ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
6 ოქტომბერი 2015
2553
0
არ მომწონს +3 მომწონს

მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. ექსტრემალური დასვენების ვარიანტები

მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. ექსტრემალური დასვენების ვარიანტები

ექსტრიმი ყოველთვის აღაფრთოვანებს ადამიანს. ბევრ ადამიანს უნდა მსგავსი სპორტის სახეობებში თავის მოსინჯვა, თუმცა, როგორც წესი, შიშს ნებდებიან და ჩერდებიან. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახალ შეგრძნებებს ეძებენ და ამისთვის მზად არიან უსაფრთხოების გარეშე აძრვნენ მაღალ მთებზე, იარონ თოკზე უფსკრულის თავზე ან გადმოხტნენ პარაშუტით.

ალპინიზმი ყინულზე


მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. ექსტრემალური დასვენების ვარიანტები

სპორტის ეს სახეობა სიცივის მოყვარულებისთვის არაა. ყინულის ალპინისტები, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ლაშქრავენ ყინულის ფერდობებს. ისინი შეიძლება იყოს როგორც ხელოვნური წარმოშობის, ასევე ბუნებრივი. როგორც წესი, ეს გაყინული ჩანჩქერები ან უზარმაზარი ლოლოებია.

კლდიდან გადმოხტომა


მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. ექსტრემალური დასვენების ვარიანტები

იმისთვის, რომ გაბედო და გადახტე კლდიდან, უდაოდ დიდი სიმამაცეა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ხტებით პარაშუტით, ბევრი მაინც ვერ ბედავს გადმოხტომას.

ჯომარდობა


მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. ექსტრემალური დასვენების ვარიანტები

ალბათ, დამეთანხმებით, ფოტო ნამდვილად შთამბეჭდავია. მსგავსი გასართობების მოყვარულებს რკინის ნერვები ექნებათ. ყველა ვერ გაბედავს ამას.

კლიფ კემპინგი


მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. ექსტრემალური დასვენების ვარიანტები

კემპინგი დასვენების საკმაოდ გავრცელებული სახეობაა. თუმცა, ის აბსოლუტურად განსხვავებულ ხასიათს იღებს, როცა კარავი 400 მეტრის სიმაღლეზე კიდია.

თოკზე სიარული


მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. ექსტრემალური დასვენების ვარიანტები

ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთაა პედრა-დე-გავეა. ეს ადგილი თოკზე მოსიარულეების საყვარელ ადგილად იქცა. ამ მთიდან ხედიც კი ძარღვებში სისხლს ყინავს, წარმომიდგენია, რას გრძნობს თოკზე მდგომი ადამიანი. არა! წარმოდგენაც შეუძლებელია! ალბათ, შეუდარებელი ემოციებია.

ბორდინგი ვულკანზე


მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. ექსტრემალური დასვენების ვარიანტები

რამდენადაც უცნაურად არ უნდა გეჩვენებოდეთ, უამრავი ადამიანი ახალი და უჩვეულო შეგრძნებების ძიების პროცესში ვულკანიდან სნოუბორდით ეშვება.

მთამსვლელობა


მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. ექსტრემალური დასვენების ვარიანტები

მთამსვლელობა - მეტად გავრცელებული ექსტრემალური სპორტია. მიუხედავად მთელი საშიშროებისა, მთაზე ძრომიალის მოყვარულები, ხშირად მთელ ცხოვრებას ამ საქმიანობას უძღვნიან.

ბორდინგი ყინულზე


მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. ექსტრემალური დასვენების ვარიანტები

სპორტის ეს სახეობა ძალიან ჰგავს ვულკანზე ბორდინგს. პრინციპი იგივეა: მოყვარულები მყინვარიდან ბორდით ეშვებიან.

კლიფ-დაივინგი


მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. ექსტრემალური დასვენების ვარიანტები

ადამიანები, ვინც სერიოზულად არიან გატაცებულნი სპორტის ამ სახეობით, კლდეებიდან წყალში ხტებიან. ამასთან, ისინი არამარტო სხეულის პლასტიკის დემონსტრირებას ახდენენ, არამედ სიმამაცისაც. დამეთანხმებით ალბათ, რომ ყველა ვერ გაბედავს გადმოხტომას.

ლაშქრობა მთაზე


მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. ექსტრემალური დასვენების ვარიანტები

ლაშქრობა - არც ისე იშვიათი მოვლენაა. მაგრამ ლაშქობაზე უფსკრულის თავზე ყველა არ დათანხმდება.

ველოსიპედით ფერდობზე


მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. ექსტრემალური დასვენების ვარიანტები

მსგავსი შეგრძნებების მოყვარულები სპეციალურ მომზადებას გადიან. იმისთვის, რომ მსგავსი რამ გააკეთოთ, საჭიროა წონასწორობის დაცვა იცოდეთ. მთავარია, ქვემოთ არ ჩაიხედოთ!

გასეირნება ზღვარზე


მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. ექსტრემალური დასვენების ვარიანტები

მსგავსი შეგრძნებების მიღება კანადაშია შესაძლებელი, სი-ენ ტაუერზე. უმაღლესი დონის უსაფრთხოების მიუხედავად, ადრენალინი N რაოდენობით გამოიყოფა.

თხილამურები


მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. ექსტრემალური დასვენების ვარიანტები

ზამთრის პერიოდში სპორტის ეს სახეობა ექსტრემალებში ყველაზე პოპულარულია.

მსვლელობა უაინა-პიკჩუზე


მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. ექსტრემალური დასვენების ვარიანტები

პერუს ეს მთა ბევრს იზიდავს. მაგრამ არა მხოლოდ ლამაზი პეიზაჟების გამო. არსებობს უამრავი ადამიანი, ვინც მის დალაშქვრაზე ოცნებობს. აღსანიშნავია, რომ მთაზე ასვლა მკაცრადაა შეზღუდულია - დღეში მხოლოდ 400 ადამიანი.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია