ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი

Las Isla de las Muñecas - მექსიკის საშინელი კუნძული.

Las Isla de las Muñecas - მექსიკის საშინელი კუნძული.

ამ საშინელი ადგილის ისტორია ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. 1950 წელს სოჩიმილკოს არხებზე განლაგებულ ერთ პატარა კუნძულზე, ჯულიან სანტანა ბარერის თვალწინ დაიხრჩო პატარა გოგონა. ტრაგედიის ადგილზე ბიჭმა იპოვა ძველი თოჯინა და დაკიდა ხეზე.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ყოველთვის თვლიდნენ, რომ ეს კუნძული დაწყევლილია, ამიტომაც იქ არავის არასდროს უცხოვრია. ტრაგედიის შემდეგ კი საერთოს გვერდს უვლიდნენ (უფრო ზუსტად, ცდილობდნენ რაც შეიძლება შორი მანძილით გაეცურათ).

Las Isla de las Muñecas - მექსიკის საშინელი კუნძული.

Las Isla de las Muñecas - მექსიკის საშინელი კუნძული.

მაგრამ, ნანახი მოსვენებას არ აძლევდა მექსიკელ ბიჭს და მან დაიწყო ძველი, გადაგდებული თოჯინების შეგროვება, რომლებიც მიჰქონდა კუნძულზე და კიდებდა ხეებზე.
მალევე, ჯულიანი კუნძულზე გადავიდა საცხოვრებლად. აიშენა საცხოვრებელი, მოიწყო ტერიტორია და მთელ დროს ატარებდა კუნძულზე თოჯინების დაკიდება-გადაკიდებაში.

Las Isla de las Muñecas - მექსიკის საშინელი კუნძული.

ერთადერთი მიზეზი, რატომაც გადიოდა ჯულიანი ცივილიზაციაში იყო ახალი თოჯინების პოვნა ან მათი გაცვლა ბოსტნეულში.
სტუმრები ჯულიანს არ უყვარდა, რადგან ისინი დაღუპული გოგონას სულს აწუხებდნენ. თავად მექსიკელთან კი გოგონა ხშირად მიდიოდა და მასთან თამაშს სთხოვდა, სწორედ ამიტომ გადავიდა ის კუნძულზე საცხოვრებლად. თოჯინებსაც გოგონასთვის აგროვებდა.

Las Isla de las Muñecas - მექსიკის საშინელი კუნძული.


50 წელი ჯულიანმა განდეგილივით იცხოვრა. ერთადერთი, ვინც მასთან მოდიოდა იყო მისი დისშვილი ანასტასიო. მას მოჰქონდა ბიძისთვის საჭმელი და სათმაშოები.

Las Isla de las Muñecas - მექსიკის საშინელი კუნძული.

ასე გრძელდებოდა 1991 წლამდე, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება დაიწყებდა არხების გასასუფთავებელ სამუშაოებს. ბევრი მომუშავე ნანახისგან შოკირებული იყო: დაწყევლილ კუნძულზე ბავშვების გვამები ეკიდა... ახლოს მისულებმა გაარკვიეს, რომ შორიდან დანახული ფიგურები, თურმე თოჯინები ყოფილა.

Las Isla de las Muñecas - მექსიკის საშინელი კუნძული.

ამის შემდეგ, მექსიკის ტელეარხებმა დაიწყეს ამ ამბის გაშუქება. მომდევნო 10 წლის განმავლობაში დონ სანტანას მოსვენება არ ჰქონდა ტურისტებისგან, რომლებსაც კუნძულის საკუთარი თვალებით ნახვა სურდათ. მაგრამ, არც ერთი მათგანი არ მიდიოდა ცარიელა ხელით: ყველა მიჰქონდა სხვადასხვა ზომის თოჯინა. შეიძლება იმიტომ, უბრალოდ ეჩუქებინათ და ყოფილიყვნენ ამ უცნაური ადგილის შექმნის თანამონაწილენი ან ეშინოდათ, რომ გოგონას სული არ აპატიებდა მათ უსაჩუქროდ მოსვლას.

Las Isla de las Muñecas - მექსიკის საშინელი კუნძული.

ასე შეიქმნა სხვადასხვა თოჯინების მთელი კოლექცია - 1000-ზე მეტი დასახიჩრებული თოჯინა: თვალების, თავის, ხელების, ფეხების გარეშე... ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კუნძულის პატრონი, უმეტეს შემთხვევაში ნორმალურ თოჯინებს კიდებდა , ხოლო ნაწილების გაქრობას ხსნიდა იმით, რომ გოგონა არ უფრთხილდებოდა მათ თამაშის დროს.

Las Isla de las Muñecas - მექსიკის საშინელი კუნძული.

უცნაური დამთხვევაა, მაგრამ თავად ჯულიან სანტანა ბარერა 2001 წლის 17 აპრილს, თოჯინების კუნძულის „აღმოჩენიდან“ 10 წლის შემდეგ, იმავე ადგილას დაიღუპა, სადაც გოგონა.

Las Isla de las Muñecas - მექსიკის საშინელი კუნძული.

ამჟამად, ამ უცაურ ადგილს უვლის მისი დისშვილი ანასტასიო. თოჯინების კუნძული ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია