ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი
23 თებერვალი 2016
3266
0
არ მომწონს -2 მომწონს

5 მისტიური ხე

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქმნილება, რომელიც კი დედაბუნებას შეუქმნია ხეებია. საოცარია თავას ფაქტი, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ იზრდება პატარა თესლისგან ყლორტი, რომელიც დროთა განმავლობაში მოძლიერდება და შთამბეჭდავ ზომებამდე გაიზრდება.

დრაკონის ხე
დრაკონის ხე დრაცენად გვარის მცენარეა. იზრდება აფრიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში და აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუნძულებზე. მოჰყავთ, როგორც ოთახის დეკორატიული მცენარე. ძველი ინდური ლეგენდის თანახმად, ძველად არაბეთის ზღა~ვაში კუნძულ სოკოტრაზე ცხოვრობდა სისხლისმღვრელი დრაკონი, რომელიც თავს ესხმოდა სპილოებს და სვამდა მათ სისხლს. მაგრამ ერთხელ, ერთი ბებერი და ძლიერი სპილო ზედ დაეცა დრაკონს და გაანადგურა ის. მიწა მათი შერეული სისხლით გაიჟღინთა. ამ ადგილას ხეები ამოვიდა, რომელთაც დრაცენა უწოდეს, რაც "მდედრ დრაკონს" ნიშნავს.
5 მისტიური ხე
ენჯელის მუხა
ენჯელის მუხა აშშ-ში სამხრეთ კაროლინის შტატში ქალაქ ჩარლსტონში იზრდება. ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხის ასაკი მსოფლიოში 1500 წელია. მისი სიმაღლე 20 მეტრია, ღეროს გარშემოწერილობა 8,5 მეტრი, მის ჩრდილს კი 1600 კვადრატული მეტრის ტერიტორიის მოცვა შეუძლია. ამ ხემ უამრავი ქარიშხალი, წყალდიდობა და მიწიძვრა გადაიტანა. ლეგენდის თანახმად, მუხას ენჯელი იმიტომ უწოდეს, რომ ძველი მონების სულები ანგელოზების სახით ჩნდებიან ამ ხესთან.
5 მისტიური ხე
ცისარტყელასებრი ევკალიპტი
ცისარტყელასებრი ევკალიპტი ჰავაიზე იზრდება. საღებავის ღია ფერები ამ ხის ღეროზე მხატვარ-აბსტრაქციონისტის მიერ სულაც არაა დატანილი. ამ შედევრის ავტორი თავად ბუნებაა. ეს ხე, ალნ~ბათ, ყველაზე ფერადი და არაორდინალურია მსოფლიოში. როგორც მიხვდებოდით, სახელწოდება სწორედ ქერქის გამო დაიმსახურა. ხე ყოველწლიურად კარგავს ქერქის ნაწილს და აშიშვლეს ღია მწვანე შიდა ფენას.
5 მისტიური ხე
იაპონური ნეკერჩხალი
იაპონური ნეკერჩხალი ვაშინგტონის პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს პორტლენდის დასავლეთ ბორცვებზე, ორეგონის შტატი, აშშ,. სწორედ აქაა იაპონიის პატარა ნაწილი - პორტლენდის იაპონური ბაღი. ის აღიარებულია იაპონური ბაღის ერთ-ერთ საუკეთესო ეგზემპლარად, რომელიც ამომავალი მზის ქვეყნის საზღვრებს მიღმაა გაშენებული. არც ერთი იაპონური ბაღი არ არსებიბს ნეკერჩხლის გარეშე, როლის სხვადასხვა ფოთოლი შემოდგომით სხვადასხვა შეფერილობას იღებს. უამრავი სილამაზის მოყვარული სწორედ შემოდგომაზე სტუმრობს იაპონურ ბაღს.
5 მისტიური ხე
გიგანტური 114 წლის გლიცინია
ეს მცენარე, დაახლოებით, 1870 წლიდან, იზრდება იაპონიის ყვავილების პარკში ასიკაგა. რა თქმა უნდა, ის მსოფლიოში ყველაზე დიდი არაა, თუმცა მოიცავს 2000 კვადრატული მეტრის ტერიტორიას. მიუხედავად იმისა, რომ გლიცინია ხეს ჰგავს, სინამდვილეში ის ლიანაა. ზრდასთან და წონის მატებასთან ერთად მთელ ამ სტრუქტურას სპეციალური საყრდენები იჭერს, რაც დამთვალიერებლებს საშუალებას აძლევს ისირნონ ვარდისფერი და იისფერი შუქის ქვეშ, რომელსაც ჩამოკიდებული ყვავილები ასხივებენ.
5 მისტიური ხე

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია