ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი

ცნობილი ადამიანები ღარიბი ოჯახებიდან, რომლებმაც შეძლეს ჰოლივუდში თავის დამკვიდრება თავიანთი ნიჭის საშუალებით

ხშირად გვგონია, რომ ახლანდელი ჰოლივუდის ვარსკვლავები ყოველთვის მდიდრები იყვნენ, მათი მშობლები კი გავლენიანი ადამიანები იყვნენ, რომლებიც დაეხმარნენ თავიანთ შვილებს შოუ-ბიზნესის სამყაროში მოხვედრილიყვნენ. რეალურად კი ყველაფერი ასე მარტივად არაა, უამრავი ცნობილი ადამიანი ნულიდან იწყებდა ყველაფერს და წარმატებასაც თავისი ნიჭით, შრომითა და ნებისყოფით მიაღწია.

ჯეტ ლი
ცნობილი ადამიანები ღარიბი ოჯახებიდან, რომლებმაც შეძლეს ჰოლივუდში თავის დამკვიდრება თავიანთი ნიჭის საშუალებით
ჯეტ ლი პეკინში ღარიბ ოჯახში დაიბადა. ის ოჯახში მეხუთე ნაბოლარა შვილია. როდესაც ლი 2 წლის იყო, მამა გარდაეცვალა. დედა ავტობუსის კონტროლიორად მუშაობდა. ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა. 8 წლის ასაკში ჯეტი უშუს გაკვეთილებზე მოხვდა - სკოლის ფიზკულტურის ჩინური ვარიანტი. სპორტთან გაცნობა იმდენად შთამბეჭდავი იყო მისთვის, რომ ნახევარი წლის შემდეგ მან მიატოვა სკოლა და უშუს პეკინის აკადემიაში მოეწყო.

დემი მური
ცნობილი ადამიანები ღარიბი ოჯახებიდან, რომლებმაც შეძლეს ჰოლივუდში თავის დამკვიდრება თავიანთი ნიჭის საშუალებით
მსახიობის მამამ ოჯახი მიატოვა, როდესაც დემი ჯერ კიდევ დედის მუცელში იყო, დედამ კი, ორსულობის მიუხედავად, სმა დაიწყო. მამინაცვალიც სტაჟიანი ალკოჰოლიკი გამოდგა, ამიტომ მშობლები მუდამ სვამდნენ, არ უთმობდნენ ყურადღებას გოგონას, იდებდნენ ვალებს და მუდამ იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს. გოგონას ცხოვრებას თანდაყოლილი სიელმეც ართულებდა. 1980 წელს გოგონას მამინაცვალმა ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა და 16 წლის დემი იძულებული გახდა მიეტოვებინა სკოლა და ეშოვა ფული, რომ გადაეხადა დედის ვალები.

ჯიმ ქერი
ცნობილი ადამიანები ღარიბი ოჯახებიდან, რომლებმაც შეძლეს ჰოლივუდში თავის დამკვიდრება თავიანთი ნიჭის საშუალებით
ჯიმის მამამ სამსახური დაკარგა და ოჯახი იძულებული გახდა ფურგონში ეცხოვრა. ჯიმმა მიატოვა სკოლა და 15 წლის ასაკში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა, რომ გამოეკვება ოჯახი. წარმოუდგენელია, მაგრამ ბავშვობაში მსახიობი არავისთან ურთიერთობდა, ძალიან ჩაკეტილი და უკონტაქტო იყო.

სარა ჯესიკა პარკერი
ცნობილი ადამიანები ღარიბი ოჯახებიდან, რომლებმაც შეძლეს ჰოლივუდში თავის დამკვიდრება თავიანთი ნიჭის საშუალებით
სარა ჯესიკა პარკერის ბავშვობის ცხოვრება სულაც არ ჰგავდა მისი საეკრანო გმირის კერი ბრედშოუს გლამურულ ცხოვრებას. ის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, სადაც მის გარდა კიდევ შვიდი და-ძმა იყო. ოჯახი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდა, ამიტომ ყველა ბავშვი პატარაობიდანვე მუშაობდა. სარაც არ იყო გამონაკლისი. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მათ სახლში ელექტროენერგიაც კი არ იყო, დედამ შეძლო საკმარისი თანხის შეგროვება, რომ შეეყვანა შვილი სიმღერასა და ცეკვაზე. სწორედ დედის ძალისხმევის წყალობითაა სარა ჯესიკა პარკერი ცნობილი მსახიობი და პროდუსერი.

ჟერარ დეპარდიე
ცნობილი ადამიანები ღარიბი ოჯახებიდან, რომლებმაც შეძლეს ჰოლივუდში თავის დამკვიდრება თავიანთი ნიჭის საშუალებით
გამოჩენილი ფრანგი მსახიობი უბრალო გლეხის ოჯახში დაიბადა. მისმა მამამ არც წერა იცოდა, არც კითხვა. ოჯახის ფინანსური მდგომარეობა შესაშური არ იყო - ჟერარის გარდა ოჯახში ხუთი შვილი იყო. სიღარიბის, არასაკმარისი ყურადღებისა და კომუნიკაციის გამო ბიჭს მეტყველების პრობლემები დაეწყო. ჟერარი ბორძიკით ლაპარაკობდა, იყო უკონტაქტო, რის გამოც, მიატოვა სკოლა და გარკვეული დროის განმავლბაში ადგილობრივ სტამბაში მუშაობდა ტექსტის ამკრეფად, მოგვიანებით კი სერიოზულად დაინტერესდა კრივით. ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როდესაც თაღლითობას მიჰყო ხელი, ამიტომ პოლიციამ თვალყურის დევნება დაუწყო. შემთხვევით, დეპარდიე სამსახიობო კურსებზე მოხვდა, სადაც შეამჩნიეს კიდეც მისი ნიჭიერება.

ჯეკი ჩანი
ცნობილი ადამიანები ღარიბი ოჯახებიდან, რომლებმაც შეძლეს ჰოლივუდში თავის დამკვიდრება თავიანთი ნიჭის საშუალებით
ის ღარიბ ჩინურ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ უნდოდათ შვილის 26 დოლარად გაყიდვა, რომ როგორმე თავი ერჩინათ. როდესაც ჯეკი 7 წლის იყო, მისი მშობლები სამსახურის ძიების გამო ავსტრალიაში გადაბარგდნენ, შვილი კი ჰონგკონგში სკოლა-ინტერნატში დატოვეს. აქ მან მეტსახელიც კი დაიმსახურა - დიდი ცხვირი, მას შემდეგ, რაც სკოლის მასწავლებელმა მას ცხვირი გაუტეხა. სკოლაში ის ტანვარჯიშს, სამსახიობო ხელოვნებას და აღმოსავლურ ორთაბრძოლებს დაეუფლა.

კიანუ რივზი
ცნობილი ადამიანები ღარიბი ოჯახებიდან, რომლებმაც შეძლეს ჰოლივუდში თავის დამკვიდრება თავიანთი ნიჭის საშუალებით
კიანუს მამამ ოჯახი მიატოვა, როცა მსახიობი სამი წლის იყო. მისი დედა ხშირად მოგზაურობდა და იცვლიდა პარტნიორებს, კიანუს ბავშვობის განმავლობაში მან 4 ქმრის გამოცვლა მოასწრო. ამის გამო, რივზს და მის დებს დედის მშობლები და ძიზები ზრდიდნენ. ხუთი წლის განმავლობაში მან ოთხი სკოლა გამოიცვალა, საიდანაც მას სულ რიცხავდნენ, საბოლოოდ კი სწავლა სულაც მიატოვა.

ლეონარდო დიკაპრიო
ცნობილი ადამიანები ღარიბი ოჯახებიდან, რომლებმაც შეძლეს ჰოლივუდში თავის დამკვიდრება თავიანთი ნიჭის საშუალებით
იმისთვის, რომ გამოეკვება ოჯახი, რომელიც ლოს-ანჯელესის ღარიბ რაიონში ცხოვრობდა, ლეონარდოს დედას ერთდროულად რამდენიმე სამსახურში უწევდა მუშაობა. დღეისათვის ლეონარდო ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიბია ჰოლივუდში.

ტომ კრუზი
ცნობილი ადამიანები ღარიბი ოჯახებიდან, რომლებმაც შეძლეს ჰოლივუდში თავის დამკვიდრება თავიანთი ნიჭის საშუალებით
მსახიობი დედასთან ერთად იზრდებოდა და ბავშვობაში სულ მოგზაურობა უწევდა, რადგან დედას მუდმივი სამუშაო არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ დედა 4 სმენაზე მუშაობდა, მცირეოდენი თანხა, რომელსაც ის გამოიმუშავებდა მაინც არ ჰყოფნიდა ოჯახს. მსახიობს არაერთხელ გაუხსენებია ეს სიღარიბის და შიმშილის პერიოდი, რომლის წყალობითაც მან დღევანდელ მდგომარეობას მიაღწია.

ჰილარი სუონკი
ცნობილი ადამიანები ღარიბი ოჯახებიდან, რომლებმაც შეძლეს ჰოლივუდში თავის დამკვიდრება თავიანთი ნიჭის საშუალებით
ჰილარის მხოლოდ დედა ზრდიდა. სკოლაში გოგონას დამცირების ატანა უწევდა თავის სიღარიბესთან დაკავშირებით. როდესაც გოგონა 15 წლის იყო, მისმა დედამ საბოლოოდ დაკარგა სამსახური და უწევდა ხან მანქანაში, იშვიათად კი მეგობებთან ცხოვრება. ამ პერიოდიდან სუონკმა მუშაობა დაიწყო: თავისი პირველი როლებისთვის ის გროშებს იღებდა, სამაგიეროდ, დღეისათვის მსახიობის ქონება რამდენიმე ათეული მილიონი დოლარითაა შეფასებული.

ადრიანო ჩელენტანო
ცნობილი ადამიანები ღარიბი ოჯახებიდან, რომლებმაც შეძლეს ჰოლივუდში თავის დამკვიდრება თავიანთი ნიჭის საშუალებით
ის ოჯახში მეხუთე შვილი იყო. ადრიანოს დაბადების მომენტისთვის მისი დედა 44 წლის იყო. მან 12 წლის ასაკში მიატოვა სკოლა და დაიწყო მუშაობა ოსტატის დამხმარედ საათების სახელოსნოში.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია