ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი
12 აგვისტო 2015
7933
0
არ მომწონს +3 მომწონს

ყველაზე საშიში ტყეები პლანეტაზე.

ტყე - იდუმალი და ამოუცნობი ადგილია. მსოფლიო ფოლკლორში გვხვდება არაერთი თქმულება, რომ ზუსტად ტყეში მიჰყავდათ და ტოვებდნენ გოგონებს, ასევე, იმის შესახებაც, რომ ტყეებში იკარგებოდნენ ბავშვები. ბევრი ამბავი ვიცით ყაჩაღებზე, რომლებიც ბინძური საქმეებით იყვნენ დაკავებულნი, ტყეში გამვლელთა დაყაჩაღების ჩათვლით. ეს სტატია მოგითხრობთ ტყეებზე, რომლებიც შიშის ზარს გვცემს დღევანდელ დღესაც კი. აქ ხდება ანომალიები, გვხვდებიან საშიში ბინადრები.

თვითმკვლელთა ტყე

ყველაზე საშიში ტყეები პლანეტაზე.

აოკიგახარა - საშიში ადგილი იაპონიაში. ეს ადგილი ხიბლავს თვითმკვლელებს ნახევარ საუკუნეზე მეტია. ყოველ წელს პოულობენ 70-დან 100-მდე გვამს. პოულობენ ან ჩამომრჩხვალებს ან მედიკამენტოზური საშუალებით გარდაცვლილებს. ადმინისტრაცია აკეთებს ყველაფერს. ტყის შესასვლელში კიდია წარწერა: „ცხოვრება - ფასდაუდებელი საჩუქარია, რომელიც მშობლებისგან მიიღეთ“. შემდეგ შეგხვდებათ ნდობის სამსახურების ტელეფონის ნომრები. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთ მეთოდებს დიდი რეზულტატი არა აქვთ. 2014 წელს იაპონიაში დაფიქსირდა 25 374 თვითმკვლელობა. შედარებისთვის 2003 წელს იგივე მაჩვენებელი 34 427 კაცს უდრიდა. ეს ადგილი შთააგონებს მწერლებსა და რეჟისორებს, მასზე ბევრი ფილმი თუ წიგნი მოგიყვებათ საშინელ ისტორიებს.

დაწყევლილი ტყე.

ყველაზე საშიში ტყეები პლანეტაზე.

ეს ტყე მდებარეობს აშშ-ში. ადგილობრივები ეძახიან მას დაწყევლილს, რადგაც ხშირია ადამიანების გაქრობის ფაქტები. თვითმხილველები ყვებიან, რომ ხშირად ტყიდან უცნაური ხმები ისმის, ხდება სხვადასხვა ანომალიური მოვლენები. ზოგი ყვება, რომ შეხვედრია აქამდე უცნობი ცხოველები.

XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყეს ადგილობრვებმა ამ ტყეზე ლეგენდების შეთხზვა. ამბობენ, რომ ამ ტყეში უკვალოდ გაქრა 10 ადამიანი. დოკუმენტებით დასტურდება გაქრობის 5 ფაქტი. ხალხი იკარგებოდა 1945-დან 1950-წლამდე. აი დაკარგულთა სია: 8 წლის ბიჭი; 74 წლის მონადირე, როელმაც კარგად იცოდა ეს ადგილები; ლაშქრობების მოყვარული 53 წლის ქალი; 18 წლის სტუდენტი გოგო; ვეტერანი. როგორც არ ეცადა პოლიცია, 4-ის გვამი ვერ იპოვეს. 7 თვის შემდეგ იპოვეს მოლაშქრეს გვამი.

რადიოაქტიული ტყე.

ყველაზე საშიში ტყეები პლანეტაზე.

მას ეძახიან ან ჟღალს, ან წითელ ტყეს. ეს ტერიტორია მდებარეობს ჩერნობილთან ახლოს. ფერის ცვლილების მიზეზი გახდა რადიოაქტიული მტვერი. დიდი რაოდენობით ხეები და სხვა მცენარეები გაანადგურა დამრტყმელმა ტალღამ. კატასტროფის შემდეგ დიდხანს ანათებდნენ ხის ღეროები. ავარია მოხდა 1986 წელს, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ ტყე ჯერ კიდევ რადიოაქტიულია. ფრანგი და ამერიკელი მეცნიერები იკვლევდნენ ტყესა და ამ ადგილის ეკოსისტემას. როგორც გაირკვა, აფეთქების შედეგად დავარდნილი ხეები არ იხრწნებიან, ისინი თითქოს დაკონსერვირებულები არიან. ასევე დაასკვნეს, რომ, თუ ამ ტყეში გაჩნდება ხანძარი, რადიაციის რადიუსი საგრძნობლად გაიზრდება.

მყვირალ აჩრდილთა ტყე.

ყველაზე საშიში ტყეები პლანეტაზე.

ინგლისში, კენტის საგრაფოში მდემარეობს მყვირალი ტყე. მას მიიჩნევენ, როგორც ადგილობრივ აჩრდილთა სამყოფელს. დადის ლეგენდა, რომ XVIII საუკუნეში ადგილობრივებმა დაიჭირეს ყაჩაღი და პასუხი აგებინეს. ახლა ამ ყაჩაღის სული დაეხეტება ტყეში და ოცნებობს შურისძიებაზე. მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ მყვირალ ტყეში სახლობს პოლტერგეისტი და გარდავლილთა სულები, მათ შორის ორის, რომლებიც ჩამომხრჩვალები იპოვეს: ერთ-ერთია მასწავლებელი, მეორე კი - პოლკოვნიკი. თვითმხილველები ამბობენ, რომ დილით ტყიდან გამოდის ყვირილის ხმა. უნდა ითქვას, რომ ბევრს სჯერა ამის: ტურისტები სპეციალურად მოდიან და დადიან ტყის გარშემო ღამით, რომ გაიგონ ავის მომასწავებელი ხმები.

მთვრალი ტყე.

ყველაზე საშიში ტყეები პლანეტაზე.

მდინარე ოკას მახლობლად განლაგებულია მთვრალი ტყე. მისი ტერიტორია მართკუთხა ფორმისაა და ხეები იზრდებიან ალმაცერად. უნდა ითქვას, რომ ასეთი დეფორმაცია განიცადეს მხოლოდ წიწვოვანმა მცენარეებმა. მეცნიერებმა ვერ იპოვეს ამ ფაქტის ახსნა. ერთ-ერთი ახსნაა - გეომაგნიტური ანომალია. უნდა ითქვას, რომ დაგრეხილი ხეები იზრდებიან არა მხოლოდ მთვრალ ტყეში: ასეთი რამ დააფიქსირეს კურშსკის რაიონში. ამ ტყეს ჰქვია მოცეკვავე. კიდევ ერთი ადგილია პოლონეთში. ამბობენ, რომ 1930 წელს ისინი გერმანელებმა დარგეს. მაგრამ, როგორ მოახერხეს ღეროს დეფორმირება - უცნობია.

ამო-ს ადგილი.

ყველაზე საშიში ტყეები პლანეტაზე.

ხოია-ბაჩუ - ტყე რუმინეთში. ის ითვლება პარანორმალური მოვლენების ზონად. ბევრი ამტკიცებს, რომ ამ ტყეში დაინახეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. ამბობენ, რომ ისმის უცნაური ხმები და მოჩანს არანორმალური ფიგურები. როგორც წესი, ადგილობრივები ერიდებიან ამ ტყეს. აქ დაიკარგა მწყემსი 200 ცხვრით და ასევე 5 წლის გოგონა. 5 წლის შემდეგ ის იპოვეს, თანაც გაქრობის შემდეგ საერთოდ არ იყო შეცვლილი.

სატანისტების ნაკრძალი.

ყველაზე საშიში ტყეები პლანეტაზე.

ისევ აშშ. ადგილობრივები ამ ტყეს გვერდს უვლიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ამ ადგილას იკრიბებიან ბანდიტები, სატანისტები და თვითმკვლელები. ძველი შეხედულებით, უძველესი დროიდან აქ ხდებოდა მსხვერპლშეწირვა და რელიგიური რიტუალები. მიიჩნევენ, რომ ეს ნაკრძალი დაწყევლეს ინდიელებმა, რომლებიც გამწარებულნი იყვნენ კოლონისტების მიერ. დღესაც ეს ტყე ინახავს მათ საფლავებს. აბორიგენთა სულები ვერ ჰპოვებენ სიმშვიდეს და ეძებენ შურის საძიებელ გზებს. პოლიციაც დაინტერესებულია აქ მომხდარი მოვლენებით: 1998 წელს იპოვეს ძროხისა და ხბოების დასახიჩრებული გვამები. სავარაუდოდ ისინი შეეწირნენ მსხვერპლშეწირვას.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია