ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი

10 შემაძრწუნებელი არსება, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ

თუ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, ალბათ, მოკლებული ხართ ველური ბუნების მთელ მრავალფეროვნებას და სილამაზეს. მომხიბვლელი და უვნებელი ცხოველების გარდა, ველურ ბუნებაში უამრავი საშინელი და საფრთხის შემცველი არსებაა, რომელთან პირისპირ შეხვედრასაც ცოტა თუ ისურვებდა (თუ, საერთოდ, ისურვებდა ვინმე).

გთავაზობთ, თვალი გადაავლოთ 10 შემზარავ არსებას, რომელთა არსებობის შესახებ, ალბათ, ჯერ არაფერი გსმენიათ.

10. მუხლუხი ლონომია
ეს მუხლუხი სამხრეთ ბრაზილიის ტროპიკულ ტყეებშია გავრცელებული. ასეთ მწერთან შეხვედრა არაფერს კარგს არ მოგიტანთ. ლონომიას შხამი მომაკვდინებელია.
10 შემაძრწუნებელი არსება, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ
9. ვენესუელური ჩრჩილი-პუდელი
საყვარელი ბანჯგვლიანი პეპელაა, რას იტყვით? თუმცა, მასთან პირისპირ შეხვედრა მართლაც შემზარავი იქნებოდა.
10 შემაძრწუნებელი არსება, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ
8. შავი მამბა
ეს გველი ერთ-ერთი ყველაზე საშიშია მსოფლიოში, რომლის ნაკბენიც შხამსაწინააღმდეგო პრეპარატის შექმნამდე, უცილობლად ლეტალურად შედეგს იწვევდა. შავი მამბას შხამი მაღალი ტოქსიკურობიT გამოირჩევა და შეიცავს ნეიროტოქსინებს, პირველ რიგში, დენდროტოქსინებს, რომლებიც შხამსაწინააღმდეგო პრეპარატის არარსებობის პირობებში იწვევს დამბლას და სუნთქვის შეწყვეტას.
10 შემაძრწუნებელი არსება, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ
7. გიგანტური იზოპოდი
თითქოს, სტივენ სპილბერგის ფილმის პერსონაჟიაო. ეს არსება ყველაზე დიდია თავის სახეობაში - ტოლფეხიანებს შორის.
10 შემაძრწუნებელი არსება, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ
6. თევზმგელი (Anarhichas lupus)
ეს შემზარავი თევზი სიგრძეში 1 მეტრი იზრდება, წონით კი 40 კილოგრამს აღწევს. სურინამის ტროპიკულ ტყებში მობინადრე ეს ღამის მტაცებელი იკვებება პატარა თევზებით და უხერხემლოებით.
10 შემაძრწუნებელი არსება, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ
5. პირანია პაკუ
ეს თევზი სამხრეთ ამერიკის მტკნარ წყლებში ბინადრობს. ამ თევზს ერთი ძალიან შემზარავი ნიშანი აქვს - მისი კბილებია ძალიან ჰგავს ადამიანისას.
10 შემაძრწუნებელი არსება, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ
4. ჩიტისჭამია გოლიათი (Theraphosa blondi)
უმეტესად სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში მობინადრე ეს არსება მსოფლიოში ყველაზე დიდი ობობაა. როგორც სახელიდან გამომდინარე, ალბათ, მიხვდით, ის იკვებება ჩიტებით, თუმცა არ არის საშიში ადამიანის სიცოცხლისთვის. მიუხედავად ამისა, მისი ნაკბენი ძალიან მტკივნეულია.
10 შემაძრწუნებელი არსება, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ
3. Centurio senex
ეს სახეობა ბუნების შეცდომა სულაც არაა. ეს ნაოჭები სახეზე ეხმარება ღამურას ექოლოკაციაში, ამიტომ ის უფრო მარტივად ახერხებს მსხვერპლის დაჭერას. გარეგნობის მიუხედავად, ეს არსებები კარგად არიან ადაპტირებული გარესამყაროსთან.
10 შემაძრწუნებელი არსება, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ
2. სალამურა
უყბო თევზის სახეობა, რომელიც, ძირითადად, სანაპიროსთან ახლოს და მტკნარ წყლებში ბინადრობს. ზრდასრული სახეობისთვის დამახასიათებელია დაკბილული ძაბრის ფორმის პირი. მსხვერპლზე თავდასხმისას ის ებღაუჭება და არჭობს მას კბილებს, რომ მისი სისხლით იკვებოს. სალამურას ამ სახეობის ნაკბენის დროს გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას, ამიტომ მისი ნაკბენი საშიშია ადამიანისთვის.
10 შემაძრწუნებელი არსება, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ
1. კანდირუ
პაწაწინა თევზი-პარაზიტი, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს. შეუძლია ადამიანის შარდის ბუშტში შეცურდეს. შემდეგ, აზიანებს მის კედლებს ფარფლებით და იკვებება სისხლით, რაც დიდი ტკივილების მომგვრელია ადამიანისთვის.
10 შემაძრწუნებელი არსება, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია