ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი

ლეგენდარული ქუხილის ჩიტი

ლეგენდარული ქუხილის ჩიტი

ბევრი ინტერესდება სურათით, რომელიც დაახლოებით 40 წლისაა. ამ სურათზე გამოსახულია იდუმალი ქუხილის ჩიტი. მათ ,ვინც ეს სურათი ნახა თქვა, რომ ფოტოზე ასახულია ხის კედელი, რომელზეც დიდი ჩიტია ფრთებით მიჭედებული. ამ ჩიტის შავი ბუმბული გაჭიმულია ბეღელის კედელთან 11 ხელგაშლილი ადამიანის სიგრძეზე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი გაშლილი ფრთების სიგრძე 11 მეტრს შეადგენდა.
პენსილვანიაში, უკვე 100 წელია ქუხილის ჩიტზე დადის ლეგენდები. რამოდენიმე მითი ჩაიწერა ამერიკელმა მემატიანემ და ისტორიკოსმა, რობერტ ლიმანმა. ეს იდუმალი ჩიტი ზაფხულში აღმოაჩინეს. მისი კვალი აპალაჩის მთებზე გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ჩიტი ყოველ 30 წელიწადში ჩნდებოდა. როგორც მოსახლეობა ვარაუდობს, მონსტრის ბუდე მთების მწვერვალებზე მდებარებს.
ინდიელი ჩეროკები ამ ჩიტს "ტანუვას" ეძახიან. მათ თავიანთი ლეგენდები აქვთ შავ მონსტრზე. ჩეროკებს ეშინიათ ამ ჩიტის, რადგან ისინი თვლიან, რომ ჩიტი ახალშობილებს იტაცებს და თავის ბარტყებთან მიყავს. ინდიელებს 3 წარმოდგენა აქვთ ამ ჩიტზე. ისინი თვლიან, რომ ის პირდაპირ ქუხილის დროს ჩნდება - აქედან მოდის მისი სახელი. მათ სჯერათ, რომ მონსტრი იწვევს მეხს, მისი ფრთების ქნევა იწვევს ქუხილს. ინდიელი ასიბოინების ტომი მიეკუთვნება სიუს ჯგუფს. ისინი ჩიტს ქუხილის დათვს ეძახიან. დღესასწაულების დროს ინდიელების ტანსაცმელი ფერადი ბუმბულისგან შედგება. ამ ტანსაცმელში შედის უზარმაზარი შავი ბუმბულებიც. მოცემული მორთულობა ეკუთვნის ჩიტს, რომელიც რამოდენიმე წლის წინ მოკლა ტომის ბელადმა. ასიბოინების ტრადიცია ამბობს, რომ მონადირე, რომელიც შეძლებს ამ ჩიტის მოკვლას, ტომის ბელადი გახდება.
ლეგენდარული ქუხილის ჩიტი

ასეთი ისტორია ინდიელებმა ნატურალისტ სანდერსონს მოუთხრეს მისი პენსილვანიაში ყოფნის დროს. მას უთხრეს რომ ამ ჩიტის მოკვლა არც ისე ადვილი იყო. სანდერსონს ძალიან უნდოდა ამ ჩიტის ნახვა და მისთვის სურათის გადაღება.
ჩიტის მოსაძებნად 6 კოვბოისგან შემდგარი ჯგუფი დაიქირავეს, მათ ასევე გაჰყვა ინდიელი გამცილებელი. რამოდენიმე დღის შემდეგ ისინი ჩიტს შეხვდნენ. სამწუხაროდ არ გაუმრათლა ასიბოინს, მას ჩიტმა თვალი გამოთხარა. მან საშინელი ყვირილი მორთო, რომელზეც მოირბინეს კოვბოებმა და ჩიტი იარაღის ცეცხლში გაახვიეს.
ნატურალისტს ამ ჩიტის თავის ქალაქში ჩაყვანა და მისგან საფრთხობელას გაკეთება უნდოდა, მაგრამ ჩიტის უზარმაზარი ზომის გამო მას სატვირთო სჭირდებოდა. მათ გადაწყვიტეს უახლოეს ქალაქში ჩასულიყვნენ და სამედიცინო დახმარება გაეწიათ დაზარალებული ინდიელისთვის, ხოლო ჩიტი იქ დატოვეს. მეორე დღეს ის უკვალოდ გამქრალი დახვდათ.
ამერიკელმა მეცნიერებმა ყველა ძალა იხმარეს რომ ამ ექსპედიციის მონაწილეები ეპოვათ. სამწუხაროდ ისინი უკვე დიდი ხანია გარდაცვლილები არიან. სანდერსონს ჩიტზე წიგნის დაწერა უნდოდა, მაგრამ მისი ნაწერები იდუმალი გზით გაუჩინარდა.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია