ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
mome
17 მაისი 2018
487
0
არ მომწონს 0 მომწონს

მოკლევადიანი ონლაინ სესხები

ონლაინ სესხების ბაზარი ნელ-ნელა ვითარდება, იხვეწება და სულ უფრო მომხმარებელზე ორიენტირებულ პროდუქტს გვთავაზობს. ადრე სწრაფი სესხი, როგორც წესი, ასოცირდებოდა ერთ თვიან კრედიტთან, რომლის მიღებაც მხოლოდ საბანკო ანგარიშზე იყო შესაძლებელი და უზარმაზარი საკომისიოთი. დღეს სხვა სიტუაციაა. სახელმწიფო რეგულაციების შემდეგ ონლაინ სესხებზე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ვერ იქნება 100%-ზე მეტი. ასევე ინტერნეტში შესაძლებელია რამდენიმე ტიპის სესხზე განაცხადის შევსება, როგორებიცაა გრძლევადიანი ონლაინ სამომხმარებლო სესხი, მოკლევადიანი ინტერნეტ კრედიტი, ავტო და იპოთეკური სესხი. მოდით, დღეს მოკლევადიან სესხზე შევჩერდეთ.

სწრაფი ერთ თვიანი სესხის მიღება, როგორც წესი უფრო სწრაფი პროცესია, ვიდრე გრძელვადიანის. რამდენიმე წლის წინ, ფაქტია, უფრო მეტი იყო შემოთავაზება ამ მხრივ. ბევრი იყო ასევე ისეთი მოკლევადიანი კრედიტი, რომლით პირველად სარგებლობის შემთხვევაში საკომისიო 0% იყო. სხვადასხვა მიზეზთა გამო დღეს მოკლევადიანი სესხების შემთხვევაში შემოთვაზებებმა იკლო. თუმცა, კვლავ გვხვდება საკმაოდ იაფი და კომფორტული ვარიანტები, როგორიცაა, მაგალითად, vivus.ge და სხვა.

მცირე ავტო ავარია, მედიკამენტებისთვის საჭირო ფული, გრანდიოზული ფასდაკლება საყვარელ ნივთზე და სხვა. ეს მხოლოდ უაღრესაც მცირე სიაა იმ მიზეზთა, რომელთა გამო შეიძლება გამოიყენოთ მოკლევადიანი ონლაინ სესხი. თუ პირველად სარგებლობთ ონლაინ კრედიტით, მაშინ სულ 15 წუთი დაგჭირდებათ სესხის მისაღებად, განმეორებითი სესხების დროს კი საჭირო თანხა ფაქტობრივად მომენტალურად ხვდება თქვენს ანგარიშზე. თუ ერთ თვეში ვერ ახერხებთ სწრაფი კრედიტის დაფარვას, შეგიძლიათ გადაავადოთ სესხი სასურველი პერიოდით.

მოკლევადიანი ონლაინ კრედიტის მიღება შესაძლებელია, ძირითადად, ფიქსირებული 30 დღით. პირველ ჯერზე ვსესხულობთ, საშუალოდ, 500 ლარამდე თანხას, ლიმიტი კი იზრდება განმეორებითი სესხების დროს. დამტკიცებული თანხა ირიცხება 90% შემთხვევაში საბანკო ანგარიშზე, თუმცა გვხვდება ერთეული შემთხვევები, როდესაც ფულის მიღება შესაძლებელია ნაღდი ფული სახით ხელზე ან ალტერნატიული მეთოდებით.

გირჩევთ, მოკლევადიანი სესხებით სარგებლობისას, მიაქციოთ ყურადღება შემდეგ ფაქტორებს:

1) აქვს თუ არა თქვენს მიერ შერჩეულ ვარიანტს გადავადების სერვისი და თუ აქვს, რა ღირს.
2) აქვს თუ არა თქვენს ვარიანტს ხელშეკრულების საფასური.
3) აქვს თუ არა თვენს მიერ შერჩეულ ინტერნეტ კრედიტს საკომისოს დღიური დარიცხვის მოდელი (სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში რომ გადაიხადოთ მხოლოდ იმდენი დღის საკომისიო, რამდენი დღის განმავლობაშიც ისარგებლეთ სესხით).
4) რამდენ ხანში ჩაირიცხება დამტკიცებული თანხა თქვენს ანგარიშზე (ზოგი კომპანია იყენებს ექსპრეს და სტანდარტული ჩარიცხვის მეთოდებს).
5) მნიშვნელოვანია ასევე შემდეგი ფაქტორების ცოდნა: მსესხებლის ასაკობრივი ზღვრები, პირველი სესხის მაქსიმუმი, კომპანიის სამუშაო საათები დღეების მიხედვით.

მოკლევადიანი ონლაინ სესხების შედარებას და, შესაბამისად, საუკეთესოს შერჩევას შეძლებთ mome.ge-ზე. შეადარეთ მიკრო კრედიტები სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორის მიხედვით და მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლეთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი, თქვენს კრიტერიუმებს მაქსიმალურად მორგებული ონლაინ სესხით. დაიხმარეთ mome.ge ნებისმიერი ტიპის ინტერნეტ კრედიტის შერჩევისას და თქვენ ყოველთვის გააკეთებთ სწორ არჩევანს.



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია