ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
სწრაფი სესხი
14 სექტემბერი 2015
6262
0
არ მომწონს -2 მომწონს

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

რით შეიძლება გაგვაკვირვოს ადამიანის სხეულმა? მოდით ვნახოთ ადამიანები, რომლებიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ თავიანთი გამორჩეული ანატომიური ან უბრალოდ, გარეგნობასთან დაკავშირებული თავისებურების გამო.

Mehmet Ozyurek - ყველაზე გრძელი ცხვირის პატრონი მთელ მსოფლიოში. მისი ცხვირის სიგრძე 8,8 სანტიმეტრია.

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

სინდი ჯეკსონი - რეკორდსმენი გაკეთებული პლასტიკური ოპერაციების რაოდენობის მიხედვით. სინდი 58 წლისაა და ბოლო 25 წლის მანძილზე 52-ჯერ დაწვა პლასტიკური ქირურგის მაგიდაზე. მან გადაიკეთა თითქმის ყველაფერი, რისი გადაკეთებაც შეიძლებოდა.

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

ემანუელ იარბორო - ოფიციალურადაა აღიარებული ყველაზე მძიმეწონიან სპორტსმენად. ის 319 კილოგრამზე მეტს იწონის. იარბორო სუმოთია დაკავებული.

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

ენი ჰოკინს-ტერნერი არის ყველაზე დიდი ბუნებრივი მკერდის მფლობელი მთელ მსოფლიოში. მისი მკერდი 40 კილოგრამს იწონის! მისი ბიუსჰალტერის ზომა კი - 102ZZZ-ია!

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

Aevin Dugas გინესის რეკორდების წიგნში დაფიქსირებულია, როგორც ყველაზე დიდი აფროს პატრონი.

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

ჰარი ტორნერის ზედმეტსახელია „ადამიანი ქაღალდის კანით“. ინგლისელს შეუძლია კანის 15.8 სანტიმეტრით გაწელვა. ამ „ნიჭს“ ელერს-დანლოს გენეტიკურ დაავადებას უნდა უმადლოდეს.

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

სარვან სინგხი - მსოფლიოში ყველაზე გრძელი წვერის მფლობელია, რომლის სიგრძე 2.5 მეტრს აღწევს.

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

ბილი ლეონი და ბენი ლოიდ მაკკრერი მსოფლიოში ყველაზე მძიმე ტყუპები იყვნენ. ბილი ლეონი წონაში 328 კილოგრამი იყო, ბენი ლოიდი კი - 338კგ. ერთად ისინი 666 კილოგრამს იწონიდნენ.

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

ლი რედმონდი - მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრჩხილების მფლობელი. თავის, დაახლოებით 8 მეტრიან ფრჩხილებს ის იზრდიდა... 29 წელი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ლი თავის ფრჩხილებს ავტოკატასტროფის შედეგად გამოემშვიდობა, რომელიც 2009 წელს მოხდა.

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

სინგხ ჩაუხან რამი - ყველაზე გრძელი ულვაშის მფლობელი. მისი ულვაშის სიგრძე - 4 მეტრი და 30 სანტიმეტრია.

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

სულტან კიოსენი, რომლის სიმაღლე 2მეტრი და 51 სანტიმეტრია, დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანია.

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

რობერტ პერშინგ უოდლოუ - ისტორიაში ყველაზე მაღალი ადამიანია. რეგისტრაციის დროს მისი სიმაღლე 2 მეტრი და 72 სანტიმეტრი იყო. უოდლოუ 1940 წლის ივლისში გარდაიცვალა.

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

ინდოელი იოტი ამგე არის ყველაზე პატარა ქალი მსოფლიოში. მისი სიმაღლე სულ რაღაც 62.8 სანტიმეტრია, წონა კი - 5,230 კგ. მისი ზომები ახონდროპლაზიის ბრალია - დაავადება, რომელიც იწვევს გარკვეული ძვლების განვითარების დაზიანებას.

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

Supatra «Nat» Sasuphan მსოფლიოში ყველაზე ჭარბთმიანი მოზარდი გოგონაა. ჭარბთმიანობა გენეტიკური დაავადებითაა გამოწვეული. როგორც თავად გოგონა ამბობს: „ჭარბთმიანობა განსაკუთრებულს მხდის“.

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

ჩინელი Xie Qiuping - მსოფლიოში ყველაზე გრძელი თმის პატრონია. მისი თმის სიგრძე 5,5 მეტრია. ქალი მას 30 წელი იზრდიდა.

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

გერმანელი Rolf Bucholz არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი პირსინგი აქვს. 2010 წლის აგვისტოში მას 453 პირსინგი ჰქონდა.

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

ჩანდრა ბახადურ დანგი ნეპალიდან მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანია. მისი სიმაღლე - 54,9 სანტიმეტრია.

18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია