ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი

"დაე. იმან დაიბანოს, ვისაც ქავილი ეზარება"

"დაე. იმან დაიბანოს, ვისაც ქავილი ეზარება"

სალარ დე უიუნი ყოველწლიურად ათი ათასობით ტურისტს იზიდავს და ალბათ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მომავალში პატარა ქალაქ უიუნს ტურისტულ მექად გადაქცევის "საფრთხე" ემუქრება. 6400 კვადრატულ კილომეტრზე რძესავით თეთრი მარილის მინდორია გადაჭიმული. ბოლივიის ეს ადგილი ნამდვილად ღირს.
მოკლედ, ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ერთი "მაგრამ". ბოლივიის ამ ნაწილში ნორმალურად დაბანაზე ოცნებაც კი ზედმეტია. აბსოლუტურად ყველა სასტუმროშიც კი დაყენებული წყლის გამაცხელებელი წყალს წესით +15- +20 გრადუსამდე უნდა ათბობდეს, თუმცა , როგორც წესი, წყლის ტემპერატურა აქ +3-+5 გრადუსს არ აღემატება. აქედან გამომდინარე, უსწრაფეს დაბანას ხანგრძლივი გათბობა მოსდევს. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეს, რომ სალარში მცხოვრები ინდიელები საერთოდ არ ბანაობენ და ერთი უცნაური პრინციპით ხელმძღვანელობენ : " ჭუჭყი მაინც თავისით ჩამოგვშორდება " ან " დაე იმან დაიბანოს, ვისაც ქავილი ეზარება ".



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია