ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
27 თებერვალი 2016
2117
0
არ მომწონს +1 მომწონს

6 ყველაზე შთამბეჭდავი კარსტული ძაბრი მსოფლიოში

მოდით, ერთად დავათვალიეროთ ყველაზე ლამაზი კარსტული ძაბრები.

1. წითელი ტბა, ხორვატია
6 ყველაზე შთამბეჭდავი კარსტული ძაბრი მსოფლიოში
ამ ძაბრის სიღმრე 530 მეტრია. ის წარმოიშვა მიწისქვეშა გამოქვაბულის ჩამონგრევის შედეგად. ახლა ის ულამაზესი ტბაა მოცულობით 25-30 კუბური მეტრი.6 ყველაზე შთამბეჭდავი კარსტული ძაბრი მსოფლიოში
2. ბიმა, ომანი
6 ყველაზე შთამბეჭდავი კარსტული ძაბრი მსოფლიოში
წყლის სიღრმე აქ 30 მეტრია. ეს ძაბრი ამოვსებულია სუფთა გამჭირვალე წყლით, მის ფსკერზე კი გრძელი 500 მეტრიანი გვირაბია, რომელიც პირდაპირ ზღვაში გადის, რის გამოც აქ მტკნარი და ზღვის წყალი ერთმანეთს ერევა.
6 ყველაზე შთამბეჭდავი კარსტული ძაბრი მსოფლიოში
3. დარვაზა, თურქმენეთი
6 ყველაზე შთამბეჭდავი კარსტული ძაბრი მსოფლიოში
ამ ადგილს სხვანაირად ჯოჯოხეთის კარიბჭე ჰქვია. მისი დიამეტრი, დაახლოებით, 60 მეტრია, სიღრმე, კი - 30 მეტრი. ამ ადგილად მიწიდან ბუნებრივი აირი ამოდის, რომელსაც 1971 წელს საბჭოელმა გეოლოგებმა წაუკიდეს ცეცხლი იმ იმედით, რომ რამდენიმე დღეში ჩაქვრებოდა. თუმცა, ცეცხლი დღემდე ანთია.
6 ყველაზე შთამბეჭდავი კარსტული ძაბრი მსოფლიოში
6 ყველაზე შთამბეჭდავი კარსტული ძაბრი მსოფლიოში
4. სიმა ჰუმბოლდტი, ვენესუელა
ვენესუელას ძაბრის სიღრმე 320 მეტრს აღწევს, კედლები კი, პრაქტიკულად, ვეერტიკალურია, რის გამოც ამ კარსტულ წარმონაქმნში განსაკუთრებული ეკოსისტემა განვითარდა. აქ იზრდება ისეთი მცენარეები და ბინადრობენ ისეთი ცხოველები, რომლებსაც სხვაგან ვერ შეხვდებით.
5. სიაოჩჟაი ტიანკენი, ჩინეთი
6 ყველაზე შთამბეჭდავი კარსტული ძაბრი მსოფლიოში
უზომოდ პოპულარული ადგილი ტურისტებში - სიაოჩჟაი ტიანკენი, ან როგორც მას სხვანაირად უწოდებენ, "ზეციური ორმო". ეს ყველაზე ღრმა კარსტული ძაბრია მსოფლიოში, რომლის სიღრმე 660 მეტრია, სიგანე კი 530 მეტრი. წვიმების სეზონის დადგომასთან ერთად, ეს ადგილი კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება, ძაბრის სიღრმეში ჩანჩქერები წარმოიქმნება.
იმისთვის, რომ კარგად წარმოვიდგინოთ ამ ძაბრის მასშტაბები, შეგვიძლია ის Boeing 747-ს შევადაროთ.
6 ყველაზე შთამბეჭდავი კარსტული ძაბრი მსოფლიოში
6. დიდი ცისფერი ორმო
6 ყველაზე შთამბეჭდავი კარსტული ძაბრი მსოფლიოში
იდეალურად მრგვალი წყალქვეშა კარსტული ძაბრი ჟაკ-ივ კუსტომ აღმოაჩინა და შედის ათი საუკეთესო ადგილის სიაში, რომლებიც რეკომენდირებულია წყყალქვეშა ცურაობისთვის. თავდაპირველად, ეს წარმონაქმნი კირქვიანი გამოქვაბულების ქსელი იყო, რომელიც კერ კიდევ გამყინვარების პერიოდში ჩამოყალიბდა. ახლა კი, ოკეანის დონის ზრდასთან ერთად, გამოქვაბულები ჩამოინგრა და წარმოიქმნა 120 მეტრის სიღრმის ძაბრი.
6 ყველაზე შთამბეჭდავი კარსტული ძაბრი მსოფლიოში

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია