ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი
17 თებერვალი 2016
2409
0
არ მომწონს -1 მომწონს

კატა ალმოდებულ სახლში ხუთჯერ შევიდა, რათა გადაერჩინა თავისი კნუტები

სკარლეტი - ეს უბრალოდ კატა არ არის. ის დედაა, ამ სიტყვის სრული დატვირთვით. მისი სიმამაცე, დედობრივი სიყვარული და ერთგულება, ვფიქრობ, თითოეულს დააფიქრებს.
... 30 მარტს, 1996 წელს მიტოვებულ ავტოფარეხში ბრუკლინში, ნიუ-იორკში გაჩნდა ხანძარი. მეხანძრეები ადგილზე საკმაოდ მალე მივიდნენ, ერთ-ერთმა მეხანძრემ შეამჩნია კატა, რომელიც თითოეულ ჯერზე ბრუნდებოდა ცეცხლმოკიდებული ფარეხიდან, გამოჰყავდა ახალდაბადებული კნუტები.
კატა ალმოდებულ სახლში ხუთჯერ შევიდა, რათა გადაერჩინა თავისი კნუტები

მსოფლიომ გაიგო სკარლეტის შესახებ 1996 წელს, როდესაც კატა მშვიდად ცხოვრობდა 5 კნუტთან ერთად ბრუკლინის ერთ-ერთ ძველ ავტოფარეხში. მეხანძრეების ყურადრების ცენტრში კატა მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის შედიოდა ალმოდებულ შენობაში. მეხანძრეებს სურდათ დაეჭირათ კამიკაძე ცხოველი თუმცა კატა ამის საშუალებას არ აძლევდათ. მოგვიანებით ერთ-ერთმა მეხანძრემ შეამჩნია, რომ კატას კბილებით კნუტი გადაჰყავდა და კვლავ შერბოდა ცეცხლში. მოუხედავად ძლიერი დამწვრობებისა თვალის, ყურისა და სახის მიდამოებში სკარლეტმა მოახერხა ყველა კნუტის გამოყვანა, ამისათვის მას ხუთჯერ შებრუნება მოუწია. მეხანძრეებმა პირადად მიიყვანეს კატა ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც საბედნიეროდ მისი გადარჩენა მოხერხეს.
კატა ალმოდებულ სახლში ხუთჯერ შევიდა, რათა გადაერჩინა თავისი კნუტები
კატა ალმოდებულ სახლში ხუთჯერ შევიდა, რათა გადაერჩინა თავისი კნუტები
კატა ალმოდებულ სახლში ხუთჯერ შევიდა, რათა გადაერჩინა თავისი კნუტები
კატა ალმოდებულ სახლში ხუთჯერ შევიდა, რათა გადაერჩინა თავისი კნუტები

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია