ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
mome
30 მარტი 2018
110
0
არ მომწონს 0 მომწონს

რას მივაქციოთ ყურადღება ონლაინ სესხის შერჩევისას

რას მივაქციოთ ყურადღება ონლაინ სესხის შერჩევისას

როდესაც ფული დაგვჭირდება და ამ უკანასკნელის შოვნის საშუალებად ონლაინ სესხს ავირჩევთ, ნამდვილად ბევრი ვარიანტის წინაშე ვდგებით. ყველა კრედიტორს სხვადასხვა პირობა აქვს, როგორ ავირჩიოთ ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

პირველ რიგში, კარგი იქნება თუ გვექნება კანდიდატების ვრცელი სია, რომელსაც სიამოვნებით მოგაწვდით ჩვენი ვებ-გვერდის mome.ge-ს სახით. ჩვენთან ხომ წარმოდგენილია საქართველოში არსებული თითქმის ყველა ონლაინ სესხი, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი, ასევე იპოთეკური და ავტო სესხები.

ერთი პრობლემა გადაჭრილია, გვაქვს სია, ახლა... როგორ, რა კრიტერიუმებით შევარჩიოთ ჩვენთვის ყველაზე მისაღები ონლაინ სესხი? ყველას, რა თქმა უნდა, თავისი მეთოდი, შეხედულება აქვს, ჩვენ კი შემოგთავაზებთ ჩვენსას.

პირველი, რაც აუცილებელია, ზუსტად უნდა ჩამოვყალიბდეთ რამდენის სესხება გსურს და რამდენი ხნით. ხშირია შემთხვევა, როდესაც გვჭირდება 400 ლარი, მაგრამ ვსესხულობთ 500-ს, რადგან „პირველივე შემხვედრი“ კომპანია მინიმუმ 500 ლარს გვთავაზობს, ძებნას თუ გავაგრძელებდით, აუცილებლად ვიპოვიდით ისეთ, ვარიანტს, რომლის საშუალებითაც ზუსტად 400 ლარს ვისესხებდით. იგივე ხდება პერიოდის შერჩევისას. შესაძლოა სესხი 1 თვით გვსურს, თუმცა ვიღებთ 3 თვიანს (თანაც დღიური დარიცხვის* გარეშე).

როდესაც საქმე საპროცენტო განაკვეთებზე მიდგება, შედარებისას ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ თვიურ ასევე წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთაც. შეადარეთ ძირითადად სწორედ ამ მაჩვენებლით.

არ დაგაბნიოთ კომაპნიების მიერ შემოთავაზებულმა მაქსიმალურმა ლიმიტებმა, რადგან, ხშირად, პირველივე ჯერზე არ გასცემენ მაქსიმალურ თანხას, ყოველთვის იქონიეთ ინფორმაცია პირველი სესხის მაქსიმუმის შესახებ.

*მიაქციათ ასევე ყურადღება აქვს თუ არა თქვენს მიერ შერჩეულ კომპანიას საკომისიოს დღიური დარიცხვის მოდელი, ანუ სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში გადაიხდით სრულ საკომისიოს თუ მხოლოდ იმ დღეების დარიცხულ პროცენტს, რომელთა განმავლობაშიც ისარგებლეთ სესხით. გირჩევთ, ყოველთვის გააკეთოთ არჩევანი ისეთ კომპანიებზე, რომლებსაც აღნიშნული სერვისი აქვთ.

ასევე კარგი იქნება, თუ შეარჩევთ ისეთ კომპანიას, რომელსაც აქვს გადავადების სერვისი , მისაღები ტარიფით.

როგორც წესი, სწრაფი სესხებით სარეგბლობასას თანხა გვჭირდება რაც შეიძლება სწრაფად, ასე რომ, მნიშვნელოვანია, წინასწარ გვქონდეს კომპანიის სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაცია.

გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ზოგი კომპანია დამტკიცებულ თანხას გასცემს მხოლოდ ხელზე, ამიტომ მის მისაღებად მათს სერვის-ცენტრებში სტუმრობა მოგიწევთ.

განაგრძეთ კითხვა mome.ge-ზე...



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია