ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი

რაში სჭირდება სტუდენტს ფული ?

რაში სჭირდება სტუდენტს ფული ?

“ერთი ჯიბეგაფხიკილი სტუდენტი ვარ რეგიონიდან. არ ვიცი რა ვქნა. არადა ბინის მეპატრონემ უკვე მესამედ დამირეკა და მკაცრი ხმით მითხრა, რომ დღის ბოლომდე თუ მის კუთვნილ თანხას პირად საბანკო ანგარიშზე არ ჩავურიცხავდი , ნივთებს მერვე სართულიდან გადმომიყრიდა. თანაც ისე, სინდისის არსებობის შესახებ არაფერი გაახსენდებოდა.”- სალომე საღინაშვილი უკვე 3 წელია თბილისში კახეთიდან მშობლების გარეშე ჩამოვიდა და ახლა უკვე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტია.
მან ჩამოსვლისთანავე ბინა იქირავა, რომელიც თვეში 300 ლარი უჯდება. როგორც თვითომ ამბობს, მშობლები სწავლის თანხას უხდიდნენ და გადაწყვიტა ბინის ქირა და საკუთარი ჯიბის ფული თვითონვე ეშოვნა. ჩამოსვლისთანავე ვაკანსიების ძებნა დაიწყო და აღმოჩნდა, რომ ყველგან მინიმუმ 3 წლიან სტაჟს ითხოვდნენ. ამ ვაკანსიების ძებნაში სალომემ ორი წელი გასტანა, შემდეგ მშობლებსაც მოუწიათ სამსახურიდან წამოსვლა.

რაში სჭირდება სტუდენტს ფული ?

“ბოლო თვეებია თავს საშინლად ვგრძნობ. ვცდილობ ფეხი ავუწყო თანამედროვეობას და აღარ გამომდის. სამსახურის დაწყება მინდოდა, მაგრამ ვერ. მთელს თბილისს შემიძლია დაუღალავად შემოვურბინო, ოღონდ რაიმე ვაკანსია ვნახო. არც საქმის გაკეთება მეზარება, არც ენთუზიაზმი და შემართება მაკლია, მაგრამ რისთვის? ადგილამდე ვერ მივდივარ, გამოსაცდელი ვადითაც არავის ავყავარ. იქნებ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის დამტკიცება როგორ მინდა და შემიძლია. ეს თემა არავის აინტერესებს, არც რაიმეს მოსმენა უნდათ.”

რაში სჭირდება სტუდენტს ფული ?

საქართველოში აქტუალურია დაუსაქმებელი ახალგაზრდების პრობლემა. უნდა აღინიშნოს, რომ საზღვარგარეთ ბავშვები სკოლის ასაკიდან იწყებენ მუშაობას და თავისი ჯიბის ფული აქვთ. ახალგაზრდებს ხელს უწყობენ, რომ პარალელურად სწავლაც შეძლონ. სწავლის გადასახადს თავისი ხელფასით იხდიან. მეც სტუნდეტი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, საქართველოში თუ როგორი რთულია სამსახურის პოვნა. თუ ძალიან გაგიმართლა და ნახავ რაიმეს, მხოლოდ მინიმალური ანაზღაურებით და სხვა პერსპექტივა რომ არ გაქვს, იძულებული ხარ, დასთანხმდე.
კითხვაზე, თუ რაში სჭირდება სტუდენტს ფული, პასუხი მარტივია. ის ხომ სტუდენტია. ახლა იწყებს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს.

“ზაფხულში გართობა ძალიან მიყვარს, მაგრამ გართობა მაშინ შეწყდა, როდესაც მატერიალურ შესაძლებლობაზე დავფიქრდი… წელს მინდა სწავლის საფასური მე თვითონ დავფარო, ყოველდღიურადაც მჭირდება ჯიბის ფული, სტუდენტურ დასაქმებაში მიღებული ჰონორარი და ასევე ოჯახის საზაფხულო შემოსავალი ვეღარ წვდება ხარჯებს. სწორედ ამან გადამაწყვეტინა გარკვეული სახის შემოსავალი მეც შემომეტანა საკუთარი თავისთვის მაინც და ოჯახს მხრებზე მძიმედ არ დავწოლოდი. საკუთარ ქვეყანაში სამუშაო ვერ ვიშოვე, გადავწყვიტე უცხოეთში მეცადა ბედი…. ამჟამად ვმუშაობ სტამბულში. ვიმედოვნებ, მომავალში მაინც გამიმართლებს და დავისვენებ მეგობრებთან ერთად.”

რაში სჭირდება სტუდენტს ფული ?


“სტუდენტი ვარ, ისევე როგორც ყველა სტუდენტს, მეც ბევრი ხარჯი მაქვს, სწავლის გადასახადიც საკმაოდ ბევრია. მე თბილისში ვსწავლობ, შესაბამისად ბინის დაქირავება მიწევს, ამიტომაც მრცხვენოდა ჩემი მშობლების, როცა ჯიბის ფულსაც მათ ვთხოვდი, დღეში მინიმუმ ათი ლარი მჭირდება, გადავწყვიტე მემუშავა. მშობლები ჩემს გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ, ახლა სეზონური სამუშაო მაქვს, თბილისში რომ ჩავალ, მინდა რაიმე სტაბილური სამსახური ვიშოვო და ჩემი პროფესიით დავსაქმდე, ჩემს ნაცნობებში რაღაც ნაწილს მაინც „უტყდება“ მიმტანად მუშაობა, სტუდენტებისთვის კი სხვა ვაკანსიის შოვნა ძალიან რთულია. მე ეს პრობლემა არ მაქვს, მინდა მშობლებზე არ ვიყო დამოკიდებული და საკუთარი ჯიბის ფული მქონდეს. “

“ძალიან მხარჯველი ვარ, წინასწარ ხარჯის გაწერა არ მჩვევია, რაც ჩემს მომავალ პროფესიას არ შეეფერება, ფინანსებზე ვსწავლობ. უყაირათობა კი, წესით, ამ პროფესიის ხალხმა ყველაზე ნაკლებად უნდა გამოიჩინოს. სტუდენტი ვარ, დროს სწავლას ვუთმობ, ამიტომ ჯერჯერობით საკუთარი შემოსავალი არ გამაჩნია, მშობლების ხარჯზე მიწევს ცხოვრება. ვეწევი, ამიტომ ყოველდღიურად სიგარეტის ფული მჭირდება.”

რაში სჭირდება სტუდენტს ფული ?

საქართველოს შრომის კოდექსში წერია, რომ შრომისუნარიანობა ადამიანს 16 წლის ასაკიდან აქვს და მისი სამუშაოზე მიღება სრულწლოვანებამდე უნდა მოხდეს იმ პირობით, რომ განათლების მიღებაში ხელი არ შეეშალოს. კოდექსის მიუხედავად ყველაფერი პირიქით ხდება და ფაქტია, რომ სტუდენტების ნაწილი უკმაყოფილოა.


“ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ იმ მიზეზებზე, თუ რატომ გარბიან ჭკვიანი ადამიანები საქართველოდან. ამ ქვეყანაში ნებისმიერი ვინმე შეიძლება იყო - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნები ან რა გერქმევა, თორემ კი. მაინც არცერთ ვარიანტში არ გექნება მომავალი, თუ ნაცნობი არ გყავს.”

რაში სჭირდება სტუდენტს ფული ?


აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ჯიბის ფულის ოდენობა შეესატყვისება ბავშვის ასაკს: 6 წლის ბავშვს კვირაში 6$-ს აძლევენ, 10 წლისას - 10$-ს და ა.შ. გერმანიაში კანონით არის დადგენილი, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვს კვირაში უნდა მისცენ 50 ცენტი, 10 წლიდან - 12 ევრო, 13 წლიდან - 20 ევრო, 15 წლიდან - 30 ევრო. გადაუხდელობის შემთხვევაში მშობლებს აჯარიმებენ.
როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, არსებობს რამდენიმე წესი, რომლებიც შვილთან ურთიერთობისას სწორი ფულადი პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმარებათ მშობლებს: კერძოდ, მიეცით ბავშვს ჯიბის ფული რეგულარულად (მაგალითად, კვირაში ერთხელ); ჯიბის ფული არ უნდა იყოს არც მეტისმეტად ცოტა, არც მეტისმეტად ბევრი; სასურველია, მუდამ ერთი და იგივე თანხა მისცეთ, რომელიც ასაკთან ერთად გაიზრდება.



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია