ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი
10 ივლისი 2015
3316
0
არ მომწონს -1 მომწონს

ჰიპნოზი მითია თუ რეალობა?

ჰიპნოზი  მითია თუ რეალობა?

ჰიპნოზი სულის მიკროსკოპია. იგი ერთგვარი ხიდია მეცნიერებასა და მისტიკას შორის და დღემდე ამოუცნობსა და საიდუმლოებებით მოცულ ფენომენს წარმოადგენს. ჰიპნოზის ოფიციალურ ფუძემდებლად ანტონ მესმერი (1734-1815) მიიჩნევა. თუმცა, რეალურად მისი ფესვები შორეული წარსულიდან მოდის. იგი იმდენივე წლისაა, რამდენისაც სამყარო.

ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მიმღებლობით, აღქმის, მეხსიერების,მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით. ჰიპნოზში მყოფი ადამიანი გარეგნულად ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ძილი მასში საერთოდ არ მონაწილეობს. ჰიპნოზურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მომატებული შთაგონებადობით ხასიათდებიან ჰიპნოზიორის შთაგონების მიმართ. ისინი გრძნობენ, რომ მათი ქცევა ყოველგვარი ცნობიერი განზრახვისა და ძალისხმევის გარეშე ხორციელდება.
ჰიპნოზი  მითია თუ რეალობა?

ჰიპნოზისადმი მედიცინის და ეკლესიის დამოკიდებულება

ჰიპნოზი – ესაა მეთოდი, როდესაც ადამიანი ნებაყოფლობით მიანდობს თავს ჰიპნოზისტს, საკუთარი შემეცნებისა და ნების პარალიზების ნებას აძლევს მას და დაუცველი ხდება გარეშე ზემოქმედების წინაშე. ღირსი ბარსანოფი ოპტელი ამტკიცებდა: „ჰიპნოზი – ბოროტი, არაქრისტიანული ძალაა“. ღირსი ნექტარიოს ოპტელი კი ამბობდა: „საშინელი რამაა ჰიპნოზი. იყო დრო, როცა ადამიანებს ეშინოდათ და გაურბოდნენ მას, ახლა კი მისით გატაცებულნი არიან. მთელი უბედურება კი ისაა, რომ ამგვარი ცოდნა შემოდის ჩვენს ცხოვრებაში იმ საფარით, რომ, თითქოსდა, კაცობრიობისათვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია“. დეკანოზი გრიგოლ დიაჩენკო აღნიშნავდა, რომ „ძველად, შუა საუკუნეებში, წინა ასწლეულებში ჰიპნოზით მაგები და ჯადოქრები იყვნენ დაკავებულნი“. ჰიპნოზის მხილებასა და მისი მეშვეობით განხორციელებულ „კურნებებს“ უძღვნიდა თავის შრომებს მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი. ეპისკოპოსი ბარნაბა (ბელიაევი) წერდა: „შეუძლებელია უარყოფა იმისა, რომ ჰიპნოზისტები ამ დროს ეშმაკის ძალას იყენებენ“. ჰიპნოზში სულიერი სამყაროს ბნელი ძალები გამოიყენება.

ჰიპნოზი  მითია თუ რეალობა?


მედიცინის თვალსაზრისით, ჰიპნოზი – შუალედური მდგომარეობაა ადამიანის ორ ძირითად მდგომარეობას – ძილსა და სიფხიზლეს შორის. ეს თითქოსდა მსუბუქი თვლემაა, ჩვენი ცნობიერებისა და ნების ძილღვიძილია,
„თუ ადამიანი ნებაყოფლობით უშვებს საკუთარ თავზე ძლიერ ფსიქიკურ ზემოქმედებას ჰიპნოზისტის მხრიდან, რომელსაც აქვს შთაგონების გამოცდილება ან ოკულტური ცოდნა, მაშინ თანდათანობით ის სულიერი ზღუდე, რომელიც იცავს სულს სხვისი ნების უშუალო გავლენისაგან, ირღვევა, და ადამიანი ადვილად მისაწვდომი ხდება სხვა პიროვნების მხრიდან ფსიქიური, ნებელობითი ზემოქმედებისათვის“.


მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ჰიპნოზს ტკივილის შემცირება შეუძლია . ტკივილის კონტროლი მიიღწევა სხვადასხვა ჰიპნოტური შთაგონებით: სხეულის ნაწილის არაორგანულად ან გონების განთავისუფლება სხეულისგან. ჰიპნოზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისეთ პაციენტებთანაა, რომელთა შემთხვევაშიც სრული ანესთეზიის მიღწევა შეუძლებელია (მაგ.: ორსული ქალების შემთხვევაში).

ჰიპნოზი  მითია თუ რეალობა?


25-ე კადრის ცნება მემგონი ყველასთვის ნაცნობია, უბრალოდ ზოგი მეტად არის ამ საკითხში გათვიცნობიერებული, ზოგი ნაკლებად. ბევრ მათგანს არც სჯერა, მაგრამ რეალური ფაქტები მის არსებობას ადასტურებენ. თვალი მას ნამდვილად ვერ აღიქვამს. ამ მოვლენას კი ნამდვილად შეიძლება ”ჰიპნოზი” ეწოდოს.



თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია