ყველაზე საინტერესო ვებ-გვერდი
30 აგვისტო 2015
14437
0
არ მომწონს 0 მომწონს

პლანეტის ყველაზე მაღალი გოგონა - მე-11 კლასის მოსწავლეა

რუმეისა გელგი თურქეთის მაცხოვრებელია. 17 წლის ასაკში ის პლანეტის ყველაზე მაღალ გოგონადაა აღიარებული: მისი სიმაღლე 2.13 სანტიმეტრია.

პლანეტის ყველაზე მაღალი გოგონა - მე-11 კლასის მოსწავლეა

"მსოფლიოში ყველზე მაღალი გოგონას" სტატუსის მოსაპოვებლდ მის ქალაქ საფრანბოლუში ჩატარდა პრეზენტაცია. სწორედ მაშინ მოხვდა ის გინესის რეკორდების წიგნში. გოგონა სწავლობს ადგილობრივ სკოლაში, მეთერთმეტე კლასში. მას დიდი ოჯახი ჰყავს: დედა, მამა, დები და ძმები. აღსანიშნავია, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი ნორმალური სიმაღლისაა.

პლანეტის ყველაზე მაღალი გოგონა - მე-11 კლასის მოსწავლეა

გინესის რეკორდების წიგნში ავადმყოფობის გამო.

გოგონა მაღალი ბუნებას არ შეუქმნია. მას აქვს უივერის სინდრომი. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სიმაღლეში სწრაფ ზრდას იწვევს. სიმაღლის გარდა, რუმეისას ხელებიც და ფეხებიც ეზრდება. მისი ფეხის ზომა - 47-ია. როგორც აღმოჩნდა, დიდი სიმაღლე ბევრ პრობლემას იწვევს. ერთ-ერთი მათგანი გადაადგილებაა. გადაადგილებისთვის გოგონა სპეციალურად შექმნილ ეტლს და ყავარჯნებს ხმარობს. არანაკლები პრობლემებია ტანსაცმელთან და ფეხსაცმელთან დაკავშირებით: ყველაფრის შეკერვა ხდება საჭირო.

აი, რას ამბობს ინტერვიუში ყველაზე მაღალი გოგონა: "ჩემი პრობლემის გამო, საკმაოდ საინტერესო გრძნობებს განვიცდი, თითქოს განსაკუთრებული ვიყო. ჩემს სიმაღლეს მე პრივილეგიად უფრო განვიხილავ. ამის გამო ვწვდები იმას, რასაც სხვა ადამიანები ვერ წვდებიან და კიდევ, ზემოდან არავინ მიყურებს".

პლანეტის ყველაზე მაღალი გოგონა - მე-11 კლასის მოსწავლეა

გინესის რეკორდების წიგნის წესების მიხედვით, აუცილებელია დღის განმავლობაში რუმეისას სიმაღლის გაზომვა. ეს მოვალეობა ექიმ ომერ ჰაკან იავასოღლუს ეკისრა. სეიდა სუბას-გემისმა, გინესის რეკორდების წიგნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შემდეგი განცხადება გააკეთა: "გინესის წიგნისთვის არ არსებობს განსხვავება ორგინარულს და არაორდინარულს შორის. ეს გოგონა თავისი დაავადებიის მიუხედავად, ავლენს არაჩვეულებრივ ძალას და კოლოსლურ მოთმინებას. ჩემთვის დიდი პატივია, არამარტო მისი გაცნობა, არამედ შესაძლებლობა დავაჯილდოვო ის ყველაზე მაღალი გოგონას ტიტულით".
ექიმები ირწმუნებიან, რომ ეტაპზე გოგონას სიმაღლეში ზრდა შეჩერებულია. ამის გამო, ის ვერ შეძლებს მოხსნას მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანის სულტან კოსენას რეკორდი. მისი სიმაღლე - 2.51 სანტიმეტრია.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გთხოვთ, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს


კომენტარები:
რეგისტრაცია