნდა რომ გაცილებით დიდ თანხაზე იყო საუბარი. ბარსელონას პრეზიდენტი ქრთამის აღებაში ამხილეს და პოსტის დატოვება აიძულეს. ამის გამო გუნდს დიდი ჯარიმების გადახდა მოუწია.
4. ლუის სუარესი.
ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები ფეხბურთის ისტორიაში

81000000 ევროდ ურუგვაელი თავდამსხმელი მოვიდა ბარსელონაში ლივერპულიდან 2014 წელს. ეს ფეხბურთელი არამარტო ნიჭიერებით არამედ მანერებითაც გამოირჩევა, ის ცნობილია "კბენით". მის კარიერაში სამი კბენის ფაქტი დაფიქსირდა და ამის გამო ის ფეხბურთ 4 თვით დააშორეს. ეს უკვე წარსულია, დღეს ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კატალონიური გუნდის თავდასხმსი სამეულში( მესი, ნეიმარი, სუარესი). და მან უკვე 69 გოლის გატანა შეძლო.
5. ხამეს როდრიგესი.
ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები ფეხბურთის ისტორიაში

რეალში 2014 წელს მონაკოდან მოვიდა კოლუმნიელი ნახევარმცველი, მასში გუნდს 80000000 ევროს გადახდა მოუწია. მან მთელი მსოფლიო გააკვირვა თუ როგორ სწრაფად ადაპტირდა გუნდთან და როგორ გამოავლინა მისი საუკეთესო თვისებები.პირველი გოლი მან ესპანეთის სუპერ თასზე გაიტანა. ხოლო მას შემდეგ რაც ანხელ დიმარია დაივიწყა რეალმა, ხამესისთვის რეალის ძირითად შემადგენლობაში გზა ხსნილი გახდა.
6. ანხელ დი მარია.
ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები ფეხბურთის ისტორიაში

ეს არგენტინელი ნახევარმცველი მანჩესტერ იუნაიტეტში რეალიდან 2014 წელს მოვიდა. მასში გუნდს 75000000 ევროს გადახდა მოუწია. ის 7 ნომრადაა განთესილი, მან ტატუც კი გაიკეთა ამ ნომრის საპატივცემულოდ თუმცა წარმატება ჯერ არ მოუტანია მისთვის.
7.ზინედინ ზიდანი
ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები ფეხბურთის ისტორიაში

კიდევ ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს წარმოადგენს ფრანგი ნახევარმცველის იუვენტუსიდან რეალში გადასვლა.(2001წ.) ამ ბრწყინვალე ფეხბურთელში გუნდმა 73500000 ევრო გადაიხადა. მას დიდი დრო დაჭირდა გუნდთან სეგუებისათვის თუმცა მან დანახარჯი ნამდვილად გამოისყიდა. ზიდანი სრულფასოვანი ლიდერი გახდა მადრიდული გუნდის. მან 37 გოლი გაიტანა 155 მატჩიდან. ამ გუნდის შემადგენლობაში დაასრულა ზიდანმა თავისი კარიერა 2006 წელს.












წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია