ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი

ყველაზე ტატუირებული ადამიანი


მამაკაცებს შორის ტატუირების ჩემპიონი ინგლისელი უილფრედ ჰარდია ნოტინგემშირიდან, რომელმაც ერთგვარი რეკორდიც დაამყარა, ის არ დაკმაყოფილდა იმით, რომ მისი კანის საფარი თითქმის მთლიანად ( 4 პროცენტის გარდა) ტატუირებებით იყო დაფარული, მან ტატუები გაიკეთა ლოყების შიდა მხარეზე, ენასა და ღრძილებზეც კი. ჰარდმა გადაუსწრო აქამდე ყველაზე ტატუირებულ ადამიანს ტომ ლეპარდს, რომელსაც მთელი ტანი ლეოპარდივით აქვს მოხატული.
მესამე ადგილზეა გერმანული ქალაქის ნეიშტადტის 60 წლის მცხოვრები კაიავგუსტ ენგელბრეხტი. მას ყველაზე უჩვეულო ტატუები აქვს. ჯერ კიდევ 15 წლის, სავაჭრო ფლოტში ჩაეწერა და მალევე გადაწყვიტა, თავისი საზღვაო კარიერის ქრონიკა საკუთარ ზურგზე აესახა. თავიდან ორი ნახევარსფეროს აღმნიშვნელი ტატუირება გაიკეთა, ყოველი რეისის დასრულების შემდეგ კი ზურგზე იმ მარშუტის დახატვას ითხოვდა, რომელსაც მისი ხომალდი გადიოდა. 45 წლის განმავლობაში უამრავი ზღვა გადალახა და მრავალ პორტში ყოფილა. შედეგად , მისი ზურდი დღეს ცისფერი ხაზებით არის დაფარული, რომლებიც ერთმანეთს კვეთენ.
ქალებს შორის ყველაზე მოხატული კანადელი სტრიპტიზის მოცეკვავე კრისტინ კოლორფულია. მისი სხეულის 95% ტატუებით არის დაფარული, რისთვისაც კრისტინს 10 წელი დასჭირდა.



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია