ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
mome

რამდენი წლის ხართ სინამდვილეში? ჩაუტარეთ თქვენ ტვინს ტესტი

რამდენი წლის ხართ სინამდვილეში? ჩაუტარეთ თქვენ ტვინს ტესტი

ინტერნეტში და მობილურის აპლიკაციებში შეიძლება იპოვოთ უამრავი ტესტი, რომელიც სხვადასხვა შესაძლებლობის გაზომვას გპირდებათ: IQ-ს, ყურადღების, მეხსიერების, სქესობრივი მიკუთვნებულობისაც კი. მაგრამ თუ ისინი გავლილი გაქვთ და შედეგითაც კმაყოფილი ხართ - ნუ იჩქარებთ დამშვიდებას. თქვენი ტვინი, ისევე როგორც სხეული, ექვემდებარება ასაკობრივ ცვლილებებს და კითხვა მდგომარებს იმაში, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს ცვლილებები.
ჩვეულებრივ, ტვინი „ბერდება“ 60 წლის შემდეგ. მაგრამ ეს პროცესი ინდივიდუალურია, ზოგს შეიძლება დაბერების პროცესი უფრო ადრე დაეწყოს, ზოგს კი - გვიან. გაინტერესებთ გაიგოთ რამდენი წლისაა თქვენი ტვინი სინამდვილეში? მაშინ, გაეცით „კი“ ან „არა“ პასუხი ქვემოთ მოცემულ დებულებებს და დაითვალეთ რამდენჯერ დაეთანხმეთ (უპასუხეთ „კი“) მათ.

1. დღე-ღამეში მძინავს 7-8 საათის განმავლობაში.
2. ყოველდღე ვჭამ ბევრ ხილს და ბოსტნეულს.
3. ჩემს ყოველდღიურ რაციონში შედის კენკრებიც: მოცვი, მალინა ან მაყვალი.
4. კვირაში სამჯერ მაქვს „თევზის დღე“.
5. რეგულარულად ვიღებ თევზის ქონს საკვების დანამატის სახით.
6. ყოველდღე ვიღებ ვიტამინ B6-ს (ფოლიუმის მჟავა) და მულტივიტამინებს.
7. ყოველდღიურად ვიღებ ასპირინის მცირე დოზას.
8. ვსვამ წითელ ღვინოს ან ყურძნის წვენს არანაკლებ 5დღისა კვირაში,
9. კვირის განმავლობაში უმრავლეს დღეს ვუთმობ 30 წუთიან (არანაკლებ) ფიზიკურ ვარჯიშს.
10. ვკითხულობ წიგნებს, ვხსნი კროსვორდებს ან სუდოკუს, ან ხშირად ვარ დაკავებული საქმიანობით, რომელიც დაკავშორებულია აქტიურ სწავლასთან, დამახსოვრებასთან, გამოთვლასთან, ანალიზთან და ამოცანის ამოხსნასთან.
11. ჩემს წინაპრებში არიან ადამიანები, ვინც იცოცხლა 80წლამდე და მეტი მეხსიერების დაკარგვის გარეშე.
12. ჩემი ქოლესტერინის დონე ნორმის ფარგლებშია (5 მმოლ/ლ -ზე ნაკლები).
13. „ცუდი“ ქოლესტერინის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების) დონე არ აღემატება 3 მმოლ/ლ-ს.
14. არ მაქვს პრობლემები ჭარბ წონასთან დაკავშირბით ( ქალებისთვის არაა კრიტიკული „ნორმაზე“ 9 კილოთი მეტი, კაცებისთვის +13 კილო).
15. ვჭამ ჯანსაღ საკვებს (ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული, ზეითუნის ზეთი, ცოტა წითელის ხორცი და ა.შ.).
16. კარაქის და მარგარინის ნაცვლად ვხმარობ ზეითუნის ზეთს ან მცენარეულ ზეთს ტრანს-ცხიმების გარეშე.
17. არასოდეს მომიწევია.
18. ჩემი წნევა ნორმაშია.
19. არ მაქვს დიაბეტი.
20. არ მაქვს მეტაბოლური სინდრომი (მისთვის დამახასიათებელია მაღალი დონის ტრიგლიცერიდები, „ლუდის“ მუცელი, მაღალი წნევა).
21. არ მაქვს ძილთან დაკავშირებული დარღვევები, როგორიცაა ხვრინვა, აპნოე (სუნთქვის შეჩერება ძილის დროს), ქრონიკული უძილობა.
22. არ განვიცდი ყოველდღიურ უკონტროლო სტრესს.
23. ვატარებ დიდ დროს მეგობრებთან, კოლეგებთან და ნათესავებთან.
24. არ მაქვს მეხსიერების პრობლემები.

ახლა კი დაითვალეთ შედეგები (რამდენჯერ დაეთანხმეთ დებულებებს):
23-24: გილოცავთ, ასაკი ვერაფერს დააკლებს თქვენ ტვინს. მისი „ნამდვილი“ ასაკი 15 წლით ნაკლებია თქვენ ბიოლოგიურ ასაკზე. ალცჰაიმერის განვითარების რისკი კი ნულის ტოლია.
20-22: კარგი რეზულტატია. მინუს 10 წელი თქვენ ბიოლოგიურ ასაკს. მაგრამ თუ გინდათ კიდევ უფრო გაახალგაზრდავდეთ, გამოასწორეთ ის შემთხვევები, რაზეც გაეცით პასუხი „არა“.
15-19: ნორმალურია. თქვენი ტვინი - თქვენი თანატოლია. მაგრამ, მაინც, თქვენ აჩქარებთ დაბერების პროცესს, ამიტომ უმჯობესია თავი დაიზღვიოთ.
აქედან კი პრობლემები იწყება.
12-14: დაუმატეთ თქვენ ბილოგიურ ასაკს 5 წელი.
0-11: მიუმატეთ თქვენ ასაკს მინიმუმ 10 წელი. თქვენი პრობლემები აშკარაა, და ეს სერიოზული მიზეზია ექიმთან ვიზიტისთვის და ცხოვრების სტილის შესაცვლელად.
აბა, როგორ მოგეწონათ ტესტი? ეს ტესტი შედგენილია სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ. ქართულ სინამდვილეში, ალბათ, იშვიათად შეხვდებით ადამიანს რომელიც ზემოთ მოცემულ ყველა დებულებას დაეთანხმებოდა, თუმცა კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორები ირწმუნებიან, რომ ასე ცხოვრება ყველას შეუძლია და ეს სულაც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და ფინანსებს. თუმცა, მაინც გადავწყვეტეთ მოგაწოდოთ დამატებით რჩევები სამედიცინო სფეროს სხვადასხვა ექსპერტისგან (თუკი ამერიკულ ტესტს არ ენდობით), რომელიც უდაოდ დაგეხმარებათ როგორც სხეული, ასევე ტვინის ახალგაზრდობა.

1.დაკავდით სპორტით
დღეში 30-35 წუთიან სიარულსაც კი სუფთა ჰაერზე ძალუძს ტვინის დაბერების პროცესის სიჩქარის შემცირება.
2.ნუ გადააცილებტ შუაღამეს
ორგანიზმს სრულფასოვანი აღდგენისთვის ეშსაჭიროება სრულფასოვანი ძილი. უძილობა აჩქარებს ნეირონების სიკვდილის პროცესს.
3.გადაეჩვიეთ ცუდ ჩვევბს
მოწევა, უზომო ჭამა და არაჯანსაღი კვება აისახება თქვენი სისხლძარღვების მუშაობაზე, და თუ სისხლი ცუდად ცირკულირებს, თქვენი უჯრედები უფრო სწრაფად კვდება.
4.მეტად იურთიერთეთ
კვლევებმა აჩვენა,რომ ადამიანებს ვისაც აქვს აქტიური ურთიერთობები სხვა ადამიანებთან აჩვენებენ უკეთეს შედეგებს საზრიანობის ტესტებში და ტვინის სკანირებამაც უკეთესი შედეგეიბ აჩვენა. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ სხვებთან ურთიერთობისას ხდება ტვინის იმ მონაკვეთების სტიმულირება, რომელიც პასუხისმგებელია დაგეგმვაზე და გადაწყვეტილების მიღებაზე.
და რაც მთავარია...
5.მოეშვით
ნუ გადააჭარბებთ. ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი სასარგებლოა ზომის ფარგლებში, როდესაც თქვენ იღებთ მაქსიმუმ სარგებელს და სიამოვნებას. როცა გადაიტვირთავთ ტავს, ამას მიგიყვანთ სტრესამდე, ხოლო სტრესი - პირდაპირი გზაა ტვინის დაბერებისკენ. სტრესი არღვევს კოგნიტურ პროცესებს, განსაკუთრებით ზემოქმედებს მეხსიერებაზე. თქვენზე უკეთ არავინ იცის, როგორ შეამციროთ სტრესი თქვენს ცხოვრებაში.
წარმატებებს გისურვებთ.



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია